სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ანტენატალური მომზადების კლასები ხშირად გამოიყენება მომავალი მშობლებისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად ორსულობის და მშობიარობის შესახებ და აგრეთვე დედობისა და მამობის საკითხებზე. ანტენატალური მეთვალყურეობა ეყრდნობა ფართო საგანმანათლებლო და მხარდამჭერ კონცეფციას, რომელიც ეხმარება მომავალ მშობლებს გააცნობიერონ საკუთარი სოციალური,

 

ემოციური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მოთხოვნილებები ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის დროს და საშუალებას აძლევს მათ დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში. კითხვარმა, რომლის მიზანი იყო ინფორმაციის მოპოვება იმის შესახებ, თუ რა სურს ქალს პირველ რიგში შეიტყოს ანტენატალურ კლასებზე, გამოავლინა, რომ ეს მოიცავს: ინფორმაციას ნაყოფის განვითარების, ორსულობის დროს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ცვლილებების, მშობიარობის დროს მოვლენების განვითარებისა და მათი მოქმედების, შესაძლო გართულებებისა და მშობიარობის შემდეგ ბავშვის მოვლის საკითხების შესახებ.


უწვეტი მეთვალყურეობა
ქალის მეთვალყურეობა ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ხშირად ხორციელდება მრავალი ზედამხედველის მიერ. მოცემული კლინიკური რეკომენდაციის მიხედვით, უწყვეტი მეთვალყურეობა გულისხმობს მეთვალყურეობას ერთი და იმავე ზედამხედველის ან ზედამხედველთა ჯგუფის მიერ მთელი ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

 

ერთ სისტემატიურ მიმოხილვაში შეფასდა უწყვეტი მეთვალყურეობის კლინიკური ეფექტურობა ორსულობის, მშობიარობისა და პოსტნატალურ პერიოდში რუტინულ მეთვალყურეობასთან შედარებით, რომელსაც უზრუნველყოფდა რამოდენიმე ზედამხედველი. განხორციელდა 1815 ქალის რანდომიზაცია შემდეგ ჯგუფებში: ქალები ბებიაქალთა მცირე ჯგუფის უწყვეტი მეთვალყურეობით, მეანებისა და რუტინული (სხვადასხვა ზედამხედველი) მეთვალყურეობით, რომელსაც ახორციელებდნენ ექიმები და ბებიაქალები. ქალებს, რომელთა უწყვეტ მეთვალყურეობასაც ახორციელებდა ბებიაქალთა მცირე ჯგუფი, უფრო იშვიათად აღენიშნებოდათ შემდეგი მონაცემები:
- კლინიკაში 15 წთ-ზე მეტი ლოდინის დრო
- ანტენატალური ჰოსპიტალიზაცია
- ანტენატალური კლასების გაცდენა
- ორსულობასთან დაკავშირებული შეკითხვები
- მშობიარობისათვის არადამაკმაყოფილებელი მომზადება



არ გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავება საკეისრო კვეთის, მშობიარობის აღძვრის, ნაადრევი მშობიარობისა და ნეონატალური სიკვდილიანობის, ასევე ახალშობილთა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანისა და 2500 გრამზე მცირე წონის ახალშობილების სიხშირეებში.


მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player