სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ჭეშმარიტი პროტეინურიის შესაფასებლად ძალზედ მნიშვნელოვანია შარდის სწორი შეგროვება და უროგენიტალური ინფექციის გამორიცხვა. ამისათვის ხორციელდება შარდის შუა ულუფის შეგროვება სასქესო ორგანოების წინასწარი დამუშავებისა და საშოს სტერილური ტამპონით შემოსაზღვრის შემდეგ. პროტეინურიის დონის დასადგენად არ არის საჭირო შარდის შეგროვება კათეტერის მეშვეობით, რადგანაც ეს პროცედურა შესაძლებელია გართულდეს საშარდე გზების ინფიცირებით.

 

პროტეინურიის გამოსავლენად ხშირია ტესტ-ჩხირების გამოყენება. ტესტ-ჩხირი წარმოადგენს მხოლოდ სკრინინგულ ტესტს და არ შეიძლება მხოლოდ მის შედეგებზე დაყრდნობა, რადგან ცილის ნიშნების გამოვლენისას ცრუ-დადებითი შედეგების სიხშირე შემთხვევით აღებულ შარდის ნიმუშებში ზოგჯერ აღწევს 25%.


შარდის პირველი ნიმუშში +1-ზე მეტი მაჩვენებლის მიღებისას შედეგი დადასტურებული უნდა იყოს 24 საათიან შარდში ცილის ან ცილა/კრეატინინის შეფარდების განსაზღვრით. 300 მგ/24 საათში ან კრეატინინის დონის მომატება 30 მგ/მმოლზე მეტი რაოდენობით ძირითადად განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი პროტეინურია  ზღვარი 500მგ/24 საათში რაოდენობით განიხილება, როგორც შესაძლო ცუდი გამოსავალის მანიშნებელი
პროტეინურიის არსებობა დასტურდება 24 საათიან შარდში >300 მგ/ლ ცილის აღმოჩენით (+) ან შარდის შუა ულუფაში >1 გ (ან მეტი ++) ცილის აღმოჩენით ორჯერადი შემოწმებისას 4საათზე მეტი ინტერვალით, თუ სარდის ხვედრითი წონა <1030 და 8-ზე ნაკლები პH-ის დროს.


მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player