სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

პირველადი ტოქსოპლაზმოზი გამოწვეულია პარაზიტით თოხოპლასმა გონდიი და ხშირად ასიმპტომურად მიმდინარეობს ჯანმრთელ ქალებში. დაინფიცირება უზრუნველყოს მუდმივ იმუნიტეტს. არ არის დადგენილი საქართველოს მონაცემები ტოქსოპლაზმოზის გავრცელების სიხშირეზე, თუმცა სხვა ქვეყნებში გავრცელების სიხშირე ვარირებს 2,4/1000 ქალიდან ფინეთში და 16/1000 საფრანგეთში. ტოქსოპლაზმოზით დაინფიცირება შესაძლებელია მოხდეს ოთხი გზით:

 

- არასრულფასოვნად დამუშავებული ან უმი საკვებით ცოცხალი ცისტების მიღებით
- ოოციტების მიღებით, რომელთაც გამოყოფენ კატები, ასევე დაბინძურებულ ნიადაგთან და წყალთან კონტაქტით. (მაგ: გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული, რომელიც კატის ფეკალიებითაა დაბინძურებული);
- ტოქსოპლაზმოზით დაავადებული ადამიანისაგან ორგანოების ან ქსოვილების გადანერგვით;
- დედიდან ნაყოფზე ტრანსმისიით ორსულობის დროს პირველადი დაინფიცირებისას.


6 ევროპულ ცენტრში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ თერმულად არასრულფასოვნად დამუშავებული რძის პროდუქტები და დაკონსერვებული ხორცის პროდუქტები წარმოადგენს ორსულის ტოქსოპლაზმოზით დაინფიცირების ძირითად ფაქტორებს . ნიადაგთან კონტაქტი ბევრად იშვიათად იწვევდა დაინფიცირებას. როდესაც თ. გონდიი-სთან პირველი კონტაქტი ორსულობის დროს ხდება, დედიდან ნაყოფზე ტრანსმისიის ალბათობა მატულობს ორსულობის ვადის ზრდასთან ერთად თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზისათვის საერთო რისკი შეადგენს 18-44%-ს, ის უფრო დაბალია ორსულობის ადრეულ ვადებზე და შეადგენს 6-26%-ს ორსულობის 7-15 კვირაზე და იზრდება 32-93%-მდე 29-34 ორსულობის ვადისათვის. იმის გამო, რომ ტოქსოპლაზმოზით პირველადი დაინფიცირება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ინფიცირების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სეროლოგიური ტესტირებით. ტოქსოპლაზმოზის ინფექციაზე ანტენატალური სკრინინგი მოიცავს IგG და IგM M ანტისხეულების სკრინინგს.


ხელმისაწვდომი კლინიკური ტესტები სეროკონვერსიის დასადგენად ვერ ავლენენ, დაინფიცირება მოხდა ორსულობის დროს თუ ორსულობამდე 12 თვით ადრე. ქალებს, რომლებიც დაინფიცირდნენ ჩასახვამდე, ნაყოფზე გადაცემის რისკი არა აღენიშნებათ ტოქსოპლაზმოზის პირველადი პრევენცია ხდება ორსულის ინფორმირებით დაინფიცირების თავიდან აცილების გზების შესახებ ორსულობის ადრეულ ვადებზე. ქალები ინფორმირებულები უნდა იყვნენ თერმულად არასაკმარისად დამუშავებული საკვებისა და კონსერვების მიღების რისკზე, ასევე კატის ფეკალიებთან, ნიადაგთან და გაურეცხავ ხილსა და ბოსტნეულთან შეხების საშიშროების შესახებ.


არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ანტენატალური სკრინინგი აქვეითებს ტრანსმისიას დედიდან ნაყოფზე, ამიტომ ტოქსოპლაზმოზის სკრინინგის რუტინულად დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

 

მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player