სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ეპიდემიოლოგია, კლინიკა, დიაგნოზი




ღორის გრიპის ვირუსი ძირითადად აავადებს ღორს, თუმცა ბოლო პერიოდში მან შეძლო ადამიანის დასნებოვნება და ადამიანიდან- ადამიანზე გავრცელდა.



2009 წლის მარტი- აპრილის თვეებში H1N1 ვირუსი გავრცელდა მექსიკაში, შემდეგ ამერიკაში. 2009 წლის 11 ივნისს ჯანმომ გამოაცხადა პანდემიის მეექვსე ფაზის შესახებ, რაც ფართოდ გავრცელების მაჩვენებელია.


ეპიდემიოლოგია


ისტორიული მონაცემები: ღორებში აღნიშნული ვირუსი პირველად აღმოაჩინეს 1918-1919 წლებში, ხოლო ადამიანიდან პირველად გამოიყო 1974 წელს. 1958-2005 წლებში მხოლოდ 37 შემთხვევა აღიწერა ადამიანებში. აქედან 6 შემთხვევა დამთავრდა სიკვდილით.

1976 წ ფორტ დიქსში 13 ჯარისკაცს აღენიშნა ეს დაავადება, 1 ფატალური შედეგით. მოგვიანებით დაავადებულთა რიცხვს კიდევ 130 ჯარისკაცი შეემატა.



2009 წლის პანდემია – 2009 წლის 14 ივლისის მინაცემებით არსებობს 94,500 ლაბორატორიულად დამტკიცებული შემთხვევა, აქედან 10,200 შემთხვევა აღმოჩნდა მექსიკაში (119 დაიღუპა), 37,200 დადასტურებული შემთხვევა აშშ- ში, მათი უმრავლესობა იყო მსუბუქი ფორმა, რამდენიმე პაციენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, ფატალური შედეგი არ დაფიქსირებულა.

ასაკი - დაავადება შესაძლოა შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა მცირე ასაკის ბავშვებსა და მოხუცებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

ვირუსოლოგია


გრიპის ქვეტიპები – კლინიკური გრიპი განპირობებულია ინფლუენცა A ვირუსის სხვადასხვა ქვეტიპებით, თუმცა ყველაზე ხშირად ადამიანსა და ღორის ინფიცირება ხდება H1N1 ქვეტიპით. ღორის ინფლუენცა H3N2 ვირუსის ქვეტიპის ადამიანებში იშვიათია. სხვა ქვეტიპები, რომლებიც ცირკულირებენ ღორებში არის: H1N2, H3N1 და H3N2.



გენეტიკური და ანტიგენური მახასიათებლები – 2009 წლის მარტში დაწყებული პანდემია განპირობებული იყო H1N1 ინფლუენცა A ვირუსით, თუმცა არ არის გარკვეული პირველად ის ადამიანებში გავრცელდა თუ ღორებში. ჩრდილოეთ ამერიკაში დაფიქსირებული აღნიშნული ვირუსის 8 გენის სეგმენტიდან 6 მსგავსია ღორის გრიპის ვირუსის ტრიპლეტის. აღნიშნული ვირუსის ჯაჭვი შედგება 2 ღორის ჯაჭვისაგან, ერთი ადამიანის ჯაჭვისაგან და ერთი გრიპის ჯაჭვისაგან. გენების დიდი რაოდენობა მოდის ღორის ინფლუენცა ვირუსიდან (30.6% ჩრდილოეთ ამერიკის ღორის ინფლუენცას ჯაჭვში; 17.5% ევრაზიულ ღორის ინფლუენცას ჯაჭვში).



H1N1 ინფლუენცა A ვირუსის გენეტიკური ანალიზით გამოვლინდა რომ მისი გენების სეგმენტები ცირკულირებდა წლების განმავლობაში, რაც მიუთითებს მისი ღორებში გავრცელების შეზღუდვას. ერთი ღორის ინფლუენცა ვირუსი, რომლის ჯაჭვის გენის სეგმენტი შედის H1N1 პანდემიური ინფლუენცას შემადგენლობაში მოტანილია ჯაჭვისგან, რომელმაც გამოიწვია 1918 წლის გრიპის პანდემია.



იდენტიფიცირებულია პანდემიური H1N1 ინფლუენცა A ვირუსის გენეტიკური აგებულება (99.9%). გამოვლინდა ანტიგენური ჰომოგენობა. რაც მიუთითებს, რომ ადამიანიდან ადამიანებზე გავრცელება დაიწყო გამოვლენიდან თვეებით ადრე.

გადაცემის გზები:


ადამიანიდან - ადამიანზე - გრიპის ვირუსი არის დაავადებული ადამიანის რესპირაციული ტრაქტის სეკრეტში, შესაბამისად მისი გავრცელება ხდება ცემინების და ხველის დროს ჰაერ- წვეთოვანი გზით. გარდა რესპირაციული სეკრეტისა ვირუსს შესაძლოა შეიცავდეს ფეკალური მასებიც და შესაძლოა დაავადების გავრცელება მოხდეს ვირუსით დაბინძურებული ნივთების ზედაპირებიდან.



ჯანმოს მონაცემების მიხედვით ამ დაავადების გავრცელება ბევრად მეტია (22-23%) ბანალურ სეზონურ გრიპთან შედარებით (5-15 %), თუმცა ა. შ. შ- ში განსხავება თითქმის არ არსებობს.



ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 1-7 დღემდე, უფრო ხშირად 1-4 დღემდე.

მიმდინარეობა _ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, საშუალოდ იმდენივე დღე შეიძლება გაგრძელდეს, რამდენიც ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი.

დაავადებული პაციენტი ეპიდემიოლოგიურად საშიშია კლინიკური სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და მთელი დაავადების პერიოდში, სანამ ტემპერატურები გრძელდება. ეს შეიძლება იყოს 7 დღე, თუმცა კონტაგიოზურობა იზრდება მცირე ასაკის ბავშვებში, მოხუცებში, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში და იმუნოდეფიციტურ პირებში.
ღორის როლი დაავადების გავრცელებაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ღორის ხორცით ის არ გადადის. გადაცემა ხდება ცოცხალი დაავადებული ღორიდან.


კლინიკური ნიშნები


სიმპტომებითა და ნიშნებით H1N1 პანდემიების გამომწვევი გრიპი A მსგავსია სეზონური გრიპის. ავლენს ნაკლებ სიმწვავეს, ვიდრე 1918-1919 წლების პანდემიების ინფლუენცა.
2009 H1N1 ინფლუენცა A პანდემიის ყველაზე ხშირი კლინიკური მახასიათებელია ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი. ასევე ჩვეულებრივი მახასიათებელია ღებინება და დიარეა. სხვა ხშირ მახასიათებელს მიეკუთვნება გამონაყარი, კუნთების ტკივილი, და სახსრეების ტკივილი.
ნიუ- იორკში H1N1 ინფლუენცა A პანდემიის 95%- ს აღენიშნება გრიპის მსგავსი დაავადება ( ცხელება და ხველა ან ყელის ტკივილი). ხოლო მექსიკაში ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა დაახლოებით 1/3 არ აღენიშნებოდათ ცხელება.
განსაზღვრულ ჯგუფებში, მაგ ადრეული ასაკის ბავშვებში, ხანშიშესულებსა და იმუნოდეფიციტურ პაციენტებში შესაძლებელია ახასიათებდეს ატიპიური მიმდინარეობა.
H1N1 ინფლუენცა A ინფექციის გართულებების სრული სია ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, თუმცა არის ფატალური და არა- ფატალური პნევმონიის შემთხვევები.
ადრეული ასაკის ბავშვებში ნაკლებად ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ხველა და ცხელება. ადრეული ასაკის ბავშვებში შესაძლებელია გამოვლინდეს ცხელება და ლეთარგია და არ აღენიშნებოდეთ ხველა და სხვა რესპირაციულ სიმპტომები. ადრეული ასაკის ბავშვებსა და ბავშვებში მძიმე დაავადების ნიშნებს წარმოადგენს დისპნოე, ციანოზი, დეჰიდრატაცია, ცნობიერების დაბინდვა, და მკვეთრი გაღიზიანებადობა.

მაღალი რისკის ჯგუფები:


- 5 წლამდე ასაკის ბავშვები - ამ ასაკობრივ ჯგუფში ხშირია გრიპის გართულებები. ისინი მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფს.
- მოზარდები, რომელთაც აღენიშნებათ სხვა დაავადებები. – კალიფორნიაში H1N1 ინფლუენცა A ვირუსის 553 დადასტურებული ან სავარაუდო შემთხვევიდან გართულებების რისკ ფაქტორებს წარმოადგენდა: ფილტვის ქრონიკული დაავადებები (ასთმა ან ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადება 37%- ში), იმუნოსუპრესორული პირობები (17%- ში), გულის დაავადებები (17%- ში), ორსულობა (17%- ში), შაქრიანი დიაბეტი (13%- ში), სიმსუქნე(13%- ში).
- ხანშისესულები – ხშირია გრიპის გართულებები
ამ ჯგუფებში მაღალია სიკვდილოანობა.

ლაბორატორიული მახასიათებლები.


ჰოსპიტალიზირებლ პაციენტებში აღინიშნა როგორც ლეიკოციტოზი, ასევე ლეიკოპენია. მექსიკაში ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა უმრავლესობას აღენიშნებოდა ლეიკოპენია, მომატებული ამინოტრანსფერაზები, ლაქტატდეჰიდროგენაზა და კრეატინფოსფოკინაზა. ზოგ პაციენტებს ასევე აღენიშნებოდათ თირკმლის უკმარისობა.

გართულებები:


აშშ- სა და კანადაში ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა დადასტურებული შემთხვევების 2-5%, ხოლო მექსიკაში 6%. ჰოსპიტალიზაციის ყველაზე ხშირი მიზეზი იყო პნევნმონია და დეჰიდრატაცია.
2009 წლის პანდემიისას გამოვლინდა სწრაფად პროგრესირებადი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი. მარტის ბოლოსა და აპრილის ბოლოს მექსიკაში 2155 მწვავე პნევმონის შემთხვევიდან 821 იყო ჰოსპიტალიზირებული და 100 ფატალური შემთხვევა. ამისგან განსხვავებით პნევმონია არ იყო ხშირი აშშ- ში.
მექსიკაში 18 პაციენტს ჰოსპიტალიზირებული H1N1 ინფლუენცა A ინფექციის პნევმონიით აღენიშნებოდათ ცხელება, ხველა, დისპნოე ან რესპირაციული დისტრესი. გაზრდილი ლაქტატდეჰიდროგენაზას დონე და ბილატერალური პნევმონია. გაზრდილი კრეატინკინაზას დონე და ლიმფოპენია ასევე აღმოჩნდა 62 (61%) პაციენტებში. 12 პაციენტი საჭიროებდა მექანიკურ ვენტილაციას, ხოლო 7 პაციენტი გარდაიცვალა.
პაციენტებში პანდემიური H1N1 ინფლუენცა A ინფექციით აღმოჩნდა მცირე ბაქტერიული ინფექციები. კერძოდ ემპიემა, ნეკროზული პნევმონია, ვენტილაცია- ასოცირებული პნევმონია. მექსიკაში 3 ფატალური შემთხვევა მოიცავდა ბაქტერიულ კოინფექციას. მოლეკულურ დეტექტიური მეთოდით 21 მძიმე ან ფატალური შემთხვევიდან 2 კოპათოგენი იყო იდენტიფიცირებული აშშ- ს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრში. ( ერთი მოიცავდა სტრეპტოკოკულ პნევმონიას, მეორე ადენოვირუსს).
კალიფორნიაში 30 ჰოსპიტალიზირებული პაციენტიდან 19(64%- ს) აღენიშნებოდა სხვა ძირითადი დავადება, 5(17%) იყო ორსული, 6(29%) საჭიროებდა ინტენსიური მოვლის პირობებს, და 4(13%) ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. 25 პაციენტის გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით 15(50%)- ში დადასტურდა პნევმონია. არც ერთს არ გამოუვლინდა მიკრობიოლოგიურად მეორადი ინფექცია. ადგილი არ ჰქონია ფატალურ გამოსავალს.

 


გართულებებით პანდემიური H1N1 ინფლუენცა A ვირუსი მსგავსია სეზონური ინფლუენცასი, როგორიცაა:
- არსებული ქრონიკული დაავადებების გართულებები
- ზედა რესპირაციული ტრაქტის დაავადებები ( სინუსიტი, ოტიტი, კრუპი)
- ქვედა რესპირაციული ტრაქტის დაავადებები ( პნევმონია, ბრონქიოლიტი, ასთმური სტატუსი)
- გულის ( მიოკარდიტი, პერიკარდიტი) დაავადებები.
- ნევროლოგიური ( მწვავე და პოსტინფექციური ენცეფალოპათია, ენცეფალიტი, ფებრილური გულყრა, ეპილეფტოიდური სტატუსი) დაავადებები.
- ტოქსიური შოკის სინდრომი
• მეორადი ბაქტერიული პნევმონია სეფსისით ან მის გარეშე.

 


(სეზონური გრიპის ვირუსის გართულებებს აღვწერთ მოგვიანებით.)
ორსულებში მაღალია სპონტანური აბორტისა და დღენაკლულობის რისკი, განსაკუთრებით პნევმონიის თანაარსებობისას. H11 ორსულიდან, პანდემიური ინფლუენცა A ინფექციით, 5 საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას, აქედან 2- ს განუვითარდა გართულება სპონტანური აბორტით ( გესტაციის 13 კვირაზე) და მემბრანის აშრევება ( გესტაციის 35 კვირაზე).
2009 წლის 14 ივლისს დაფიქსირდა დაახლოებით 94.500 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა პანდემიური H1N1 ინფლუენცა A- ვირუსის, რაც მოიცავდა 429 ლეტალობას. მექსიკაში 10.262 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან 119 (1.2%)- იყო გარდაცვლილი. სიკვდილის მიზეზი უმრავლეს შემთხვევაში იყო მძიმე პნევმონიით განპირობებული სუნთქვის უკმარისობა მულტიფოკალური ინფილტრაციითა და მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომით. დამატებით სუნთქვის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა ან მულტიორგანულ უკმარისობას ადგილი აქვს 24%- ში ( მექსიკაში). შეერთებულ შტატებში 37.146 შემთხვევიდან აღინიშნებოდა ლეტალური გამოსავლის 21 (0,6%) შემთხვევა. არგენტინაში 2485 შემთხვევიდან 60- ს (2,4%) იყო ფატალური. რამოდენიმე ფატალურ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ასევე სხვა ქვეყნებში.
მექსიკაში 45 ფატალური შემთხვევიდან 24(54%) იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი ინდივიდი, რომელთა უმრავლესობა იყო 20- დან 59 წლამდე ასაკის. მექსიკას გარეთ ლეტალობა აღინიშნა სხვა ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში. ერთი ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა მექსიკაში და ერთიც შეერთებულ შტატებში. ( ორსულ ქალებში, რომლებიც ავად გახდნენ ორსულობის მესამე ტრიმესტრში.)
2009 წლის პანდემიამდე სხვადასხვა კვლევაში მოწოდებული იყო აღნიშნული ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები, რამაც გვიჩვენა შემდეგი.
• 1958-2005 წწ- ში ღორის გრიპის ვირუსით ადამიანის ინფიცირების 37 შემთხვევიდან 6 შემთხვევაში (17%- ში) დაფიქსირდა სიკვდილი. ყველა მათგანი განპირობებული იყო პნევმონიით. გრიპის ვირუსი იდენტიფიცირებული იყო მხოლოდ 4 პაციენტის ფილტვიდან. ერთ ინდივიდში გამოვლინდა შტრეპტოცოცცუს ვირიდანს, N ეისსერია სპპ, და K ლებსიელლა სპპ იდენტიფიცირებული ინფლუენსა ვირუსთან ერთად.
- 2005-2009 წწ იანვრამდე შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა ღორის გიპის ვირუსით ადამიანის ინფიცირების 12 შემთხვევა ფატალურობის გარეშე.
- F ორტ D იხ, N ეწ ჟერსეყ ინ 1976- ში 230 ჯარისკაცს შორის ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა ლეტალობა.
- 1988 წელს პრაქტიკულად ჯანმრთელ ორსულ ქალებში დაფიქსირდა ღორის გრიპის ვირუსით დაინფიცირების ფატალური შემთხვევები.

ვის უნდა გავუკეთოთ ტესტირება


H1N1 ინფლუენცა A ვირუსზე ტესტირება ტარდება ინდივიდებში მწვავე ფებრილური რესპირაციული დაავადებით ( ტემპერატურა 100FF ან მაღალი და ერთი ნიშანი მაინც შემდეგიდან: რინორეა, ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი, ხველა) ან სეფსისის მსგავსი სინდრომი.H ტესტირების პრიორიტეტებს წარმოადგენენ:
- პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას
- მაღალი რისკის პაციენტები
- ყველა ინდივიდს არ სჭირდება ტესტირება, განსაკუთრებით თუ დაავადება მსუბუქია და პერსონა არის დადასტურებული შემთხვევეის არიდაან. ტესტირების შესახებ რეკომენდაციები განსხვავებულია სხვადასხვა ჯგუფებში.



ნიმუში - პანდემიური H1N1 ინფლუენცა A დიაგნოსტიკის მიზნით აუცილებელია ზედა რესპირაციული ტრაქტის ნიმუშის ( ნაზოფარინგეალური ნაცხი, ნაზალური ნაცხი, ყელის ნაცხი, ოროფარინგეალური და ნაზოფარიგეალური ნაცხი კომბინაციაში, ნაზალური ასპირატი) შეგროვება. ინტუბირებულ პაციენტებში ენდოტრაქეალური ასპირატი.
ნაცხისთვის გამოიყენება სინთეტური მწვერვალი ( მაგ: პოლყესტერ ან D აცრონ) ალუმინის ან პლასტიური ტარით. კოტონის ბოლოთი ან ხის ჯოხით არ არის რეკომენდირებული. კალციუმის ალგინატით ასევე მიუღებელია. კოლექტორი, რომელშიც შვაბი თავსდება უნდა შეიცავდეს 1-3 მლ ოფ ვირალ ტრანსპორტ მედია- ს.
ნიმუში უნდა მოვათავსოთ ვირუსის ტრანსპორტ მედიაში და გავაჩეროთ 4 გრადუსზე ან გავაციოთ სასწრაფო ტრანსპორტირებისთვის. ლაბორატორიაში ნიმუში იყინება 4- დან -70 გრადუსამდე. თუ ასეთი გაყინვა არ არის შესაძლებელი გაყინვა უნდა მოხდეს
ნიმუში მშრალად უნდა მოხვდეს სახალხო ჯანმრთელობის ლაორატორიაში, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ყველა ლაბორატორიებიდან.



რეკომენდაციური ტესტები - აშშ- ში დიაგნოსტიკისათვის რეკომენდებულია რევერსული ტრანსკრიპტაზა ( ღთ)-P ჩღ ინფლუენცა A, B, H1 და H3. თუმცა ზოგ ქვეყნებში გამოიყენება მხოლოდ საჭიროებისამებრ.
2009 წლის H1N1 ინფლუენცა A ასოცირებული პანდემიური შემთხვევებიდან ღთ-P ჩღ დადებითი იყო ინფლუენცა A- ზე და უარყოფითი H1 და H3- ზე.
პანდემიური H1N1 ინფლუენცა A იზოლირება ხდება კულტურისთვის. მაგრამ კულტურა ძალზედ ნელია და ნაკლებად გვეხმარება მართვაში. უარყოფითი ვირუსული კულტურა არ გამორიცხავს ასევე პანდემიური H1N1 ინფლუენცა A ინფექციას.
შესაძლებელია ასევე გამოვიყენოთ ანტიგენის სწრაფი ტესტი, თუმცა დადასტურება ხდება მხოლოდ რევერსიული ტრანსკრიპტაზას მეთოდით ან კულტურით.
სწრაფი ტესტის სენსიტიურობა და სპეციფიურობა განსაზღვრული არ არის, ხოლო სეზონურ ვირუსულ ინფლუენცაზე ნანახია დაბალი სენსიტიურობა და სპეციფიურობა.
კომერციულად შესაძლებელ სწრაფ ანტიგენის ტესტს შეუძლია განასხვავოს ინფლუენცა A და B ვირუსები. აქედან გამომდინარე პაციენტები ინფლუენცა B ვირუსებით არ არიან საეჭვო პანდემიურ ვირუსზე. ამისგან განსხვავებით პაციენტებში, რომელთაც გამოუვლინდათ დადებითი სწრაფი ტესტი ინფლუენცა A ვირუსზე უნდა გავითვალისწინოთ სხვა კრიტერიუმები. უარყოფითი სწრაფი ტესტი არ გამორიცხავს ინფექციას.
იმუნოფლუორესცენცული ანტისხეულების ტესტი- პირდაპირი ან არაპირდაპირი ანტისხეულების ტესტით(DFA ორ IFA) შეიძლება განვასხვავოთ ინფლუენცა A და B ვირუსები. აქედან გამომდინარე პაციენტები დადებითი (DFA ორ IFA) შეიძლება იყოს საეჭვო თუ გამოვლინდა სხვა კრიტერიუმებიც. უარყოფითი პასუხი არ გამორიცხავს პანდემიური ინფლუენცას არსებობას.

განმარტებები:


დეფინიცია იცვლება იმასთან დაკავშირებით რაც მეტი ცნობები იქნება ვირუსზე და გამომწვევ სინდრომებზე. შემთხვევები დადასტურებულია შეერთებული შტატებში დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებით.
გრიპის მსგავსი დაავადება განისაზღვრება ცხელებისას ( ტემპერატურა100F[37.8] ან მეტი ხველით და ყელის ტკივილით ინფლუენსას სხვა ცნობილი მიზეზის არარსებობისას.
სხვადასხვა განმარტებებია მოწოდებული დაავადებბის კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ.
დადასტურებული შემთხვევები განიმარტება როგორც ლაბორატორიულად რევერსიული ტრანსკრიპციით ან კულტურით დადასტურებული ინფლუენცა მსგავსი დაავადებების შემთხვევები.
შესაძლო პანდემიური ინფლუენცას შემთხვევები განიმარტება როგორც ინდივიდები ინფლუენცას მსგავსი დაავადებებისას დადებითია ინფლუენცა A- ზე მაგრამ უარყოფითი H1 და H3 ღთ-P ჩღ მეთოდის გამოყენებით.
საეჭვოა პანდემიური H1N1 ინფლუენცა A ინდივიდებში, რომელთაც არ ეხებათ განმარტება დადასტურებული პანდემიური H1N1 ინფლუენცა A, მაგრამ აქვთ გრიპის მსგავსი დაავადება და ეპიდემიოლოგიური ხაზი ( გასულ დღეებში მოხვდნენ დადასტურებულ ან შესაძლო შემთხვევებთან).
მაღალი რისკის ჯგუფები: მიეკუთვნებიან სამედიცინო პირობები, ინდივიდები შესაბამისი ასაკით, ორსულები და ინფლუენცა გართულებების გაზრდილი რისკის ჯგუფები.
დახურული კონტაქტი - დახურული კონტაქტი წარმოდგენილია განცალკევებით.

რეკომენდაციების შეჯამება


პანდემია2009
- 2009 წლის მარტსა და აპრილში მექსიკაში შეამჩნიეს H1N1 ინფლუენცა A ვირუსი, თანამიმდევრული შემთხვევებით სხვა ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში. 2009 წლის 11 ივლისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოავლინა მისი პანდემიური დონის ზრდა უმაღლეს დონემდე და გამოყო პანდემიის მეექვსე ფაზა, რაც ინდიკატორია ვირუსის ფართოდ გავრცელების ამ ორ ქვეყანაში.
- 2009 წლის ზაფხულის პანდემია განპირობებული იყო H1N1 ვირუსით, რომელიც მანამდე არ იყო განხილული ღორებსა და ადამიანებში. ამ ჯაჭვში გამოვლინდა გენეტიკური აწყობა ღორის, ადამიანებისა და გრიპის ჯაჭვების.
ინფლუენსა ვირუსი შეიძლება გადაეცეს ჰაერწვეთოვანი გზით ( ცემინებით და ხველით) და დაბინძურებულ საგნებზე კონტაქტით.
H1N1 ინფლუენცა A ვირუსით დაინფიცირებული პაციენტები უფრო კონტაგიოზურები არიან პირველი დღეებიდან სიმპტომებისა და ნიშნების განვითარებაისას და ცხელების გაქრობამდე. თუმცა, რამდენადაც ვირუსის გამოყოფა არ არის დადასტურებული ინდივიდები კონტაგიოზურად ითვლება გამოჯანმრთელებიდან 7 დღე.
ინფექციის კონტროლი და სოციალური დისტანცია გვეხმარება ინფექციის გადაცემის შეზღუდვაში.

კლინიკური ნიშნები:


კლინიკური ნიშნებითა და სიმპტომებით H1N1 ინფლუენცა A პანდემიური ვირუსი მსგავსია სეზონური ინფლუენცა ვირუსის. ტიპიური კლინიკური მანიფესტაციაა ცხელება, თავის ტკივილი, ხველება, ყელის ტკივილი, მიალგია, გამონაყარი, და საერთო სისუსტე. 2009 პანდემიის განმავლობაში სწრაფი პროგრესული პნევმონია, რესპირაციული უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი მოწოდებულია ზოგ შემთხვევაში.
დიაგნოსტიკური ტესტები- H1N1 ინფლუენცა A პანდემიური ვირუსის დიაგნოსტიკის გაიდლაინი მოწოდებულია შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ. შესაბამისი რეკომენდაციები შესაძლებელი ვიპოვოთ შესაბამის საიტზე.
- ყვლა საეჭვო H1N1 ინფლუენცა A პანდემიური დაინფიცირებულს არ ესაჭიროება დიაგნოსტიკური დადასტურება, განსაკუთრებით თუ დაავადება მსუბუქია ან პერსონა არის დადასტურებული შემთხვევების არედან რეგიონიდან.
შეერთებულ შტატებში საეჭვო შემთხვევებში რეკომენდირებულია დიაგნოსტიკის რევერსული ტრანსკრიპტაზა მეთოდი A, B, H1 და H3 ინფლუენცა ვირუსებისათვის, რაც დადასტურებულია შტატების ჯანმრთელობის დეპარტამენტის ლაბორატორიაში.
H1N1 ინფლუენცა A პანდემიური ვირუსის დასადასტურებლად საჭიროა ზედა რესპირაციული ტრაქტის ნიმუშის ( ნაზოფარინგეალური ნაცხი, ცხვირის ნაცხი, ყელის ნაცხი, კომბინირებული ნაზოფარინგეალური და ოროფარინგეალური ნაცხი და ნაზალური ასპირატი) შეგროვება. შესაბამისი ნიმუში გამოიყენება ოპტიმალური ნიმუშის კოლექციისათვის.
პანდემიური H1N1 ინფლუენცა A ვირუსის შემთხვევები.
განმარტებები: საეჭვო, საალბათო და დადასტურებული H1N1 ინფლუენცა A ვირუსის ინფექცია დაფუძნებულია სიმპტომებზე, ნიშნებსა და ეპიდემიოლოგიურ ინფორმაციაზე.


H1N1 ინფლუენცა ვირუსის მკურნალობა


ღორის ინფლუენცა ვირუსით ინფიცირდება ღორები, მაგრამ მაგრამ შესაძლებელია გადაკვეთოს ადამიანის იმუნიტეტის ბარიერი. უკანასკნელად მოწოდებულია ადამიანიდან- ადამიანზე გადაცემა, მაგრამ დადასტურებულია მცირე შემთხვევაში.
2009- წლის მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში H1N1 ინფლუენცა A ინფექცია აღმოჩნდა მექსიკაში, და თანამიმდევრულად გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნებში მათ შორის შეერთებულ შტატებშიც. 2009- წლის 11 ივლის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეაფასა, როგორც პანდემიური დონიდან მაღალ დონეზე გადასვლა 6 ფაზა, რაც მაჩვენებელია ვირუსის ორ კონტინენტზე მაინც საზოგადოებრივი გავრცელების.
აქვე გადახედეს მკურნალობასა და პრევენციას. ეპიდემიოლოგია, კლინიკური მაიფესტაცია და დიაგნოზი H1N1 ინფლუენცა A ვირუსის აღწერილია განცალკევებულად. სეზონური მკურნალობა და პრევენცია გადახედვას ექვემდებარება.

დეფინიცია


დაავდების განმარტება იცვლება, რაც მეტი ინფორმაცია გვაქვს ამ ვირუსზე და მისდან გამოწვეულ სინდრომებზე. გრიპის მაგვარი დაავადება განიმარტება როგორც ცხელება ( ტემპერატურა-37,8 გრადუსი ან მეტი) ხველით, ყელის ტკივილით, H1N1 ინფლუენცა A ვირუსით დაავადებული განიმარტება, როგორც ინფლუენცას მაგვარი დაავადება ლაბორატორიული დადასტურებით P ჩღ- ით.


რისკ- ჯგუფებს მიეკუთვნება:


- 5 წლამდე ასაკის ბავშვები ( განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკი)
- 65 წელს გადაშორებულები
-19 წლამდე ასაკის ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდნენ ასპირინით და იმყოფებიან რეის სინდრომის განვითარების საფრთხის ქვეშ.
- ორსული ქალები
- ქრონიკული დაავადებით დაავადებული ადამიანები, რომლებსაც ესაჭიროებათ სამედიცინო მომსახურების მიღების გაგრძელება მაგ: ფილტვის ქრონიკული დაავადება, ასთმა. გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენება წინა წლის განმავლობაში.
- კარდიოვასკულარული დაავადებით დაავადებულები, გარდა იზოლირებული ჰიპერტენზიისა.
- ავთვისებიანი სიმსივნეები
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულები პირები
- ღვიძლის ქრონიკული დაავადება
- შაქრიანი დიაბეტი
- ჰემოგლობინოპათიები, როგორიცაა ნამგლისებრ უჯრედოვანი ანემია
- იმუნოდეპრესია HIV ინფექციის ჩათვლით( განსაკუთრებით თუ ჩD4<200 უჯრ/ მკ. ლ)
- ორგანოების ტრანსპლანტაცია
- ბავშვები მეტაბოლური დარღვევებით
- ბავშვები, რომლებიც ცუდად იღებენ სითხეს ღებინების და დიარეის შენდეგ.
- ფარული კონტაქტები ( უვლიდა ან ცხოვრობდა ადამიანთან, რომელსაც ქონდა H1N1


საეჭვო შემთხვევების სამედიცინო დახმარება
არ არის აუცილებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და მკურნალობა ყველა ადამიანის, ვისაც აქვს ეჭვი რომ აქვს H1N1 . სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ სერიოზულად მოავადე ადამიანები და გართულების რისკის ქვეშ მყოფნი.

ანტივირუსული თერაპია


ვირუსი მგრძნობიარეა ნეირამიდაზას ინჰიბიტორის მიმართ ( ოსელტამივირი და ზანამივირი), რეზისტენტულია ამანტადინსა და რიმანტადინზე.
2009 წლის ივნისში H1N1 გრიპის ვირუსი, რომელიც რეზისტენტული იყო ოსელტამივირზე მგრძნობიარე აღმოაჩნდა ზანამივირზე. ა. შ. შ- ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა გამოიმუშავა გაიდლაინები ანტივირუსული პრეპარატების გამოყენების შესახებ, თუმცა ახალი ინფორმაციის მიღებასთან ერთად ეს რეკომენდაციები შეიძლება შეიცვალოს.
მკურნალობა უნდა დავიწყოთ რაც შეიძლება ადრე დაავადების დაწყებიდან48 საათის განმავლობაში.
შედეგი ასევე ყოფილა დაავადების დაწყებიდან 48 საათის შემდეგ მკურნალობის დაწყებისას.
რეკომენდირებულია ანტივირუსული პრეპარატით ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობა, რომლებსაც აქვთ დადასტურებული, საეჭვო ან საალბათო H1N1 ინფლუენცა A ვირუსი და იმყოფებიან გართულების რისკის ქვეშ.
პანდემიის დროს პაციენტები მსუბუქი ავადობით არ საჭიროებენ გამოკვლევებსა და მკურნალობას თუ არ არის გართულების რისკი.
მედიკამენტის მიღების საკითხი უნდა გადაწყვიტოს კლინიცისტმა.
რეკომენდაციას უწევენ ან ზანამივირს და ან ოსელტამივირს.
ზანამივირის უკუჩვენებაა: ასთმა ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
პანდემიისას პირები, რომლებიც ეჭვობენ რომ აქვთ ინფლუენცა, მაგრამ არა აქვთ ეპიდემიოლოგიური კავშირი H1N1 ვირუსთან, რეკომენდირებულია იმკურნალონ ნეირამიდაზას ინჰიბიტორით- ზანამივირით და არა ოსელტამივირით. პაციენტები, რომლებიც ვერ იღებენ ზანამივირს, რეკომენდირებულია ადამანტანის( რიმანტადინი ან ამანტადინი) დამატება ოსელტამივირთან.
დოზირება იგივეა H H1N1 ვირუსის დროს, რაც სეზონური გრიპის დროს.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობაა 5 დღე

ორსულობა


ვირუსული დაავადება განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება ორსულებში. იზრდება სიკვდილიანობის რისკი ორსულთა დაინფიცირების დროს.
არაკეთილსასურველი შედეგები აღმოაჩნდათ ქალებს, რომლებიც იღებდნენ ოსელტამივირს ან ზანამივირს ორსულობის დროს.
H1N1 ვირუსით დაავადებულ ქალებში მედიკამენტის მოქმედების ეფექტურობა A აჭარბებს ნაყოფის დაზიანების თეორიულ რისკს. რეკომენდირებულია ოსელტამივირი, ვიდრე ზანამივირი. დამატებითი თერაპიისთვის გამოიყენება აცეტამინოფენი, როცა აღინიშნება ცხელება. ბავშვებში, რომელთა ასაკი მეტია ან ტოლია 1 წლის ეფექტურია ოსელტამივირი A და B ტიპის ვირუსზე. ზანამივირი ეფექტურია ბავშვებში, რომელთა ასაკი მეტია ან ტოლი 7 წლის.
ა. შ. შ- ის კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია იძლევა ნებას უკიდურეს შემთხვევაში ოსელტამივირის ან ზანამივირის გამოყენების მცირე ასაკის ბავშვებში პანდემიის დროს.
- 1 წლის ასაკის ქვემოთ არასასურველი შედეგი იშვიათია. ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას ნებისმიერ ჰოსპიტალიზირებულ პაციენტს დაავადებულს ვირუსით ან ეჭვის ქვეშ მყოფს.
- გართულებების მაღალ რისკს წრმოადგენენ პაციენტები: თანაარსებული დაავადებებით, 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წელზე ნაკლები ასაკისა


თუ პაციენტს აღენიშნება ვირუსის მსუბუქი ნიშნები და არ იმყოფება რისკის ქვეშ, არ საჭიროებს გრიპზე ტესტირებას, ხოლო ანტივირუსული თერპიის ჩატარების საკითხი წყდება ექიმის მიერ.
წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდირებულია ოსელტამირით მკურნალობის დაწყება რაც შეიძლება სწრაფად, დოზები ამ წამლით მკურნალობის იგივეა, რაც ჩვეულებრივი სეზონური გრიპის სამკურნალოდ. სასურველია მკურნალობის გაგრძელება 5 დღით.


დოზები 1 წლამდე ასაკში შემდეგნაირად ნაწილდება:

• 3 თვემდე _ 12 მგ 2- ჯერ დღეში
• 3-5 თვემდე_ 20 მგ 2 ჯერ დღეში
• 6-11 თვემდე_ 25 მგ 2 ჯერ დღეში

ანტივურუსული მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 5 დღის განმავლობაში.
ძალიან იშვიათია გვერდითი ეფექტები სერიოზული ნეიროფსიქიატრიული მოვლენების სახით.
ბავშვებს, რომელთაც სავარაუდოდ აქვთ ეს გრიპი, არ უნდა მიიღონ ასპირინი ან მისი შემცველი მედიკამენტები რეიეს სინდრომის განვითარების რისკის გამო.

 

ანტიბაქტერიული მკურნალობა_ პაციენტს, რომელსაც გრიპი გაურთულდება პნევმონიით აუცილებელია ნამკურნალევი იქნას იგივე სქემით, რითაც ინკურნება ამბულატორიული პნევმონია. ჰოსპიტალიზირებული პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ნეკროზული/ ღრუოვანი ინფილტრატები ან ემპიემა უნდა ვივარაუდოთ რომ დაავადება გამოწვეულია მეთიცილინ რეზისტენტული სტაფილოკოკით და საჭიროა მათი შესაბამისი მკურნალობა.
ანტივირუსული პროფილაქტიკა_ პროფილაქტიკა საჭიროა იმ მოზრდილ ადამიანებში, რომელთაც ქონდათ მჭიდრო კონტაქტი დაავადებულთან.
აშშ- ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ანტივირუსული პროფილაქტიკის შესახებ გვაძლევს შემდეგ რეკომენდაციებს:
- ვირუსით დაავადებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ის პირები, რომლებიც გარკვეულ რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ( ქრ. დაავადების მქონე პირები, 65 წელზე მეტიასაკი, ორსულები) საჭიროებენ ანტივირუსულ პროფილაქტიკას.
- პროფილაქტიკურ მკურნალობას საჭიროებენ სამედიცინო პერსონალი, სახალხო მუშაკები, დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები.
არჩევის პრეპარატები: ოსელტამივირი და ზანამივირი შეიძლება გამოყენებული იქნას საპროფილაქტიკოდ იგივე დოზებით, როგორც სეზონური გრიპის დროს.
აშშ- ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყველა ორსულს, მყოფს ორსულობის II ან III ტრიმესტრში ურჩევს პროფილაქტიკის ჩატარებას თუ მათ ქონდათ მჭიდრო კონტაქტი დაავადებულთან.
პირველი რიგის პრეპარატად გამოიყენება ზანამივირი, მათ ვისაც აღენიშნებათ ასთმა ან ფქოდ- ი ალტერნატიულ პრეპარატს წარმოადგენს ოსელტამივირი.
ოსელტამივირი და ზანამივირი მართაია გამოიყენება ორსულობის დროს, თუმცა მათი მავნე ზეგავლენა ნაყოფზე ბოლომდე შესწავლილი არ არის, არც უარყოფითი მოქმედება ნაყოფზე არ გამოვლენილა.
პროფილაქტიკა სასურველია გაგრძელდეს 2 კვირის გამნავლობაში კონტაქტიდან და მინიმუმ 7 დღე გაგრძელდეს დაავადების სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში.
დამატებითი პროფილაქტიკის ჩატარება მოწოდებულია:
- იმ პირებში, რომლებიც იმყოფებიან გართულებების მაღალი რისკის ქვეშ ( ქრ დაავადების მქონე პაციენტები, 5 წლამდე ასაკი) და ქონდათ მჭიდრო კონტაქტი დაავადებულთან
ოსელტამივირი და ზანამივირი საპროფილაქტიკოდ მოწოდებულია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა მათი გამოყენება არ შეიძლება 3 თვემდე ასაკის ბავშვებში გარდა კრიტიკულად მძიმე პაციენტებისა.

 

პედიატრიული დოზები_ 1 წლამდე ასაკში:
- 3 თვემდე _ არა არის რეკომენდირებული
- 3-5 თვემდე_ 20 მგ ერთხელ დღეში
- 6-11 თვემდე_ 25 მგ D დღეში ერთხელ
პროფილაქტიკის გაგრძელება რეკომენდირებულია კონტაქტიდან 10 დღის მანძილზე.
თუ კონტაქტიდან 7 დღეზე მეტია გასული პროფილაქტიკის ჩატარებას აზრი არ აქვს.


ვაქცინაცია_ საპროფილაქტიკო ვაქცინების გამოცემა დაიწყო 2009 წლის მაისის ბოლოს, ჯერ- ჯერობით არ არის ვაქცინის ის რაოდენობა, რომელიც საკმარისი იქნება პოპულაციისათვის და ამიტომ ის გამოიყენება განსაზღვრულ ჯგუფებში: ორსულებში, 6 თვის ზევით ინდივიდებში ქრონიკული დაავადებებით, პრაქტიკულად ჯანმრთელ ინდივიდებში 15- დან 45 წლამდე ასაკში, პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებში, პრაქტიკულად ჯანმრთელ მოზრდილებში50- დან 64 წლამდე და პრაქტიკულად ჯანმრთელ მოზრდილებში >/=65 წ. სხვადასხვა ქვეყნებში ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს ქვეყნისთვის დამახასიათებელი სპეციფიური ფაქტორები.
არსებული სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არ შეიცავს H1N1 ინფლუენცა A ვირუსის ანტიგენებს, რომელიც გამოვლინდა 2009 წლის გაზაფხულში.

 


პნევმოკოკური ვაქცინაცია წარმოადგენს მეორადი ინფიცირების პრევენციის საშუალებას. პნევმოკოკური ვაქცინაცია რეკომენდირებულია მხოლოდ იმ ინდივიდებში, რომელთაც ეხებათ შეერთებული შტატების იმუნიზაციის პრაქტიკის რჩევის კომიტეტის მიერ მოწოდებული კრიტერიუმები.
ინფექციის კონტროლი – რეგიონებში სადაც ცნობილია H1N1 ინფლუენცა A ვირუსის შემთხვევები, ფებრილური რესპირაციული დაავადებებით ( ტემპერატურა100�F და მეტი და ერთ ერთი კლინიკური ნიშანის არსებობა შემდეგიდან: რინორეა, ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი და ხველა) პაციენტების მართვა ხდება ინფექციის კონტროლის გაიდლაინის გამოყენებით. იგივე ეხება ასევე პაციენტებს მძიმე ფებრილური რესპირაციული დაავადებებით, რომლებიც უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ კონტაქტქტში დადასტურებული ან საეჭვო H1N1 ინფლუენცა A ვირუსით დასნებოვნებულებთან ან მოგზაურობდნენ იმ რეგიონებში სადაც იყო დადასტურებული შემთხვევები.
პანდემიის გამოვლინებისას ეპიდემიოლოგიური ხაზი შეიძლება დაიკარგოს.

 


ჯანმრთელობის მუშაკმა უნდა მოახდინოს რესპირაციული დაავადებებით პაციენტების სკრინინგი და სიმპტომური პაციენტების იზოლირება. პოტენციურად დაინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტისას აუცილებელია ჰიგიენური ღონისძიებების მკაცრად დაცვა. მკაცრად უნდა მოხდეს იმ ადამიანთა სკრინიგი, რომლებიც სარგებლობენ პაციენტის კონდიციონერით. იზოლირებისას პაციენტი უნდა განთავსდეს ერთადგილიან პალატაში. პალატის განიავება უნდა მოხდეს ფანჯრების გაღებით ან ეფექტური ფილტრაციული აპარატით. აღნიშნული გრძელდება გამოჯანმრთელებიდან 7 დღის განმავლობაში. ჯანმრთელობის ყველა მუშაკმა და ნიმუშის შემგროვებელმა უნდა ჩაიცვას ფიტ- ტესტედ N95 რესპირატორები რუტინული მკურნალობის დაწყებამდე და გამოიყენოს არასტერილური ხელთათმანები, ხალათი და თვალების დამცავი. ხელების ჰიგიენა მოიცავს ხელების დაბანას წყლითა და საპნით და დაბანის შემდეგ ხელების დამუშავება უნდა მოხდეს სტერილური ხსნარით. ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებების საიზოლაციო პალატა, სადაც ჰაერი იცვლება უარყოფითი წნევით, საჭიროა ჰაერი გამოიცვალოს ყოველ 6-12 ჯერ საათში, თუ შესაძლებელია. `.
პაციენტმა ოთახის დატოვებისას უნდა გამოიყენოს ქირურგიული ნიღაბი და ხელების ჰიგიენა.

 


ჯანმრთელობის მუშაკის მონიტორინგი ფებრილურ რესპირაციულ დაავადებებზე უნდა მოხდეს ყოველდღიურად.
იმ კოლექტივებში სადაც აღინიშნება ღორის ვირუსი სასურველია დაავადებულს მიეცეს 1 კვირიანი ბიულეტენი, ან სანამ ყველა სიმპტომი არ გაივლის მანამდე გათავისუფლდეს. მაგრამ თუ დაავადებულს კონტაქტი არ ქონია ღორის ვირუსით დაავადებულთან და აღენიშნება უბრალოდ სეზონური გრიპის სიმპტომატიკა საჭიროა ქვეყანაში მიღებული გაიდლაინის მიხედვით მოქმედება და სამსახურში დაბრუნების განსაზღვრა. თუ რომელიმე კოლექტივის წევრს კონტაქტი ქონდა ღორის ვირუსით დაავადებულთან, მაგრამ არ გამოვლენია სიმპტომები და ამავდროულად იტარებს პროფილაქტიკურ მკურნალობას, შეუძლია იაროს სამსახურში შეზღუდვის გარეშე

 


უნდა მოხდეს მნახველების შეზღუდვა გარდა მომვლელებისა და გულშემატკივრებისა. მათი სკრინინგი აუცილიბელია ფებრილურ დაავადებებზე ჰოსპიტალში მოხვედრამდე. ჰოსპიტალში უნდა გამოიყენონ ფიტ- ტესტედ N95 რესპირატორები არასტერილური ხელთათმანები, ხალათი და თვალების დამცავი. გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ ხელების ჰიგიენასა და ჰისპიტალში ვიზიტის შეზღუდვის შესახებ.

სოციალური დისტანციური ღონისძიებები:


აშშ- ს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი H1N1 ინფლუენცა A ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რეკომენდაციას უწევს სახლის პირობებში დაავადებული ინდივიდების იზოლირებასა და რესპირატორებისა და სახის ნიღბების გამოყენებას.
გართულებების გაზრდილი რისკის მქონე პირებმა ( პირები ქრონიკული დაავადებებით, ბავშვები 5 წლამდე და ორსულები) თავი უნდა აარიდონ საზოგადოებრივი შეკრების ადგილებს სადაც მაღალია აღნიშნული ვირუსის გამოვლინების რისკი.
სახის ნიღბებისა და რესპირატორების ეფექტურობა H1N1 ინფლუენცა A ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ცნობილი არ არის. სახის ნიღაბი ადამიანს იცავს დიდი ნაწილაკებისაგან, ხოლო N95 რესპირატორი მცირე ნაწილაკებისაგან. N95 რესპირატორი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისა და ინდივიდებისათვის სახეზე თმებით.
სახის ნიღბისა და N95 რესპირატორის გამოყენება არ არის რეკომენდირებული იმ პირებში, რომლებიც არ წარმადგენენ გრიპის გართულებების გაზრდილ რისკს საზოგადოებასა H1N1 ინფლუენცა A ვირუსის ცირკულაციის ადგილებში. ის გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
• ხალმხრავალ ადგილებსა და დახურული კონტაქტის პირობებში, სადაც აღნიშნული ვირუსის გადაცემის შემთხვევები დადასტურებულია.

ახალშობილები:


მშობიარობა და შემდგომი პერიოდი – აშშ- ს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მშობიარობისას რეკომენდაციას უწევს ქალებს სავარაუდო ან დადასტურებული H1N1 ინფლუენცა A ვირუსით:
- ჩაიტაროს ანტივირუსული თერაპია როგორც კი შესაძლებელია
- იზოლირება მოხდეს დაავადებული პაციენტის ჯანმრთელი ორსული ქალისაგან
- გამოიყენოს ნიღბები მშობიარობისას.
დაავადებულმა პაციენტმა თავი უნდა აარიდოს თავის შვილთან დახურულ კონტაქტს ანტივირუსული თერაპიის დაწყებამდე 48 სთ, ტემპერატურის გაქრობამდე ან ხველისა და სეკრეტის კონტროლამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ახალშობილი უნდა იყოს ცალკე ოთახში სხვა ჯანმრთელ ადამიანთან და პაციენტმა უნდა მისცეს თავისი რძე ახალშობილს ჯანმრთელი ინდივიდიდს მეშვეობით.
პაციენტმა ახალშობილთან კონტაქტის დაწყებისას უნდა გამოიყენოს ნიღაბი, სუფთა ხალათი ან ტანსაცმელი, დაიცვას ხელის ჰიგიენა და ხველის ეტიკეტი. დაიწყოს ძუძუთი კვება თუ შესაძლებელია. აღნისნული ქცევები გაგრძელდეს გამოჯანმრთელებიდან 7 დღე.
ახალშობილი პოტენციურად დაინფიცირებულად ითვლება დაბადებიდან მეორე დღიდან დედის გამოჯანმრთელებიდან 7 დღემდე.
აშშ დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციას უწევს H1N1 ინფლუენცა A ვირუსის დაინფიცირებული დედების მიერ ძუძუთი კვებას, რამდენადაც ეს მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის 6 თვემდე ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების პასიური ტრანსპორტის მიზნით. გრიპის მსგავსი დაავადებით დაავადებულმა დედებმა უნდა კვებონ თავიანთი ბავშვები ძუძუს რძით ბოთლის საშუალებებით ჯანმრთელი ოჯახის წევრების მეშვეობით. თუ ეს არ არის შესაძლებელი ბავშვის ძუძუზე მიყვანისას უნდა გამოიყენონ ნიღბები. თუ არც ნიღაბია შესაძლებელი ხველისას და ცემინებისას უნდა გამოიყენონ ნაჭერი.
H1N1 ინფლუენცა A ვირუსის დედის რძით გადაცემის რისკის შესახებ უცნობია. ანტივირუსული თერაპია ან პროფილაქტიკური თერაპია ძუძუთი კვების უკუჩვენებას არ წარმოადგენს.
H1N1 ინფლუენცა A ვირუსით დაინფიცირებული ახალშობილების კვება უნდა გაგრძელდეს დედის რძით.

შემაჯამებელი რეკომენდაციები:


- სავარაუდო, საალბათო და დადასტურებული H1N1 ინფლუენცა A ვირუსის ინფექციის განმარტება დამოკიდებულია სიმპტომებზე, ნიშნებსა და ეპიდემიოლოგიური მონაცემებზე
- მკურნალობა – 2009 წელს გამოვლენილმა მოცირკულირე ღორის H1N1 ინფლუენცა A ვირუსმა უმრავლეს შემთხვევებში ინ ვიტრო გამოავლინა მგრძნობელობა ნეირამიდაზა ინჰიბიტორებზე: ოსელტამივირი და ზანამივირი, მაგრამ ყველა ჯაჭვი აღმოჩნდა რეზისტენტული ამანტადისნსა და რიმანტადინზე. თერაპიის ეფექტურობის დამადასტურებელი კლინიკური კვლევები არ არსებობს.
- ყველა ინდივიდს საეჭვო ღორის H1N1 ინფლუენცა A ვირუსზე არ ესაჭიროება მკურნალობა და ექიმთან ვიზიტი. აღნიშნული საჭიროა მძიმე დაავადებისას და გართულებების მაღალი რისკის შემთხვევაში.
- ანტივირუსული თერაპია ( ზანამივირითა და ოსელტამივირით) რეკომენდირებულია ყველა ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში დადასტურებული ან საეჭვო ღორის H1N1 ინფლუენცა A ვირუსით ინფექციის შემთხვევაში და პაციენტებში გართულებების გაზრდილი რისკით.
- იმ ადგილებში სადაც ცირკულირებს ოსელტამივირ რეზისტენტული სეზონური H1N1 ინფლუენცა A ვირუსი, უმჯობესია ზანამივირის გამოყენება. პაციენტებს, რომელთაც არ შეუძლიათ ზანამივირის მიოღება, შესაძლებელია ადამანტანის კომბინაცია ( რიმანტადინი ან ამანტადინი) ოსელტამივირთან.
- მკურნალობა უნდა დავიწყოთ როგორც კი შესაძლებელია. დაავადების მსუბუქზე მეტი სიმძიმისას მკურნალობა უნდა დავიწყოთ სიმპტომების გამოვლინებიდან 48 სთ- ში.
- მკურნალობის ხანგრძლივობა არის 5 დღე.
- ორსული ქალებისა და ადრეული ასაკის ბავშვების მკურნალობის რეკომენდაციები მოცემულია ზევით.
- ღორის H1N1 ინფლუენცა A ვირუსისი პროფილაქტიკის შედეგებზე კლინიკური კვლევები არ არსებობს.
- აშშ- ს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აჟამად იღებს გადაწყვეტილებას ვის ესაჭიროება პროფილაქტიკა და ვის არა. (2 ც დონე)
- იმ პაციენტებში, რომლებშიც საჭიროა პროფილაქტიკური ღონისძიებები, რეკომენდირებულია ოსელტამივირი ან ზანამივირი (1 ბ დონე)
- ორსულ ქალებსა და ახალშობილებში პროფილაქტიკური რეკომენდაციები მოცემულია ზემოთ
- ინფექციის კონტროლი და სოციალური დისტანცია დამხმარეა ღორის H1N1 ინფლუენცა A ვირუსისი გავრცელების შემცირებაში.

 

მასლა მოგვაწოდა
ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება ,,პედიატრმა”

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player