სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

დაავადებაა, რომელსაც იწვევს ადამიანის ვირუსის ზოგიერთი სახეები, რომელიც გადადის პირდაპირი კონტაქტით ან საყოფაცხოვრებო ნივთებით. ეს არის კანის სიმსივნეები სხვადასხვა ზომის. ჩვეულებრივი და ბრტყელი მეჭეჭები დამახასიათებელია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. მეჭეჭები არის მკვრივი, მშრალი, უმტკივნეულო, კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, რომლებიც ამოწეულია კანის ზედაპირზე , ახასიათებს ღარები და რქოვანი კერტები.

 

მეჭეჭები გამოწვეულია ვირუსით, ამიტომ შესაძლოა მათი გადატანა სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე და გადაცემა სხვებზე. ისინი ნელა ვითარდებიან, მათი მოძრობა შესაძლოა მკურნალობის გარეშეც. თუ მეჭეჭების რიცხვი მატულობს, მათი მოშორება საჭიროა კრიოდესტრუქციით (თხევადი აზოტით) ან მოწვა მჟავებით. უფრო ხშირად მეჭეჭები ვითარდება ტერფებზე და ხელის მტევნებზე, იშვიათად-სახეზე. რაც უფრო დიდხანს ცხოვრობენ ისინი ადამიანის სხეულზე, მით მით უფრო მატულობს მათი რაოდენობა. ერთ-ერთი მიზეზი მეჭეჭების გაჩენისა არის კანის ტრამვები: პატარა ჭრილობები, ნაკაწრები. ვირუსი გადადის უშუალო კონტაქტით დაინფიცირებულ ადამიანთან ან საყოფაცხოვრებო ნივთებით. მეჭეჭების გამოჩენა მიუთითებს ადამიანის იმუნიტეტის დაქვეითებაზე. დაავადებისთვის საჭიროა 2 ფაქტორი: ინფექციის არსებობა და წინააღმდეგობის დაქვეითება. მეჭეჭები-კანის კეთილთვისებიანი ინფექციური წარონაქმნებია, რომლებსაც აქვთ კვანძის ან კერტის სახე. მეჭეჭებს ყოფენ შემდეგ ნაირსახეებად: ჩვეულებრივი, ბრტყელი, წვეტიანი, კონდილომები და მოხუცებულობის მეჭეჭები. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-5 თვე. მეჭეჭების სახეობებია: გენიტალური მეჭეჭები, მეჭეჭები სახეზე, მეჭეჭები თავზე და მეჭეჭები სასქესო ბაგეებზე.

ჩვეულებრივი მეჭეჭები:

მკვრივი, მშრალი, შემოფარგლული, უმტკივნეულო, გარქოვანებული, წარმონაქმნები არასწორი ზედაპირით ქინძის თავის ზომიდან ბარდის მარცვლის ზომამდე. უფრო ხშირად განლაგდებიან ხელის მტევნებზე.

ტერფის მეჭეჭები

ნდებიან ფეხსაცმელთან მჭიდრო კონტაქტის ადგილებში, განსაკუთრებით ჭარბი ოფლიანობის დროს. ძალიან მკვრივი, გარქოვანებული, მუქი რუხი ფერის ტწრფის მეჭეჭებს ახასიათებს მტკივნეულობა, ზოგჯერ იწვევენ შრომისუნარიანობის დაკარგვას. ასეთი მეჭეჭების მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ კლინიკის პირობებში.

ბრტყელი მეჭეჭები

ვითარდებიან ბავშვებში და ახალგაზრდეში, აქვთ მომრგვალო ან არასწორი ფორმის ბრტყელი კვანძების სახე, განლაგდებიან მტევნების ზედაპირზე და სახის კანზე. ბრტყელი მეჭეჭების გაჩენას ხელს უწყობს კანის გაღიზიანება. წვეტიანი კონდილომები-არის წვრილი ვარდისფერი კვანძები, რომლებიც ერთმანეთს უერთდებიან და ვითარდება რბილი კონსტიტენციის ფეხიანი წარმონაქმნები. ხშირად ვითარდებიან სასქესო ორგანოებზე, დუნდულებს შორის ნაკეცში, ჰიგიენის დაცვის დარღვევის დროს.

მოხუცებულობის მეჭეჭები,

ასაკობრივი კერატომები. უვითარდებათ ასაკოვან ხალხს, არ არიან დამოკიდებული ვირუსულ ინფექციაზე. რუხი, ყავისფერი ან შავი ფერის ბალთები რქოვანი ცხიმიანი ზედაპირით. განლაგებულია ძირითადად სახეზე, კისერზე ტანზე. ვინაიდან მეჭეჭს აქვს მსგავსება კანის სხვა წარმონაქმნებთან, აუცილებელია დერმატოლოგის კონსულტაცია. როგორ მკურნალობენ მეჭეჭებს? ერთადერთი რადიკალური მეთოდია-მათი მოცილება. არანაირი "წამალი" განსაკუთრებით ხალხურიმეჭეჭების სამკურნალოდ არ არსებობს.

მეჭეჭების ლაძერული მოცილება

არის უახლესი და ყველაზე ეფექტური მეთოდი. მეჭეჭის მოცილება ლაზერით არის უმტკივნეულო პროცესი, რომელიც გვაძლევს მათგან განთავისუფლებას. ლაზერული მოცილებით ხდება ნებისმიერი ტიპის მეჭეჭის მოცილება.

მეჭეჭების გამოყვანა თვითშემოქმედებით

არარის ეფექტური. ნამდვილი მოცილება მეჭეჭების ხდება მხოლოდ სტაციონარულ პირობებში. ღვინის ლაქა (აალისფერი ნავუსი)-ეს არის მრავლობითი გაბრტყელებული ლაქები, ვარდიფერიდან მუქ წითელ ფერამდე, მკაფიო საზღვრებით, შეუზღუდავი ზომებში და რაოდენობაში. მრავლობითი ლაქები ზოგჯერ ერთიანდება და იკავებს სხეულის ნახევარს. ხშირად ლაქები ლოკალიზდება სახის რომელიმე მხარეს, თავის თმიან ნაწილზე, კისრის უკანა ნაწილზე(უკანა ნევუსი), ლორწოვანზე. ლაქები არსებობენ დაბადებიდან, შეუძლიათ პროგრესირება. აღნიშნული ჰემენგიომების ფორმა შედის რიგ სინდრომებში: სტერჯი-ვებერის-კრაბეს(ალისფერი ნევუსი, ლეპტომენინგიალური ანგიომატოზი, ეპილეფსია, ჰემიპარეზები, ოლიგოფრენია)? კლიპედის-ტრენონეს (ალისფერი ნევუსი, ძარღვოვან-ძვლოვანი დიზემბრიოპათია-ოსტეოპოროზი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, სისხლდენები). კიბოს(ალისფერი ნევუსი, გიგანტიზმი, ვისცერომეგალია, ნეონატალური ჰიპოგლიკემია, მიკროცეფალია). რამდენიმე წლის წინ "ღვინის ლაქები"-ს მკურნალობდნენ კანის გადანერგვით, რაც იყო მტკივნეული და საჭიროებდა ძალიან დიდ დროს, კანზე ვითარდებოდა ნაწიბურები. ამჟამად თანამედროვე მეცნიერება მივიდა სისხლძარღვოვანი ლაზერის შექმნამდე, რომლის გამოყენება არ ითხოვს არც მტკივნეულ ოპერაციას, არც ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პერიოდს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player