სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ფსიქოზები – ეს არის ფსიქიკური აშლილობის გამოხატული ფორმები, რომლის დროს ავადმყოფის ფსიქიკური მოქმედება განსვავდება გარე სამყაროს მკაფიო შეუსაბამობით, სამყაროს ასახვა დამახინჯებულია, რაც ვლინდება ქცევის დარღვევებში და ფსიქოზისათვის არადამახასიათებელ პათოლოგიური სიმპტომების და სინდრომების გამოვლენით (აღქმის, მეხსიერების, აზროვნების, აფექტურობის და ა.შ. დარღვევები).

ფსიქოზი არ აჩენს ახალ მოვლენებს, ის წარმოადგენს უმაღლესი დონეების მოქმედების ამოვარდნის შედეგებს.

ანსხვავებენ ფსიქოზებს:

ჰალუცინაციური;

ბოდვითი;

ჰალუცინაციურ–ბოდვითს;

აფექტურს (დეპრესიული, მანიაკალური, მანიაკალურ–დეპრესიული);

ალკოჰოლური;

ისტერიული;

შიზოაფექტური და ა.შ.

აფექტური ფსიქოზი – ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება განწყობის დარღვევის წარმოქმნის პერიოდულობით მანიაკალური, დეპრესიული ან შერეული მდგომარეობების სახით (ეპიზოდთა ფაზების შერევის), მათი სრული შექცევადობით და რემისიის განვითარებით ფსიქიკური ფუნქციების და პირადული თვისებების აღდგენით, რომელიც არ იწვევს ჭკუასუსტობას. აფექტური ფსიქოზისთვის დამახასიათებელია მხოლოდ აფექტური ფაზები, რომლებიც შეიძლება იყონ სხვადასხვა სახის თავისი სიღრმით და ხანგრძლივობით. მანიაკალური ფაზები უფრო ხანმოკლეა ვიდრე დეპრესიული. უკანასკნელის საშუალო ხნაგრძლივობა 4–9 თვე, მანიაკალურის – 5–6– თვე. აფექტური ფაზის მაქსიმალური ხანგრძლივობა შესაძლოა შეიცავდეს რამოდენიმე თვაე რამოდენიმე წელიწადსაც კი (18 წლამდე). აფექტური ფსიქოზს ანსხვავებენ:

 

· მონოპოლარულ დეპრესიულზე, როცა ავადმყოფობის ხანგრძლივობის კლინიკურ სურათში პერიოდულად იქმნება მხოლოდ დეპრესიული ფაზები;

· მონოპოლარულ მანიაკალური, როდესაც აღინიშნება მხოლოდ მანიაკალური ფაზები;

· ბიოპოლარული, დეპრესიული მდგომარეობის მოზღვავებით;

· ბიოპოლარული მანიაკალური მდგომარეობების მოზღვავებით;

· მკაფიო ბიოპოლარული ტუპი მანიაკალური და დეპრესიული ფაზების ტოლობით.

 

შიზოაფექტური ფსიქოზი – ეს არის არაპროგრედიენტული ენდოგენური ფსიქიკური დაავადება შედარებით სასიკეთო პროგნოზით, პერიოდული შეტევებით, რომელთა სურათში და დინამიკაში ერთდროულად თანაარსებობენ ან თანმიმდევრობით ვითარდებიან ცირკულარული აფექტური დარღვევები (დეპრესიული, მანიაკალური და შერეული) ენდოგენური ხასიათისა და შიზოფრენიისათვის დამახასიათებელი ფსიქოტური სიმპტომები (ბოდვითი და ჰალუცინატორული). შიზოაფექტური ფსიქოზი თავისებურებებია:

 

მიმდინარეობის პერიოდული ხასიათი შიზოაფექტური და აფექტური შეტევების მონაცვლეობით; სასიკეთო პროგნოზი ნეგატიური დარღვევების ხილვადი დამახასიათებლების ზრდის გარეშე; ხილვადი პიროვნული ძვრების დაავადების დინამიკაში და შიზოფრენული დეფექტის თვისებების არქონა; ფსიქოზის სურათში ცირკულარული აფექტური დარღვევების და შიზოფრენული ბოდვითი სიმპტომების აუცილებელი შერწყმა. ჰალუცინატორულ–პარანოიდული ფსიქოზი (კანდინსკი–კლერამბოს სინდრომი) – ხასიათდება ჰალუცინატორული–პარანოიდული სინდრომის მოზღვავებით (ხმის ჰალუცინაციების და ბოდვითი იდეების შერწყმაში, უფრო ხშირად ზემოქმედების, დევნის იდეებთან) ფსიქიური ავტომატიზმის მოვლენებით (დაუფლების შეგრძნება, რომელიც იქმნება ავადმყოფზე ამა თუ იმ ენერგიის სახით მოჩვენებითი ზეგავლენით). აღინიშნება შიზოფრენიის ფარგლებში. ხანდაზმული ასაკის ფუნქციონალური ფსიქოზები – ფსიქიკური დაავადებებია, რომელთა წარმოქმნა დაკავშირებულია დაბერების პროცესებთან, რომლის დაწყება ხასიათდება ხანდაზმული ასაკობრივ პერიოდში და ორგანული დემენციის (ჭკუასუსტობის) განვითარების არქონით ხანგრძლივი დროის განმავლობაშიც. ანსხვავებენ ხანდაზმული ასაკის დეპრესიებს და ხანდაზმული ასაკის პარანოიდებს. ალკოჰოლური ფსიქოზი უფრო ხშირად ვითარდება ალკოჰოლიზმის II და III სტადიებში. უფრო ხშირი ფორმებია ლოთების თეთრი ცხელება (ალკოჰოლური დელირიუმი), ალკოჰოლური ჰალუცინოზი, ალკოჰოლური ბოდვითი ფსიქოზები. ალკოჰოლური ფსიქოზები წარმოიქმნებიან ალკოჰოლიზმის ხანგრძლივობისას. ისტერიული ფსიქოზი. ჩნდება ჩვეულებრივსამებრ პსიქოგენურად მასიური ფსიქიკური ტრავმის შემდეგ. აქ დიდ როლს თამაშობს პიროვნული მიდრეკილება. მიდრეკილება რეაგირების ისტერიული ფორმებისადმი. უფრო ხშირი კლინიკური ვარიანტებია – ბოდვისმაგვარი ფანტაზიები (არამდგრადი, რომელთა არა აქვთ ტენდენცია განდიდების, სიმდიდრის, განსაკუთრებული მნიშვნელობის იდეის სისტემატიზაციისადმი), ჰანზერის სინდრომი (ხასიათდება გონების ბინდოვანი დაბნელებით, აღქმადობის ველის შევიწროებით, დეზორიენტირება, პაციენტების დემონსტრაციული ქცევა: სიცილი, სიმღერა, ტირილი, ცხოველების მობაძვით), ისტერიული სტუპორი (ვლინდება ფსიქომოტორული შეკავებით, მუტიზმით, აღქმის შევიწროებით), ფსევდოდემენცია (მოჩვენებითი ჭკუასუსტობა), პუერელიზმი (ბავშვური საქციელი შევიჭროებული გონების ფონზე), "გაველურების" სინდრომი (ვლინდება ფსიქიური ფუნქციების დაშლით, ადამიანური ქცევების უნარის დაკარგვით; ავადმყოფები ვერ ფლობენ მეტყველებით, გადაადგილდებიან ოთხით, ჭამენ ხელებით და ა.შ.).

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player