სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ორსულთა უმეტესობისათვის ეს კვირა "ძირეული გარდატეხაა". ამ დროისათვის ტოქსიკოზის უსიამოვნო გამოვლინებები შესუსტებას იწყებს. ამ დროისათვის პლაცენტა იღებს თავის თავზე ჰორმონების გამომუშავებას, რაც ორსულობის შენარჩუნებისათვის არის საჭირო, ადრე ეს ყვითელი სხეულის პრეროგატივა იყო. სწორედ ეს უკანასკნელი "გაწვალებდათ" 2,5 თვის განმავლობაში.

 

სამწუხაროდ ზოგიერთ ორსულს ტოქსიკოზი უფრო მეტხანს უგრძელდება, განსაკუთრებით თუ ორსულობა მრავალნაყოფიანია.

 

ნაყოფის განვითარება სრული სვლით მიდის. მისი ძირითადი ორგანოების ჩანასახები უკვე ჩამოყალიბებულია. ღვიძლი უკვე იწყებს ნაღველის გამომუშავებას. ნაწლავები ასევე იწყებენ პერისტალტიკას. გრძელდება თავის ტვინის ჩამოყალიბება. ახლა ის უკვე ჰგავს ზრდასრულის მინიატურულ ტვინს. თქვენი ბაია უკვე 13–14 გრამია, სიგრძე 9 სმ.


ამ კვირაში უკვე აუცილებელია ვიზიტი გინეკოლოგთან, რომელიც თქვენზე მეთვალყურეობას გასწევს. ცალასახად განსაზღვრული ორსულის პატრონაჟის გეგმა არ არსებობს, გამოკვლევებია და ანალიზების დანიშვნა ორსულობის მიმდინარეობის მიხედვით უნდა მოხდეს. ჩვენ მოვიყვანთ იმ გამოკვლევათა ნუსხას, რომელსაც ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის შემთხვევაში კეთდება ჩვენს კლინიკაში:

 

1. გინეკოლოგიური გასინჯვა სამანიპულაციოში,


2. ნაცხის ბაქტერიოსკოპია,
3. სისხლის ჯგუფი და რეზუსი,
4. გამოკვლევა სიფილისზე,
5. გამოკვლევა შიდსზე.
6. სისხლისა და შარდის საერთო ანალიზები,
7. INR (პროთრომბინის ინდექსის ეკვივალენტურო თანამედროვე პარამეტრია)
8. გლუკოზა სისხლში
9. ექოსკოპია,
10. თერაპევტის კონსულტაცია.
11. TORCH ინფექციები, თუ რომელი ინფექციები და იმუნოგლობულინები უნდა გაკეთდეს, ამას ექიმი გადაწყვეტს ანამნეზიდან გამომდინარე. მაგ. თუ თქვენ ორსულობამდე ტოქსოპლაზმის და წითურას IgG დადებითი გქონდათ, ეხლა მათი გაკეთება საჭირო აღარ არის.
ყველა ეს გამოკვლევა უნდა ჩატარდეს 12–14 კვირის ვადაზე.
ექო ამ ვადებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნაყოფის განვითარების დეფექტების უმეტესობა ამ ვადებზე შეიძლება იქნეს გამოვლენილი.



მასალა მოგვაწოდა medea.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player