სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

წარმოადგენს ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო დეფექტს, ანალური არხის დასაწყისში. ამ დეფექტის სიგრძე იშვიათად აღემატება 1სმ-ს. დეფექტი თითქოსდა ”უმნიშვნელოა” მაგრამ, პრობლემები საკმაოდ სერიოზული, ვინაიდან, ამ დაავადების ძირითადი სიმპტომია: ტკივილი დეფეკაციისას ან მის შემდეგ.

იოლ შემხვევებში მისი ინტენსივობა შესაძლებელია მეტად უმნიშვნელო იყოს, მაგრამ უფრო ხშირად ტკივილი საკმაოდ ძლიერია და გრძელდება რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე საათამდე დეფეკაციის შემდეგ. ხანდახან ტკივილის ინტენსივობა იმდენად ძლიერია, რომ დეფეკაციის შიშით პაციენტები ყველა შესაძლო ხერხს მიმართავენ და ცდილობენ რომ გადაწიონ, გაახანგძლივონ კუჭის მოქმედების დრო . ტუალეტის ქაღალდზე შესაძლებელია გაჩნდეს სისხლის კვალიც.

 

ანალური ნაპრალით დაავადებულ პაციენტებში ძლიერი ტკივილის მიზეზი გახლავთ ის რომ, ნახეთქი ანალურ არხში იწვევს სწორი ნაწლავის სფინქტერის ძლიერ სპაზმს(სფინქტერი არის ძლიერი კუნთი, პასუხისმგებელი ფეკალური მასის შეკავებაზე), სპაზმი კი თავის მხრივ იწვევს ძლიერ ტკივილს და არ აძლევს ნაწლავს საშუალებას რომ დაიცალოს. იქმნება ე.წ. ”მანკიერი წრე”. ამით აიხსნება დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობა და მისი მკურნალობის სირთულე. თუ დაავადების ანამნეზი არ აღემატება ერთ თვეს ექიმები მას უწოდებენ მწვავე ნაპრალს და მისი განკურნება შესაძლებელია კონსერვატული გზით. ხოლო თუ დაავადების ხანგრძლივობა აღემატება ერთ თვეს იგი გადადის ქრონიკულ სტადიაში და მისი მედიკამენტური მკურნალობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

ანალური ნაპრალის გამომწვევი მიზეზებია: ყაბზობა, ფაღარათი, მძიმე ფიზიკური სამუშაო, ხანგძლივი ჯდომა, ასევე ხანგძლივი ფეხზე დგომა, ცხარე საკვები, ალკოჰოლი. ხანდახან კი უშუალო მიზეზის ნახვა შეუძლებელია.

როგორ მოვარჩინოთ ანალური ნაპრალი

მწვავე ანალური ნაპრალის მედიკამენტური მკურნალობა შესაძლებელია როცა ტკივილის სინდრომი მაინცდამაინც არ არის გამოხატული. პირველ რიგში საკვებიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე საკვები და ალკოჰოლი. იმისთვის რომ დეფეკაცია გავაიოლოთ და შევამციროთ ანალური არხის ტრავმირების ხარისხი საჭიროა გაკეთდეს ზეთის მიკროოყნები (50 გრ. ზეთი+150 გრ. თბილი წყალი). ძალიან კარგია და დიდ შეღავათს იძლევა სითბური პროცედურები, კერძოდ თბილი ჯდომითი აბაზანები და სათბური პერიანალურ მიდამოში. ხშირად ავადმყოფები მიმართავენ ცივ აბაზანებს რაც არასწორია, ვინაიდან სიცივე სფინქტერის სპაზმს იწვევს და ტკივილი უფრო მატულობს. ხოლო სითბო ადუნებს სფინქტერის კუნთს და შესაბამისად მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილის სინდრომს. აგრეთვე საჭიროა გამოყენებული იქნას რექტალური სანთლები, რომელთა არჩევანი დღეისთვის მეტად დიდია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სანთლის გამოყენების წესი: სანამ მას ვიხმართ საჭიროა დავარბილოთ ხელში და ანალურ არხში შევიყვანოთ ფრთხილად, ნახევარი წუთის დაყოვნებით რადგან სანამ ამპულაში მოთავსება მოახდენს ზემოქმედება ნახეთქზე.

 

ძლიერი ტკივილები ანალურ ნახეთქში. იმ შემთხვევაში თუ ტკივილები ძალიან ძლიერია და მას თან ახლავს მეტად გამოხატული სფინქტეროსპაზმი ამ დროს გამოიყენება ე.წ. ნახევრადქირურგიული მეთოდი. მისი არსი მდგომარეობს სფინქტერის სპაზმის მოხსნაში, რის შემდეგაც ანალურ ნახეთქები ”ავტომატურად” ხორცდება. ამისთვის ხდება კუდუსუნსა და გავის ძვალს შორის რბილი ქსოვილების ინექცია ანესთეტიკებით. ხდება მთელი სწორი ნაწლავის მიდამოს მიმდებარე ქსოვილების მოდუნება და გაუტკივარება, რის შემდეგაც ანალურ არხში თავისუფლად, ტკივილების გარეშე 5-7 წუთით თავსდება სპეციალური პნევმობალონი, ეს ყოველივე საკმარისია სფინქტერის სპაზმის მოსახსნელად. ამ მანიპულაციის ჩატარების შემდეგ ნაპრალი ხორცდება ძალდაუტანებლად დაახლაოებით 7-10 დღის განმავლობაში. ამასთანავე პირველი დეფეკაცია ისეთი მტკივნეული აღარ არის. ავადმყოფი მიდის სახლში 1,5- 2 საათის შემდეგ, როცა სწორ ნაწლავს ანესთეზია გაუვა. მეთოდი იოლად გადასატანია და წარმატებით გამოიყენება პრაქტიკაში.

 

ქრონიკული ანალური ნაპრალი. ქრონიკული ანალური ნაპრალები უმჯობესია მაშინვე ოპერაციული გზით განიკურნოს. რა თქმა უნდა შესაძლებელია ქრონიკული ანალური ნაპრალის კონსერვატიული მკურნალობა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი გამწვავების კუპირებას გამოიწვევს და ეფექტი აუცილებლად დროებითი იქნება. დაავადება აუცილებლად დაბრუნდება! თვითონ ოპერაცა რთული არ არის მისი ხანგძლივობა გაუტკივარების გარეშე 10-15 წუთია. ეპიდურულ-საკრალური გაუტკივარების პირობებში ხდება ნაპრალის ამოკვეთა და ჭრილობა იკერება რამოდენიმე კვანძოვანი ნაკერით( რომელიც თავისით გაიწოვება). ოპერაციიდან მეორე დრეს პაციენტი მიდის კლინიკიდან სახლში ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე.

 

ოპერაციიდან მეორე დღესვე შეინიშნება კლინიკის გაუმჯობესება რაც სფინქტერის სპაზმის და ტკივილის მნიშვნელოვანი შემცირებით გამოიხატება. ჭრილობის მთლიანად შეხორცებას დაახლოებით 20 დღე სჭირდება, ხოლო შრომისუნარიანობის დაკარგვა აღინიშნება 0-დან 7 დღემდე. იმისდა მიხედვით თუ რა ხასიათს ატარებს შესასრულებელი სამუშაო. საშუალოდ შრომის უუნარობა სამ დღეს შეადგენს. ანალური ნაპრალი ჰემოროიდულ დაავადებასთან ერთად. ზემოთ ხსენებულ დაავადებათა შერწყმა პროქტოლოგიაში მეტად ხშირად გვხვდება. ჩვეულებრივ ოპერაციული მკურნალობის დროს ჯერ გარეთა და შიგნითა ჰემოროიდული კვანძის მოცილება ხდება, მოწოდებული მეთოდებით და შემდეგ ნაპრალის ამოკვეთა ისე როგორც ზემოთ არის აღწერილი. ცალკეულ შემთხვევაში როდესაც ჰემოროიდული კვანძები ძლიერ გამოხატულია(ცირკულარულია), ამ დროს კეთდება შერწყმული (კომბინირებული) ოპერაცია. პოსტოპერაციული პერიოდის მიმდინარეობა კი თითქმის ისეთივეა როგორც ჰემოროიდექტომიის შემდეგ.

 

მასალა მოგვაწოდა ნინო ჩაჩანიძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player