სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სანამ ცილოვან დიეტაზე გადახვალთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი:



- მკაცრად დაიცავით პროდუქტების მიღების თანამიმდევრობა.



- ზოგი დღე მოგეჩვენებათ ძალიან რთულად, უმრავლესობის აზრით ეს არის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეტორმეტე, მეცამეტე და მეთექვსმეტე დღეები. ეცადეთ დალიოთ თბილი წყალი, რომელმაც უნდა დაგიამოთ შიმშილის გრძნობა, ყურადღების გადასატანად აქტიურად ჩაერთეთ საქმეებში. თუ გაძლებთ, თქვენი მოთმინება დასაჩუქრდება დაკლებული კილოგრამებით.



- ცილოვანი დიეტა, ძირითადად მიზანშეწონილია აქტიური ცხოვრების წესით დაკავებული ახალგაზრდებისთვის. ასაკოვანი და ძალიან მსუქანი ადამიანებისთვის ის არ არის დასაშვები, რადგანაც ცილა ხელს უწყობს სისხლის შედედებას და ზრდის თრომბის წარმოქმნის რისკს.



- ყოველ დღე აუცილებელია მინიმუმ 1,5 ლიტრი ანადუღარი ან მინერალური წყლის დალევა. თუ დიეტა ძალზედ რთულად მოგეჩვენებათ, შეიძლება წყლის რაოდენობის გაზრდა.



პირველი კვირა


ორშაბათი
საუზმე: ყავა უშაქროდ.
სადილი: ერთი ჭიქა ტომატის წვენი, მოხარშული კვერცხი, ზეითუნის ზეთით შეკმაზული მოხარშული კომბოსტო.
ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზის ერთი პორცია.

სამშაბათი
საუზმე: ყავა უშაქროდ, ერთი ნაჭერი ორცხობილა.
სადილი: შემწვარი ან მოხარშული თევზის ერთი პორცია, ზეითუნის ზეთით შეკმაზული კომბოსტოს ან ბოსტნეულის სალათა.
ვახშამი: ერთი ჭიქა კეფირი, 200 გრ. მოხარშული საქონლის ხორცი.

ოთხშაბათი
საუზმე: ყავა უშაქროდ, ერთი ნაჭერი ორცხობილა.
სადილი: დიდი ზომის ერთი ცალი ყაბახი (შეწვით ან მოთუშეთ ზეითუნის ზეთში), ვაშლები.
ვახშამი: 200 გრ. მოხარშული საქონლის ხორცი, 2 მოხარშული კვერცხი, ზეითუნის ზეთით შეკმაზული კომბოსტოს სალათი.

ხუთშაბათი
საუზმე: ყავა უშაქროდ.
სადილი: 3 ცალი მოხარშული დიდი სტაფილო, შეკმაზული ზეითუნის ზეთით, 1 უმი კვერცხი, 15 გრ. ყველი.
ვახშამი: ხილი.

პარასკევი
საუზმე: უმი სტაფილო, შეკმაზული ლიმნის წვენით.
სადილი: მოხარშული ან შემწვარ თევზის პორცია, ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: ხილი.

შაბათი
საუზმე: ყავა უშაქროდ.
სადილი: მოხარშული ქათმის ნახევარი, სტაფილოს და/ან კომბოსტოს სალათა.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, გახეხილი სტაფილო შეკმაზული ზეითუნის ზეთით.

კვირა
საუზმე: ყავა უშაქროდ.
სადილი: 200 გრ. მოხარშული საქონლის ხორცი, ხილი.
ვახშამი: ვახშამი: 200 გრ. მოხარშული საქონლის ხორცი, 2 მოხარშული კვერცხი.

 

მეორე კვირა



ორშაბათი
საუზმე: ყავა უშაქროდ.
სადილი: ერთი ჭიქა ტომატის წვენი, მოხარშული კვერცხი, ზეითუნის ზეთით შეკმაზული მოხარშული კომბოსტო.
ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზის ერთი პორცია.

სამშაბათი
საუზმე: ყავა უშაქროდ.
სადილი: მოხარშული ქათმის ნახევარი, სტაფილოს და/ან კომბოსტოს სალათა.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, გახეხილი სტაფილო შეკმაზული ზეითუნის ზეთით.

ოთხშაბათი
საუზმე: სტაფილო უმად, შეკმაზული ლიმონის წვენით.
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზის დიდი პორცია, ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: ხილი

ხუთშაბათი
საუზმე: საუზმე: ყავა უშაქროდ.
სადილი: უმი კვერცხი, დიდი ზომის 3 მოხარშული სტაფილო, შეკმაზული ზეითუნის ზეთით, 15 გრ. ყველი.
ვახშამი: ხილი.

პარასკევი
საუზმე: ყავა უშაქროდ, ორცხობილა.
სადილი: დიდი ზომის ყაბახი, შემწვარი ზეითუნის ზეთში, ვაშლები.
ვახშამი: 200 გრ. მოხარშული საქონლის ხორცი, 2 მოხარშული კვერცხი, კომბოსტოს სალათა.

შაბათი
საუზმე: ყავა უშაქროდ, ორცობილა.
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, ზეითუნის ზეთით შეკმაზული კომბოსტოს და ბოსტნეულის სალათა.
ვახშამი: ერთი ჭიქა კეფირი, 200 გრ. მოხარსული საქონლის ხორცი.

კვირა
საუზმე: ყავა უშაქროდ.
სადილი: ერთი ჭიქა ტომატის წვენი, მოხარსული კვერცხი, მოხარშული კომბოსტოს სალათი, შეკმაზული ზეითუნის ზეთით.
ვახშამი: ერთი პორცია მოხარშული ან შემწვარი თევზი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player