სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ინტეგრალური მედიცინის ცენტრი

 

 

ზოგადი ინფორმაცია

 

ინტეგრალური მედიცინის ცენტრი ”ჰარმონია” ერთადერთი სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრია საქართველოში, სადაც უახლესი ტექნოლოგიებით შესაძლებელია როგორც ზუსტი დიაგნოზის დასმა,ასევე მკურნალობა.

 

ინტეგრალური მედიცინა ახალი მიმართულებაა თერაპიაში, რაც გულისხმობს ერთდროულად მთელი ორგანიზმის რეაბილიტაციას. მკურნალობისთვის ვიყენებთ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს ქსოვილის ფუნქციისა და სტრუქტურის აღსადგენად,მედიკამენტებისა და ოპერაციული ჩარევის გარეშე.

 

მკურნალობის პროცესში გამოიყენება შემდეგი აპარატები:

„ანატრონი“ - (იონიზატორი ანტიოქსიდანტური თერაპიისათვის) თავისუფალი რადიკალებისაგან გათავისუფლება (დეზინტოქსიკაცია) აჩერებს ორგანიზმში ანთების პროცესს, ხსნის დეპრესიული და შინაგანი მღელვარების სინდრომს, აძლიერებს უჯრედის იმუნიტეტს, აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.

 

“ბაროციკლონი” - სისხლძარღვთა ბაროდინამიული მასაჟორი. სისხლძარღვის კედლის ელასტიურობის გასაუმჯობესებელი. იძლევა გაახალგაზრდავების ეფექტს, აწესრიგებს არტერიულ წნევას და გამოიყენება ინსულტის პროფილაქტიკისათვის.

 

„თავისუფალი ტრაქციის მაგიდა“- ხერხემლის პათოლოგიების ფიზიოლოგიური კორექცია.

 

“მკრ” - მიკროიმპულსური ელექტრო სტიმულატორი, მეტაბოლიზმის რეგულაცია, რეგენერაციული პროცესის აქტივაცია, მარილოვანი წანაზარდების განლევა, ნებისმიერი ლოკალიზაციით ანთებითი პროცესის ლიკვიდაცია, ოსტეოპოროზის სრული განკურნება, ქსოვილში განვითარებული დისტროფიული მოვლენების გაწოვა (კისტა, ფიბრომატოზული კვანძები, ხერხემლის მალთაშუა დისკების თიაქარი).

 

ცენტრ ”ჰარმონია”-ში მიმდინარეობს რთული დაავადებების მკურნალობა ექსკლუზიური სამკურნალო-კომპლექსური პროგრამებით:

 

- ძვალ-სახსროვანი სისტემის დეგენერაციული ცვლილებების (ართრიტი, ართროზი, სპონდილოზი. კოქსართროზი, დისკოპათია) მკურნალობის პროგრამა;

- მალთაშუა დისკის თიაქრის უოპერაციოდ მკურნალობის პროგრამა;

- ოსტეოპოროზის პროგრამა (შედეგი 3 თვეში);

- კისტოზური და ფიბრომატოზული წარმონაქმნების და მასტოპათიების მკურნალობის პროგრამა;

- მეტაბოლური და იმუნური სისტემის რეგულაციის პროგრამა;

- ორგანიზმის კომპლექსური დეზინტოქსიკაცია, სიცოცხლის ხარისხსის გასაუმჯობესებელი პროგრამა;

- ანტინევროზული და ანტიდეპრესიული სამკურნალო პროგრამა;

- ანტიცელულიტური პროგრამა

- თანამედროვე ტექნოლოგიებით სხეულის კორექცია, ცელულიტის ხარისხის და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა კვების რეჟიმის ინდივიდუალური შერჩევა.

 

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პროგრამა წარმოადგენს მკურნალობის უალტერნატივო მეთოდს! მინიმალურ დროში თქვენ საფუძვლიანად აღიდგენთ ჯანმრთელობას!

 

ცენტრში არსებული მკურნალობის მეთოდი უვნებელია, რადგან ეყრდნობა ორგანიზმის ფუნქციონირების ბუნებრივ კანონზომიერებას.

 

დიაგნოსტიკასა და მკურნალობას აწარმოებენ სერტიფიცირებული, გამოცდილი ექიმები.

 

ცენტრის პერსონალი:

ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ-”ჰარმონია”-ს ხელმძღვანელი ნუნუ ქემაშვილი

ექიმი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი - ნანა გვრიტიშვილი;

ექიმი თერაპევტი - ლია ლომიძე;

ექიმი რადიოლოგი - კონსტანტინე ბარიშვილი;

ექიმი ჰომეოპათი - ნატალია მარგალიტაძე;

ექიმი ჰომეოპათი - მარინა კერვალიშვილი;

ექიმი ენდოკრინოლოგი - ია ზედალაშვილი;

ოფის მენეჯერი - ანა კუჭავა.

ცენტრის პერსონალი დაგეხმარებათ ჯანმრთელობის აღდგენაში და სრული ჰარმონიის მოპოვებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, 0177, საქართველო წინამძღვრიშვილის ქ.81

ტელ.: 95 54 52; 899 61 02 05;

ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

www.harmony.med.ge

 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player