სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სპეციალისტი პლასტიკურ, რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგიაში

 

George-Sulamanidze

 

სპეციალისტი პლასტიკურ, რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგიაში.

 

 დაიბადა საქართველოში 1979 წელს. 2002 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 2004 წელს დაამთავრა კლინიკური ორდინატურა, 2007 წელს კი – კლინიკური ასპირანტურა რუსეთის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის (RSSC) პლასტიკური და რეკონსტრუქციული მიკროქირურგიის განყოფილებაში. 2008 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - "თანამედროვე ლიპოსაქციის მეთოდები".

 

 გახლავთ რუსეთისა და საქართველოს პლასტიკურ, რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგთა საზოგადოების წევრი. 2001 წლიდან – იაპონიის ლიპოსაქციის საზოგადოების ღირსეული წევრი. 2003 წლიდან – საფრანგეთის ესთეტიკური ქირურგების საზოგადოების, ხოლო 2005 წლიდან – ამერიკის დერმატო-ქირურგების საზოგადოების წევრი. 2017 წელს IMCAS აკადემიის საპატიო წარმომადგენელი გახდა. გამოაქვეყნა 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 20 – წამყვან საერთაშორისო გამომცემლობებში.

 

წარადგინა მოხსენებები პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის სხვადასხვა თემატიკით შემდეგი ქალაქების კონგრესებზე და კონფერენციებზე: ბრიუსელი, ლონდონი (1999წ), ლისაბონი, ვაშინგტონი (2000წ), ბომბეი, პარიზი, ბარსელონა (2001წ), ვენა, ფრანკფურტი, ბუქარესტი, ლოს-ანჯელესი, შანხაი (2002წ), სან-ფრანცისკო, სიდნეი, სინგაპური, ტოკიო, სეული (2003წ), ორლეანი, სფრინგსი, მანილა, პრაღა, ბეირუთი, მადელინი (2004წ), ატლანტა, ანაქეიმი, დუბაი, სეული, ბანგკოკი, კუალა ლუმპური, ჰოგნკონგი, ჯაკარტა (2005წ), ორლანდო, ჯაკარტა, კაირო (2006წ), კემბრიჯი, მონაკო (2007წ), ფლორენცია (2008წ), ფლორენცია (2009წ), მონაკო, მილანი (2010წ).

 

 მუდმივად იწვევენ სასწავლო კურსების, სემინარებისა და საჩვენებელი ოპერაციების ჩასატარებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში: ლისაბონში, პარიზში, მადრიდში, ბარსელონაში, დარმშტადტში, პალმ სფრინგსში, კარაკასში, მედელინში, შენცენში, ლინცში, ინსბრუკში, ნეაპოლში, რომში, მილანში, დუბაიში, ბეირუთში, ტოკიოში, სეულში, პარიზში.

 

 ექიმ მარლენ და კონსტანტინე სულამანიძეებთან ერთად, გვევლინება აპტოს ძაფებისა და მეთოდების იდეის ავტორად.

 

 არის 16 პატენტისა და პრიორიტეტის მფლობელი პლასტიკური ქირურგიის აღჭურვილობის შექმნაზე, აქედან 8 – საერთაშორისოა. მათ შორის APTOS ძაფებზე, მავთულის სკალპელზე, ახალ იმპლანტზე ესთეტიკური ოპერაციებისათვის, სამკურნალო ბიუსჰალტერზე, მამოპლასტიკისა და დერმოთენზიის მეთოდზე… შეიმუშავა მრავალი, ახალი და ორიგინალური ოპერაციის მეთოდი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player