სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

განგრენა - ესაა სხეუის ნაწილის სიკვდილი. შესაძლოა დაზიანდეს სხეულის ნებისმიერი ნაწილი ან ორგანო - კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილები, კუნთები, ნაწლავი, ნაღვლის ბუშტი, თირკმელი და სხვა. განასხვავებენ მშრალ და სველ განგრენას.

 

მშრალი განგრენა

ხშირად ემართებათ გამოფიტულ, გაუწყლოებულ ავადმყოფებს ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის მოშლისას. ნეკროზის ნელი განვითარებისას ქსოვილები შრება, იჭმუჭნება, მუმიფიცირდება, მკვრივდება და ღებულობს მუქ ყავისფერ ან შავ ფერს მოღერჯო ელფერით. მშრალი განგრენა ცვეულებრივ არ პროგრესირებს, მოიფარგლება კიდურის სეგმენტის ნაწილით. კლინიკური გამოვლინება იწყება სისხლძარღვის დახშობის ადგილის ქვემოთ ძლიერი იშემიური ტკივილით. კიდური ფერმკრთალდება, შემდეგ ღებულობს მარმარილოს შესახედაობას, ხელის შეხებით ცივია, პულსი არ ისინჯება. იკარგება მგრძნობელობა, ვითარდება კიდურის დაბუჟების შეგრძნება. ტკივილის შეგრძნება გრძელდება ხანგრძლივი დროის მანძილზე, რაც აიხსნება ნერვიული უჯრედების შენახვით მკვდარ ქსოვილებში და ქსოვილთა რეაქტიული შეშუპებით ნეკროზის კერის ზემოთ. ძირითადი მაგისტრალური სისხლძარღვის გამავალობის დარღვევასთან ერთად ჩვეულებრივ აღინიშნება კოლატერალური არტერიული ტოტების სპაზმი, რაც აჩქარებს და აფართოებს ნეკროზულ პროცესს. კიდურთა პერიფერიიდან დაწყებული განგრენა ზემოთ სისხლძარღვის დახშობის დონემდე ან რამდენადმე ქვემოთ.კეთილსაიმედო მიმდინარეობისას მკვდარი და ცოცხალი ქსოვილების საზღვარზე თანდათან ყალიბდება სადემარკაციო (დამცველი) ხაზი. ქსოვილების სრული მოცილება და გამოჯანმრთელება ხანგრძლივი პროცელია. მიკროორგანიზმები მშრალ სოვილებში ვითარდებიან ცუდათ, თუმცა საწყის ფაზებბში მათში მოხვედრილ ჩირქოვან მიკროფლორას შეუძლია გამოიწვიოს მშრალი განგრენის სველში გადასვლა. ამასთან დაკავშირებით ქსოვილების გაშრობამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეპტიკის დაცვა. მშრალი განგრეის დროს მკვდარი ქსოვილებისშლა თითქმის რ ხდება, ხოლო ტოქსიკური პროცეურების შეწოვა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ინფექცია არ აღინიშნება.ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა ნაკლებად მძიმეა. ეს იძლევა საშუალებას გადავდოთ დიდი რისკის გარეშე მკვდარი ქსოვილების მოცილების ოპერაცია (ნეკრექტომია) .

სველი განგრენა (ლპობითი)

სველი განგრენა გამოიწვევა იგივე მიზეზებით, რითიც მშრალი, მაგრამ ხშირად ვითარდება სისხლის მიმოქცევის სჭრაფი მოშლისას (ემბოლია, სისხლძარღვის ტრამვული დაზიანება და სხვა.) მსუქან, კასტოზურ (შეშუპებულ) ავადმყოფებში.ამ შემთხვევაში მკვდარი ქსოვილები ვერ ასწრებენ გაშრობას, განიცდიან ლპობით შლას, რაც იწვევს ორგანიზმში დაშლის პროცედურების ჭარბ შეწოვას და ავადმყოფის ძლიერ ინტოქსიკაციას. სველი განგრენა ვითარდება შინაგანი ორგანოების კვდომისას ( ნაწლავი, ნაღვლის ბუშტი, ფილტვები) , მსხვილი ვენების თრომბოზისას (თეძოს, იღლიის, ჯორჯლის და სხვა ვენები) და ვენური კოლატერალების უკმარისობისას მაშინ, როცა არტერიული სისხლის მიდინება შენახულია. მისი ხანგრძლივი შეგუბება იწვევს ქსოვილების ჰიპოქსიას და მათ ლპობას შემდგომი ლპობით.

 

სველი განგრენის კლინიკური სურათი იჭყება კანის გაფერმკრთალებით და მასზე მოლურჯო ვენების ხილული ქსელის, მუქი წითელი ლაქების, ეპიდერმისის ბუშყტების გაჩენით, რომლებიც შევსებულია გამონდენოთ. შლადი ქსოვილები გადაიქცევა მყრალ სველ მასად ნაცრისფერ-მწვანე ჭუჭყიანი ფერის. ზოგადი სიმპტომებიდან აღსანიშნავია მძიმე ზოგადი მდგომარეობა, დაზიანებულ კიდურებში, ტკივილი, ხშირი სუსტი პულსი, დაბალი არტერიული წნევა, მშრალი ენა, მაღალი ტემპერატურა, სისუსტე შეზღუდულობა და სხვა. ქსპოვილების დაშლის პროდუქტებით და განგრენის კერიდან გამოტყორცნილიბაქტერიული ტოქსინებით ორგანიზმის მძიმე ინტოქსიკაციას მივყავართ იქამდე, რომ დემარკაცია ვერ ასცრებს განვითარებას, კვდომის პროცესი პროგრესულად ვრცელდება, რაც საშიშროებას უქმნის ავადმყოფის სიცოცხლეს.ასეთი ავადმყოფები შესაძლოა დაიღუპონ, სეფსისით. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს სელი განგრენა შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში ორგანიზმში მკვეთრად დაქვეითებული იმუნიტეტისა და სისხლში შაქრის შემცველობის მომატების გამო.

აიროვანი განგრენა

სუბფასციური აწერობული ინფექცია, რომელსაც თან ახლავს კუნთოვანი ქსოვილების ნეკროზი და ორგანიზმის გამოხატული ინფექცია. ჭრილობები რომლებიც დაბინძურებულია მიწით , გააჩნიათ ჯიბეეი, ნეკროზის უბნები, ცუდი სისხლმომარაგების მქონე ჭრილობა, რომლებსაც არ ჩასტარებიათ პირველადი ქირურგიული დამუშავება, განწყობილია აიროვანი განგრენისადმი. გამომწვევი სწრაფად იწვევს ვირულენტობას, გამოყოფს აირის წარმომქმნელ და ქსოვილების მლღობ ეგზო და ენდოტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობენ ინფექციის სწრაფად გავრცელებას.

აიროვანი განგრენის სიმპტომების მიმდინარეობა

მიკრობის მიერ ვირულენტობის შეძენიდან უკვე 6 საათში ვითარდება ზოგადი მდგომარეობის დარღვევა ტაქიკარდიითა და ცხელებით. კანის საფარველი ნაცრისფერი მოლურჯო ფერიაა. ჭრილობა მკვეთრად მტკივნეულია, მისი კიდეები მკრთალია, შეშუპებული, უსიცოცხლო, ჭრილობის ძირი მშრალი. ჭრილონაში ხილული კუნჱთები წააგავს მოხაეშულ ხორცს. ჭრილობის კიდეებზე ზეწოლისას ქსოვილებიდან გამოიყოფა აირის ბუშტები უსიამოვნო მოტკბო-ლპობითი სუნით. თითებით გამოიხატება ტიპიური კრეპიტაცია. ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად უარესდება, დგება შოკი.რენტგენოლოგიურად ვლინდება კუნთოვანი ქსოვილის ”ფორიანობა”. დიფერენციალურ დიაგნოზს ატარებენ ფასციალურ აირწარმომქმნელ ფლეგმონასთან (კუნთების დაზიანება არ არის გამოხატული) და პუტრიდულ ინფექციასთან.

კვდომის პროფილაქტიკა - შედგება შემდგომი ღონისძიებებისაგან

- იმ დაავადებათა პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნლობა, რომელთა გართულებაც გვევლინება განგრენა (მწვავე ქირურგიული, კარდიოლოგიური დაავადებები, ტრამვები, ენდარტერიტები და სხვა.)

- სისხლის მიმოქცევის დარღვევის აძდგენა ( კოლატერალური სისხლძარღვების განვითარება, მაგისტრალური სისძარღვების სპაზმის მოხსნა, ემბოლექტომია- თრომბის ამოღება და სხვა.).

განგრენის მკურნალობა

მიმართულია ანტოქსიკაციის, ინფექციის წინააღმდეგ და გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის გაუნჯობესებისაკენ. ხდება სითხის დიდი რაოდენობით (გლუკოზა, იზოტონური ხსნარი, სისხლის შემცველელი) შეყვანა სხვადასხვა გზით (კანქვეშ, ვენაში, (სიგნით-პეროლარურად) ანტიბიოტიკები, საგულე საშუალებები სისხლის და პლაზმის გადასხმა და სხვა. ადგილობრივი მკურნალობა გულისხმობს მკვდარი ქსოვილებისა და ორგანოების მოცილებას. სეგმენტის მშრალი განგრენის დროს ოპერაცია შეიძლება გადაიდოს მკვდარი ქსოვილების სრულ შემოფარგვლამდე. სველი განგრენის დროს ინტოქსიკაცია მატება და მაღალი ტემპერატურა აიძულებს ქირურგს სიცოცხლის გადასარჩენად, გააკეთოს კიდურის ამპუტაცია ჯანსაღი ქსოვილების ფარგლებში. მუცლის ღრუს ორგანთა განგრენის მქონე ავადმყოფებში ნაჩვენებია დაუყოვნებელი მუცელკვეთა დაზიანებულ ორგანოთა მოსაშორებლად.

აიროვანი განგრენის მკურნალობა

კანის, კუნთების, ფასციების ”პამპასური” განაკვეთები ნეკროზული და საეჭვოდ ნეკროზული უბნების ამოკვეთით. ჭრილობის დრენირება, (წყალბადის ზეჟანგით და ანტიბიოტიკებით გამორეცხვა. ჭრილობა რჩება ღია. კიდურის აბსოლიტური მოსვენება. პენიცილინები 20 000 000 – 40 000 000 ერთ დღეში (2-3 ჯერ დღეში ვებ=ნაში) 10- 14 დღის განმავლობაში, ტეტრაციკლინები. განგრენის საწინააღმდეგო შრატი და ანატოქსინი არაეფექტურია როგორც, მკურნალობისას, ისე აიროვანი განგრენის პროფილაქტიკის დროს. სწრაფად მზარდი ინტოქსიკლაციისდროს - კიდურის გილიოტინური ამპუტაცია. ეფექტურია ჰიპერაბარული ოქსიგენაცია, თუმცა ის არ გამორიცხავს ჭრილობის ქირურგიულ სანაცის. და მისი ჩვენებაა აიროვანი განგრენის კლინიკური რენდგენოლოგიური ნიშნები ჭრილობაში კლოსტრიდიის არსებობის მიკროსკოპიური დადასტურებით.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player