სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ყელ – ყურ – ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი 

 

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი,

თევდორე მღვდლის ქ. 13

 

მობ: 577327243, 577327244

ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

www.ent.com.ge

www.ent.med.ge

   

 

ზოგადი ინფორმაცია

ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი 2010 წლის იანვარში გაიხსნა. ცენტრის შექმნის იდეა ეკუთვნის პროფ. შოთა ჯაფარიძეს და აკად. ზურაბ ქევანიშვილს.

 

საქართველოში 1993 წლიდან ფუნქციონირებს კომპანია KIND-Horgerate-ს წარმომადგენლობა, KIND-smena. ეს გერმანული კომპანია მსოფლიო ლიდერია აუდიოლოგიური აპარატურისა და სმენის გასაუმჯობესებელი საშუალებების სერვისის სფეროში. მას მსოფლიოს 28 ქვეყანაში 600-ზე მეტი ფილიალი აქვს. სწორედ ამ კომპანიის დაფინანსებით შესაძლებელი გახდა ცენტრის შექმნა. დაფინანსებამ 1,5 მლნ ევროს გადააჭარბა. ცენტრის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის წამყვანმა კლინიკებმა. მათ შორის: მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკამ, ჰალბერშტადტის საუნივერსიტეტო კლინიკამ, დრეზდენის კარლ-გუსტავ-კარუსის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკამ, მიუნხენისა და კიოლნის საუნივერსიტეტო კლინიკებმა, დეფენტერის საუნივერსიტეტო კლინიკამ. დიდი დახმარება იქნა გაწეული კერძო პირების მიერ გერმანიასა და ჰოლანდიაში, კერძოდ: მატიას ჰეი, ჰელმეტ ფონ შპეხტი, პეტრა ტაამსი, მარტინ კორთერე , კლაუს ბეგალი, ტომას ცანარტი. კარლ ჰუტენბრინკი, პროფ. კნოტე და სხვა. დიდი მადლობა მათ ამ დახმარებისათვის.

 

კლინიკა გარემონტდა და აღიჭურვა ევროპული სტანდარტების მიხედვით. სადღეისოდ ცენტრი საქართველოში ერთადერთია, რომელიც შეესაბამება ოტორინოლარინგოლოგიაში არსებულ გერმანულ სტანდარტებს.

 

ცენტრს აქვს გაფორმებული შესაბამისი თანამშრომლობის მემორანდუმები გერმანიის წამყვან კლინიკებთან:

 

მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკა

ფრანკფურტის საუნივერსიტეტო კლინიკა

დრეზდენის კარლ გუსტავ კარუსის საუნივერსიტეტო კლინიკა

მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს საუნივერსიტეტი კლინიკა

ჰალბერშტადტის სანტ სალვატორის საუნივერსიტეტო კლინიკა.

 

1. გერმანელი სპეციალისტები წელიწადში 5-6 ჯერ ჩამოდიან საქართველოში და ატარებენ მასტერ-კლასს.

2. სტაჟირებისათვის კლინიკის სპეციალისტები იგზავნებიან გერმანიის შესაბამის კლინიკებში.

3. ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომები იქმნება აუდიოლოგიისა და ოტორინოლარი- ნგოლოგიის სფეროში.

4. შესაბამისი გერმანული სტანდარტების მიხედვით ხდება ცენტრის აღჭურვა.

 

მომსახურება

 

1. აუდიომეტრია: სმენის გამოკვლევა

2. ახალშობილთა სმენის სკრინინგი

3. სასმენი აპარატები, ხმაურისგან სმენის დამცავი საშუალებები

4. სმენის უეცარი დაქვეითების მკურნალობა

5. ტინიტუსის – ყურის ხმაურის მკურნალობა

6. თავბრუხვევა, წონასწორობის/კოორდინაციის დისბალანსი: დიაგნოსტიკა და მკურნალობა

7. შუა ყურზე რეკონსტრუქციული და სმენის გამაუმჯობესებელი ოპერაციები

8. სუნთქვის გაძნელების, ხვრინვის, ძილში სუნთქვის პერიოდულად შეჩერების მიზეზების დადგენა და მკურნალობა

9. კოხლეარული იმპლანტაცია

10. პლასტიკური ქირურგია

11. ყბა-სახის ქირურგია

12. ოპერაციები რადიოტალღების გამოყენებით

 

ექიმები

 

პროფ. შოთა ჯაფარიძე - ოტორინოლარინგოლოგი

აკად. ზურაბ ქევანიშვილი - აუდიოლოგი

გრიშა თოფურია - ოტორინოლარინგოლოგი

ზაზა ხუციშვილი - ოტორინოლარინგოლოგი

ნატო ნაკუდაშვილ - ოტორინოლარინგოლოგი

არჩილ წულაძე - ოტორინოლარინგოლოგი

გოჩა მხეიძე - ოტორინოლარინგოლოგი

მაია მაისაშვილი - ოტორინოლარინგოლოგი

გიორგი გოგნიაშვილი - ოტორინოლარინგოლოგი

მიხეილ ჯაში - ოტორინოლარინგოლოგი

დავით სუხიაშვილ - ოტორინოლარინგოლოგი

ეკა ხარხელი - ოტორინოლარინგოლოგი

ლია ლომიძე - ოტორინოლარინგოლოგი

ნათია სვანიძე - ოტორინოლარინგოლოგი

ქეთევან მიქელაძე - სურდოლოგი

ივა ქევანიშვილი - აუდიოლოგი

ზურაბ გამგებელი - აუდიოლოგი

ნინო ჩიბალაშვილი - აუდიოლოგი

ლევან ცინცაძე - ყბა-სახის ქირურგი

ალეკო მურმანიშვილი - ყბა-სახის ქირურგი

ნათია ფარესაშვილი - ანსთეზიოლოგი

ირმა ჯავახაძე - ანსთეზიოლოგი

ეკა ჩხარტიშვილი - პედიატრი

მანანა კოპალიანი - ფიზიოთერაპევტი

 

ფოტო გალერეა

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player