სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

წარმოადგენს უსაფუძვლო აკვიატებულ შიშის მდგომარეობას, რომელსაც თან ახლავს მაღალი ფსიქოემოციური დაძაბულობა,რომელიც იწვევს სექსუალურ ცხოვრებაში გართულებებისგან დაცვითი რეაქციის განვითარებას ნებისმიერი საბაბით სექსუალურ კონტაქტზე უარის თქმის გზით,სექსუალური ცხოვრების სრულ შეწყვეტამდე.

 

 

ყველაზე ხშირად გვხვდება სექსუალური ინიციაციის ფობია (სექსუალური ცხოვრების დაწყების შიში), რომელიც აღენიშნება ავადმყოფთა 11%, რომლებიც იტანჯებიან რაიმე სახის ფობიებით. ზოგიერთი ავტორის აზრით, სექსუალური ინიციაციის ფობია ეს არის ფსიქიკის ისეთი პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენა როგორიცაა დეპერსონალიზაციის შიში.

 

ქორწინებაში სექსუალური ფობიების წარმოქმნის გავრცელებულ მიზეზებს განეკუთვნება მეუღლის აგრესიული ქცევა, ერთ–ერთი პარტნიორის მხრიდან დევიაციური სექსუალური ქცევა. ამასთანავე,ფობია ყალიბდება დაცვითი რეაქციის განვითარების მექანიზმის მიხედვით. სექსუალური ფობიის სხვა გავრცელებულ ვარიანტებს განეკუთვნება: იმპოტენციის შიში, გამოფობია (სქესობრივი ცხოვრების დაწყების შიში, დეფლორაციის შიში. სექსუალური ფობიის უკანასკნელი ტიპი ხშირად იწვევს ვაგინიზმის განვითარებას ქალებში.

 

მწვავე სექსუალური მდგომარეობის შიში – ეს არის მოულოდნელად წარმოქმნილი და დინამიურად მზარდი შიშის მდგომარეობა, დაკავშირებული მღელვარებასთან ან მოულოდნელ დეზადაპტაციასთან სექსუალური კონტაქტის პროცესში. ის შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე დღემდე და თან ახლდეს მოუსვენრობა (პანიკის ჩათვლით)და ვეგეტატიური აშლილობები. მაგრამ ამ მოვლენებს შეუძლიათ ჰქონდეთ უფრო ხანგძლივი ხასიათი, მაგალითად მოგვევლინონ როგორც ფსიქიკური დაავადების ერთ–ერთი გამოვლინება.შესაძლოა მათი გამოჩენა პერიოდულად, მათ შორის ახლდნენ ორგანიზმის ფუნქციის დროებით დარღვევებს (ფსიქიკური და ჰორმონალური კრიზები,ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა) კულტურულად განპირობებული შიშის სექსუალური მდგომარეობა ჩნდება,კულტურის სპეციფიური ზეგავლენის შედეგად,რომელიც იწვევს მღელვარებას,შიშს,ან საშიშროებას უქმნის სუბიექტის ინდივიდულურ სექსუალურ ქცევას.

 

კეხრერის სინდრომი სინდრომი ვლინდება სხვადსხვანაირი პსიქოსომატური აშლილობების თანმიმდევრული ზრდის სახით სექსუალურად დაუქმაყოფილებულ ქალებში - ფსიქომოტორული აღგზნების, გაღიზიანების, გამონადენების მოზღვავებით, მუცლის ქვემოთ ტკივილების, საშოს სიმშრალის, მენჯის ვენების გაფართოების, კუჭის მოქმედების აშლილობის, მენსტრუალური ციკლის დარღვევის და ა.შ. სახით. მოჩვენებითი ანორგაზმიის სინდრომი

 

აღნიშნული სინდრომის არსებობა შედგება იმასი, რომ ქალი რომელსაც შეუძლია მიაღწიოს ორგაზნს შეუძლია მისი მიღება მხოლოდ კლიტორის ეფექტური სტიმულაციისას. მაგრამ ასეთი ხერხი აღიქმება ქალის მიერ როგორც „არასწორი“ რაც იწვევს მის აცილებას მიიღოს ასეთი სახის აღგზნება. ქალთა შორის ეს სინდრომი არის გავრცელებული სექსუალური დარღვევების სახეობა. სექსუალური ობიექტის განურჩევლობის სინდრომი ეს სინდრომი ვლინდება სუბიექტის სექსუალური მოთხოვნილებების დაკმყოფილების სხვადასხვა სექსუალურ ობიექტებთან კონტაქტების გზით. თანაც ყველაზე აქტუალური ამ პირებისათვის არის ის ობიექტი, რომელიც ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია არსებულ მომენტში და მისი სექსუალური მიმზიდველობა ელემენტალურად საკმარისია სქესობრივი აღგზნებულობის საჭირო დონის განვითარების უზრუნველყოფისათვის. პრაქტიკლად პირები, დაავადებულები ამ სინდრომით ასრულებენ სექსუალური მოქმედებების შესაძლო ფორმების მთლიანი მრავალსახეობა - პედოფილური, ჰეტერო-ჰომოსექსუალური, ინცესტური, ზოოფილური და სხვა სექსუალური კონტაქტი. აქედან გამომდინარე მათი სექსუალური ქცევა არის პოლიდევიანტური.

 

აღნიშნული სინდრომის მქონე სუბიექტების პიროვნება ხასიათდება იმპულსურობით,სექსუალური რეაქტიულობის ზღვრის დაქვეითებით(აღგზნება დგება სწრაფად,მისი დონე მაღალია)სექსუალური ქცევა კონტროლდება უმნიშვნელოდ,ან საერთოდ არ ექვემდებარება კონტროლს,ყოველი სექსუალური ობიექტი განიხილება მხოლოდ ფანტომის კონტექსტში სქესობრივი აღგზნების რეალიზაციისათვის. ამ სინდრომის არსებობა აღინიშნება პიროვნების პათოლოგიური განვითარების სუბიექტებში ფსიქოპათოლოგიურად დაავადებულებში და დეგრადირებულ ალკოჰოლიკებში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player