სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თიაქარი - გამობერილობაა (გამოსასვლელია) შინაგანი ორგანოების იმ ღრუების კედლის დეფექტით, რომელშიც ისინია მოთავსებული. არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი თიაქრები: ტვინის, გულმკერდის და მუცლის, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება.

ყოველ თიაქარში არჩევენ: თიაქრის პარკს- პერიტონეუმის ნაწილი, თიაქრის პარკის შიგთავსი,- როგორც წესი- დიდი ბადექონი, წვრილი ნაწლავი, თიაქრის კარიღრუდან შიგნეულობის გამოსვლის ადგილი.

თიაქრის სიმპტომები და მიმდინარეობა

თიაქრის წარმოქმნის ადგილზე აღინიშნება გამობერილობა, ხელით გასინჯვისას განისაზღვრება თიაქრის კარი, ჩახველებისას- ”ხველის ბიძგი”, ანუ თიაქრის კარში ჩახველების დროს. ყველაზე ხშირი გართულებაა ჩაჭედვა. ასევე გვხვდება თიაქრის კარის ანთება, მისი ფლეგმონა. დიდი ზომის თიაქრების დროსშესაძლოა განვითარდეს ნაჭლავური გაუვალობა თიაქრის პარკში. ყველაზე საშიში გართულებაა ჩაჭედვა, რომლის დროსაც თიაქრის პარკში ზეწოლის ხარჯზე ხდება პარკში გამოსული ორგანოს სისხლისმიმოქცევისმოშლა. და შესაძლოა - ნეკროზიც. თუ ესეთ ავადმყოფს დროულად არ ჩუტარდება ქირურგიული ოპერაცია, შესაძლოა განვითარდეს პერიტონიტი, თიაქრის პარკის ფლეგმონა, ნაწლავთა მწვავე გაუვალობა.

თიაქრის მკურნალობა

ერთადერთი რადიკალური მეთოდია - ქირურგიული.ოპერაციის ჩატარება უნჯობესია წლის ცივ პერიოდში, ანთების ან ჩაჭედვის განვითარებამდე. ჩაჭედვის დროს თიაქრის შესწორებისმცდელობადაუშვებელია იმის გამო, რომ ამ დროს. შესაძლოა მუცლის ღრიში შეაწორდეს მოშლილი სისხლმომარაგების მქონე ორგანო. ბანდაჟის ტარება შესაძლოა ნაჩვენები იყოს მხოლოდ ოპერაციის უკუჩვენების შემთხვევაში, რადგან ბანდაჟი არ იძლევა გარანტიას, რომ არ მოხდეს თიაქრის ჩაჭედვა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player