სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გადაჭარბებული კვებით მხოლოდ გარეგნობა არ ფუჭდება. ამ დროს ირღვევა სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, ნივთიერებათა ცვლა, ვითარდება სანაღვლე და საშარდე გზების დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ორგანიზმი ვერ ეწინააღმდეგება ინფექციებს.

 

ებრაელი დიეტოლოგების მიერ შემოთავაზებული დიეტით თვეში წონის 2-3 კილოგრამით დაგდება შეიძლება!

 

პირველი, რასაც ებრაელი მედიკოსები გვთავაზობენ, არის პროდუქტების შეთავსების მკაცრი კონტროლი.

 

მაგალითად, ხორცის, კვერცხისა და ყველის შეთავსება შეიძლება მწვანე ბოსტნეულთან, მაგრამ არ შეიძლება რძესთან, სახამებლთან, მჟავე ხილთან, არაჟანთან, კარაქსა და ზეთთან.

 

თევზი - მხოლოდ მწვანე ბოსტნეულთან.
მწვანე ბოსტნეული - ცილებთან და სახამებელთან.
რძე - დამოუკიდებელი საკვებია.
ასევე დამოუკიდებელი საკვებია მჟავე ხილი.
ცხიმების გამოყენება შეიძლება მარცვლეულისა და მწვანე ბოსტნეულის საკვებში.
დასალევად უმჯობესია სუფთა წყალი (გაფილტრული, ადუღებული) მინერალური მინარევების გარეშე.
წვენებს, რძესა და კეფირს
სპეციალისტები ცალკე საკვებს მიაკუთვნებენ.


ებრაელი დიეტოლოგები გვთავაზობენ მენიუს, რომელიც წონის დაკლებასთან ერთად აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ათავისუფლებს ორგანიზმს წიდებისაგან, აუმჯობესებს ორგანოების ფუნქციებს.

დიეტა, მათი გაგებით, არ ნიშნავს რაციონიდან ამათუიმ პროდუქტის ამოღებას -დიეტა არის საკვების რაციონალური გამოყენება შეთავსებისა და კალორიულობის გათვალისწინებით.


გონიერი დიეტა ყოველთვის იძლევა დადებით შედეგს.


დილით, უზმოზე: ერთი ჩ/კოვზიდან ერთ ს/კოვზამდე ზეითუნის ზეთი.
15 წუთის შემდეგ: ერთი ჭიქა იოგურტი, ან კეფირი.
პირველი საუზმე: ბოსტნეულის სალათი, შვრიის ან წიწიბურას ფაფა, ბარდა, სიმინდი, ხაჭო,თოხლოდ მოხარშული კვერცხი (დღეგამოშვებით), უშაქრო ჩაი (უმჯობესია მწვანე).

 

მეორე საუზმე (12:00-12:30): 200-300 გ. ხილი (ტკბილი არა).


სადილი (14:30-15:00): ბოსტნეულის სალათი, ვინეგრეტი, ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული ხორცი (მოხარშული, ან შემწვარი თევზი); ერთი ნაჭერი შავი პური, შემწვარი ვაშლი.


სამხარი (18:00-18:30): 300 გ. ხილი (ტკბილი არა).


ვახშამი: ერთი ჭიქა კეფირი, ან იოგურტი; ხილის ნარევი (ასეთი ნარევი სასარგრბლოა მათთვის ვისაც პრობლემა აქვსკუჭის მოქმედებასთან). ნარევის მომზადების წესი: თანაბარი რაოდენობით დააქუცმაცეთ გამხმარი ფინიკის, გარგარის, შავი ქლიავის ჩირი და ნიგოზი (ამ სამკურნალო ნარევს შეიძლებადააყოლოთ წყალი ან ჩაი).

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player