სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ამ კვირაში გადაწყდება ყველაზე მთავარი – დაიწყება თუ არა ორსულობა. ოვულაცია მოხდა და კვერცხუჯრედი ფალოპის მილში მზად არის განაყოფიერებისათვის. უკვე დროა მის სპერმატოზოიდთან შესახვედრად. თუ შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, შეგიძლიათ საკუთარ თავს ორსულობა მიულოცოთ. კვირის ბოლოს მოხდება ემბრიონის იმპლანტაცია(მიმაგრება) საშვილოსნოს კედელზე.

 

ზოგიერთ ქალს ამ დროს აღენიშნება მიკროსისხლდენა, რომელიც პრობლემას არ წარმოადგენს. იწყება ცვლილება იმუნურ სისტემაში. გამომუშავდება ორსულობის ადრეული ფაქტორი (EPF – Early Pregnancy Factor), რაც აძლევს საშუალებას სანაყოფე კვერცხს "მოატყუოს" თქვენი იმუნური სისტემა. საქმე იმაშია, რომ ჩანასახს ნახევარი მამის აქვს, ამიტომ აწარმოებს თქვენი ორგანიზმისათვის უცხო ცილებს. EPF საჭიროა თქვენი იმუნოკომპეტენტური უჯრედების "დასამშვიდებლად" პირველი კვირის რეკომენდაციები კვლავ ძალაშია.

 

კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთმანეთს ფალოპის მილში ხვდებიან. მათი შერწყმით წარმოიშვა ზიგოტა – თქვენი შვილის პირველი და მთავარი უჯრედი. ყველა სხვა 100 000 000 000 000 უჯრედი სწორედ ამ ზიგოტიდან იღებს სათავეს. ზიგოტა იყოფა და თან მოგზაურობს ფალოპის მილში საშვილოსნოსაკენ. 3 დღის შემდეგ ჩანასახი უკვე 32 უჯრედია, ხოლო კვირის ბოლოს მათი რაოდენობა იზრდება 250–მდე. ფორმა ჰგავს ღრუ სფეროს დიამეტრით 0,1–0,2 მმ. თქვენს პატარას ეხლა უკვე ბლასტოცისტა ჰქვია.


ბლასტოცისტა არღვევს საშვილოსნოს ენდომეტრიუმის მცირე უბნებს, თითქოს "თხრის" თავისთვის პატარა "სოროს", რომელშიც შემდეგ თვითონ თავსდება. ამ "სოროს" მიდამოებში ვითარდება მცირე სისხლდენები, რომელზეც უკვე იყო საუბარი. ჩანერგის პროცესს იმპლანტაცია ეწოდება. თუ იმპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა, ჩანასახის განვითარება ახალ საფეხურზე გადადის – ეხლა მის საკვები ნივთიერებიბითა და ჟანგბადით მომარაგებას იწყებს თქვენი ორგანიზმი. აქამდე კვება კვერცხუჯრედრედის შიგნით არსებული მცირე მარაგით ხდებოდა

 

სპერმატოზოიდები "უტევენ" კვერცხუჯრედს. ფანტასტიკური სანახაობაა. შიგნით ხვდება მხოლოდ ერთი მათგანი

 

ზიგოტა – თქვენი შვილი ჯერ მხოლოდ ერთი უჯრედია

 

პირველი 24 საათის შემდეგ ხდება პირველი გაყოფა

 

მეორე დღე–ღამე. დაყოფა გრძელდება

 

მესამე დღე–ღამე. უკვე 8 უჯრედია. ხელოვნური განაყოფიერებისას სწორედ ასეთი ჩანასახი გადააქვთ საშვილოსნოში.

 

აი ბლასტოცისტაც.

 

მასალა მოგვაწოდა medea.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player