სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

პიელონეფრიტი თირკმლის ქსოვილის ანთებაა. გვხვდება ყველა ასაკში, მაგრამ უფრო ხშირად ავადდებიან:

 

 

• ბავშვები 7 წლამდე – რაც დაკავშირებულია განვითარების ანატომიურ თავისებურებებთან;

• 18-30 წლის გოგონები და ქალები, მათში პიელონეფრიტის გამოვლენა დაკავშირებულია სასქესო ცხოვრების დაწყებასთან, ორსულობასა და მშობიარობასთან.

• ხანდაზმული მამაკაცები, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით. პიელონეფრიტის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია აგრეთვე შარდკენჭოვანი დაავადება და თირკმლის ხშირი ჭვალი. აღნიშნული დაავადებების დროს ფერხდება შარდის დინება თირკმლიდან, რაც მიკროორგანიზმების გამრავლების საფუძველი ხდება. პიელონეფრიტის განვითარების ხელშემწყობია აგრეთვე ორგანიზმის იმუნური სისტემის დაქვეითება, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკური ანთებითი დაავადებები. პილონეფრიტი მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობისაა.

როგორ ვლინდება მწვავე პიელონეფრიტი.

დაავადება იწყება ტემპერატურის მკვეთრი მომატებით 39-40�ჩ-მდე. აღინიშნება თავის ტკივილი, სისუსტე, ძლიერი ოფლიანობა, შესაძლოა გულისრევა და ღებინება. ტემპერატურის აწევასთან ერთად ვითარდება ტკივილი წელის არეში, როგორც წესი ცალმხრივი. ტკივილი ყრუ ხასიათსაა, თუმცა სხვადასხვა ინტენსივობის. შარდის გამოყოფა გაურთულებელ შემთხვევაში ნორმალურია. რას აკეთებს უროლოგი, როდესაც მას მიმართავს ავადმყოფი პიელონეფრიტით ტარდება სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, აგრეთვე საშარდე გზების სტრუქტურული მდგომარეობის კვლევა (რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევები). ჩვეულებრივ მწვავე პიელონეფრიტის დიაგნოსტიკა სირთულეს არ წარმოადგენს.

რა მოხდება რომ არ მიმართო ექიმს.

ამ შემთხვევაში დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში ან ვითარდება ჩირქოვანი პროცესი - პიელონეფრიტის აპოსტემატური ფორმა, თირკმლის კარბუნკული ან აბსცესი. ჩირქოვანი პროცესების დროს მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, ადგილი აქვს ტემპერატურის მკვეთრ მერყეობას (დილით 35-36�C–დან საღამოს 40-41�C-მდე).

მკურნალობა:

ამგვარი პაციენტები აუცილებელად საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას. გაურთულებელი პიელონეფრიტის დროს იგი კონსერვატულია. ტარდება ანტიბაქტერიული, დეზინტოქსიკაციური და იმუნომასტიმულირებელი თერაპია. მკურნალობა ტარდება, შარდში მიკრობების სრულ გაქრობამდე. ეს დაახლოებით გრძელდება 2-3 კვირა. ჩირქოვანი პროცესის დროს ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა. ოპერაციულ მკურნალობას მიმართავენ ზოგჯერ შარდკენჭოვანი დაავადების დროსაც, თუ არ ხდება კენჭის გამოდევნა თვითნებურად ან ინსტრუმენტული გზით.

როგორ ვლინდება ქრონიკული პიელონეფრიტი

იგი როგორც წესი არის შედეგი ბოლომდე არანამკურნალევი მწვავე პიელონეფრიტისა. როდესაც ანთებითი პროცესი ჩაქრა, მაგრამ ყველა მიკრობის მოსპობა და შარდის ნორმალური ნაკადის აღდგენა ვერ მოხერხდა. ქრონიკული პიელონეფრიტი ვლინდება წელის ყრუ ტკივილებით, განსაკუთრებით ნესტიანი, ცივი ამინდის დროს. იგი პერიოდულად მწვავდება და ავადმყოფს უვითარდება მწვავე პროცესის ყველა ნიშანი. მკურნალობა იგივეა, როგორც მწვავე ფორმის დროს, მხოლოდ უფრო ხანგრძლივი და შრომატევადია.

 

პიელონეფრიტის პროფილაქტიკა. ძირითადი რეკომენდაციაა ყველა იმ დაავადების მკურნალობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პიელონეფრიტი. პირველ რიგში ეს ეხება შარდკენჭოვან დაავადებას და პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას. აგრეთვე ყველა იმ დაავადებებას, რომელიც შარდის ნორმალური ნაკადის ხელშემშლელია. აგრეთვე ორსულ ქალებს განსაკუთრებით მრავალნაყოფით, ჭარბი წყლით, დიდი ნაყოფით, ვიწრო მენჯით. მათში აუცილებელია ჩატარდეს შარდის ბაქტერიოლოგიური და უროდინამიკური კვლევა არანაკლებ თვეში ერთხელ.

 

მასალა მოამზადა შალვა მშვილდაძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player