სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

აღმოჩენა, რომელიც დაეხმარება მკვლევარებს მიუახლოვდნენ აივ/შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას


ამერიკელი მკვლევარები აივ/შიდსის ვაქცინის აღმოჩენისაკენ გადადგმულ ფართო ნაბიჯებად თვლიან ორი მნიშვნელოვანი პროტეინის (ანტისხეულის) აღმოჩენას, რომლებიც ანეიტრალებენ შიდსის ვირუსის 91%-ს 190-მდე სხვადასხვა შტამისთვის.



აშშ ჯანმრთელობის ეროვნული უნივერსიტეტის ვაქცინის კვლევის ცენტრის მკვლევართა ჯგუფი იმედოვნებს, რომ აღმოჩენილი ანტისხეულები შეასრულებენ მნიშვნელოვანი როლს აივ პრევენციის მეთოდების შემუშავებაში.
აღმოჩენა, რომელიც გამოქვეყნებული იყო 8 ივლისის ჟურნალ "მეცნიერება"-ში (Science), ეხება უცნობ აფრო-ამერიკელ მამაკაცს, დონორ 45-ს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მისი ორგანიზმი გამოიმუშავებს სპეციალურ ანტისხეულებს VRC01 და VRC02.



მეცნიერებმა უკვე აღმოაჩინეს 12 უჯრედი მის სხეულში, რომლებიც გამოიმუშავებენ აღნიშნულ პროტეინს. თუ მეცნიერები შეძლებენ გაარკვიონ ანტისხეულების გამომუშავების მექანიზმი და შემდეგ გაიმეორონ ეს პროცესი მაშინ შესაძლებელი იქნება, რომ შეიქმნას ვაქცინა, რომელიც შეძლებს სტიმულირება გაუწიოს ნებისმიერ ორგანიზმს გამოიმუშაოს შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები.



"ჩვენ ვაპირებთ გარკვეული პერიოდი ვიმუშავოთ ამაზე" განუცხადა გარი ნობელმა, აღნიშნული კვლევის ცენტრის დირექტორმა და კვლევის ერთ-ერთმა ლიდერმა "უოლ სტრიტ ჟურნალს" (The Wall Street Journal).


უკანასკნელ წლებში შეინიშნება ვაქცინის გამოგონებისკენ მიმართული სამუშაოების გაძლიერება, თუმცა უმეტესი ღონისძიებები აივ ვაქცინის გამოგონებისათვის უშედეგოა. უმეტესობა ემსგავსება ნატურალური ყვავილისა და პილიომიელიტის ერადიკაციის ღონისძიებებს. აქამდე ჩატარებული კვლევებით მიკვლეული იქნა მხოლოდ ერთეული ანტისხეული, რომლესაც შეუძლია დაბლოკოს ერთი ან ორი აივ შტამი.



"AIDSVAX" იყო პირველი იმედის მომცემი ვაქცინა, რომელზეც ჩატარდა კვლევები, მაგრამ ამერიკაში და ტაინალნდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტურობა არის სტატისტიკურად უმნიშვნელო და მხოლოდ 30%-ს აღწევს.



ამ შემთხვევაში, მკვლევარებმა, როგორც ჩანს მხოლოდ უჯრედის გარსის "ტკბილ" საფარველს მიაკვლიეს.
"ამჟამად აღმოჩენილი ანტისხეულები თავს ესხმიან ვირუსის სტაბილურ ნაწილს, რომელიც არ იცვლება სხვადასხვა შტამებში და სწორედ ამით შეიძლება აიხსნას, რატომ შეუძლიათ მათ ასეთი დიდი რაოდენობით ვირუსის შტამების განეიტრალება.", განაცხადა პროფ. ჯონ მასკოლამ ( Dr. John Mascola), ერთ-ერთმა წამყვანმა მკვლევარმა.



ამ ანტისხეულების გადაქცევა წარმატებულ ვაქცინად, კვლავ რჩება ურთულეს ამოცანად. მკვლევარებმა უნდა გამოყონ ვირუსის ის ნაწილი, რომელსაც ანტისხეულები ეწებება. შემდეგ ვირუსის ამ ნაწილის დახმარებით აღიჭურვოს ვაქცინა შესაბამისი "ცონიდთ", რომ აიძულოს ორგანიზმს გამოიმუშაოს VRC01 და VRC02შიდსის ვირუსის გასანეიტრალებლად.
"ეს არის მნიშვნელოვანი გზა სწორი მიმართულებით რათა გავაძლიეროთ სიზუსტე ვაქცინის გამოგონებისაკენ, მაგრამ შეუძლებელია ვთქვათ როდის იქნება ვაქცინა მზად." განუცხადა პროფ. ანტონი ფაუჩიმ, აშშ ალერგიის და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორმა, სამაუწყებლო კომპანია ABC News.

ახლა, როდესაც მეცნიერებმა უფრო მეტი იციან თავად ვირუსის და მისი ზედაპირის იმ ნაწილების შესახებ, რომელთა დაზიანებაც ადვილად შეიძლება, აივ/შიდსის მკურნალობის ახალი ტაქტიკის შემუშავება შეიძლება გახდეს მომავალი კვლევების საგანი.

"აივ ინფიცირებულ პირებში ჩვენ ვეძებთ მედიკამენტების იმ კომბინაციებს, რომლებიც შეძლებენ უფრო ეფექტურად გააკონტროლონ ვირუსის გამრავლება და შეამცირონ მისი რაოდენობა განუსაზღვრელ დონემდე" განაცხადა ნობელმა. "ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ვირუსის დათრგუნვას და გავზრდით სიცოცხლის ხარისხს და ხანგრძლივობას".

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player