სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თქვენ თვლით რომ თქვენი ცხვირი არის ძალზე დიდი, ფართო, წარზიდული, კეხიანი? თუ ასეა მაშინ თქვენ ზუსტად იმ კლინიკაში იმყოფებით სადაც დაგეხმარებიან ამ პრობლემის მოგვარებაში. ზოგიერთი ფიქრობს რომ მისი ცხვირი ამოვარდნილია მისი სახის ოვალის ფორმიდან, რომელიც უკარგავს მათ თვალებს ან ტუჩებს  ბუნებრივ სილამაზეს, ამ შემთხვევაში პაციენტი მიმართავს პლასტიკური ოპერაციის მეთოდს , რომელსაც ეწოდება რინოპლასტიკა.

პაატა ჯანაშია: რინოპლასტიკა სტატისტიკურად ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პლასტიკური ოპერაციაა, რომელიც გულისხმობს ცხვირის ფორმის შეცვლას, სწორედ მის ფორმაზე და ზომაზეა დამოკიდებული სახის ძირითადი პროპორციები. ცხვირის პლასტიკური ოპერაციის წარმოებისას საჭიროა გათვალისწინებული იქნას როგორც ესთეტიკური მხარე ასევე მისი ფუნქციონალური მკურნალობა. ხშირად ცხვირის ძგიდე გამრუდებული ან ნიჟარებია ჰიპერტროფიული (გადიდებული). ეს იწვევს სუნთქვის გაძნელებას, რაც პაციენტს დისკომფორტს უქმნის და უვითარებს ჟანგბადის მიწოდების ნაკლოვანებას. ჩვენი გამოცდილებით ასეთ შემთხვევაში საჭიროა ესთეტიკურ პლასტიკასთან ერთად ძგიდის აღდგენითი რეკონსტრუქციული პლასტიკის ჩატარებაც (სეპტოპლასტიკა) და ნიჟარების დაპარატავება. სამივე აღნიშნული ოპერაცია ჩვენს კლინიკაში ერთდროულად შეიძლება გაკეთდეს. ცხვირის ფორმის შეცვლა და გალამაზება მარტო კეხის მოხსნას არ გულისხმობს ამ დროს აუცილებელია სახის არსებული სიმეტრიების ინდივიდუალუირი გაანგარიშება და მისი მიხედვით მოქმედება. ცხვირი სახის ცენტრალურ ფიგურას წარმოადგენმს და მისი ფორმის შეცვლა სიმეტრიების ზუსტი დაცვა და შერჩევა ძირითადი და წამყვანი მომენტია. იგი ჰარმონიულად უნდა ჩაჯდეს სახის სხვა ნაწილებთან შეფარდებაში და არ შეიძლება იყოს სტანდარტული ყველა სახისათვის, თუნდაც ძალიან ლამაზი ფორმის. სასურველია თუ პაციენტს არ ემჩნევა ჩატარებული პლასტიკური ოპერაციის კვალი. ცხვირი კი არ უნდა მოერგოს ოპერაციას, არამედ ოპერაციული ტექტნიკა უნდა მოერგოს ცხვირს. რინოპლასტიკაში გამოყოფენ ორი ტიპის ოპერაციულ ტექნიკას: ღია და დახურული. მსოფლიო და ევრო კონგრესებზე წარმოდგენილი მასალებიდან გამომდინარე, მსოფლიოს სულ უფრო მეტი პლასტიკოსი ქირურგი მიმართავს ღია პლასტიკას, თუმცა ყველა ის ქირურგი, რომელიც ჯერ კიდევ დახურულ მეთოდს ამჯობინებს, აღიარებს, რომ რთულ, ტრავმულ და ნაოპერაციებ ცხვირებზე მუშაობისას ღია მეთოდს დიდი უპირატესობა აქვს. ჩვენს კლინიკაში ორივე მეთოდს ვიყენებთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია პაციენტებისადმი დიფერენციალური მიდგომა. Aაღნიშნული მიდგომით ჩატარებული ოპერაცია ყოველთვის შედეგიანი იქნება. ამას ადასტურებს ჩვენს ცენტრში ჩატარებული საკმაოდ მრავალი წარმატებული ოპერაცია.

ჩვენს კლინიკას ხშირად მომართავენ ისეთი პაციენტები, რომელთაც უკვე გაკეთებული აქვთ რინო ან სეპტოპლასტიკა და უკმაყოფილონი არიან მიღებული შედეგებით. ნაწილი პაციენტების უკმაყოფილება გამოწვეულია ცხვირის ვიზუალური მხარით, ნაწილი აღნიშნავს სუნთქვის გაუარესებას პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, ნაწილი კი ჩატარებული სეპტოპლასტიკის შემდეგ სუნთქვის გაუმჯობესებას არ აღნიშნავს და ცხვირის წვეტის ვიზუალური მხარის Gგაუარესებაზეც საუბრობს. ასეთ შემთვევაში ჩვენ პირველ რიგში პაციენტს ვურჩევთ მიმართოს იმ ქირურგს, რომელთანაც გაიკეთა ოპერაცია. თუ ის მაინც ითხოვს კონსულტაციას, ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია გავარკვიოთ რითია გამოწვეული პაციენტის სურვილი გაიკეთოს რეოპერაცია: თუ ეს პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შედეგია, აქ ხელახლა ჩარევას აზრი არ აქვს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ და დავარწმუნოთ პაციენტი, რომ თავი აარიდოს რეოპერაციას. ასევე ვიქცევით, თუ პრობლემა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ხელმეორედ ჩარევა არ არის გამართლებული. თუ არსებობს რეალური პრობლემა, განვიხილავთ, რამდენად შესაძლებელია ამ პრობლემის გამოსწორება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ პაციენტს დეტალურად ვუხსნით შექმნილ სიტუაციას. ჩვენ არ შეიძლება ზუსტად ვიცოდეთ რა დონის ჩარევა მოხდა პირველი ოპერაციის დროს, რადგან ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე პაციენტს მოეტანოს ჩატარებული ოპერაციის დეტალური ოქმი. გარდა ამისა, ნაოპერაციევი ქსოვილი უკვე დანაწიბურებულია. ამის გამო ასეთ ქსოვილებთან მუშაობა გაცილებით რთული და არაპროგნოზირებადია. ამიტომ რთულია განსაზღვრო რეოპერაციის შედეგიც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც ერთ ასეთ პაციენტს არ ვაძლევთ არანაირ გარანტიას ოპერაციის დადებითი შედეგით დასრულების შესახებ, რეოპერაციას ვაკეთებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ვთვლით რომ შესაძლებელია მივაღწიოთ თუნდაც მცირე გაუმჯობესებას. ამ დროს ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ განვახორციელოთ რთული რეკონსტრუქციული ჩარევა (იგულისხმება აუტო ქსოვილების ტრანსპლანტაცია, იმპლანტის გამოყენება და ყოველივე ამასთან დაკავშირებული გართულებები). ფოტომასალა(ნაოპერაციევი ცხვირები)

 

 

 

 

 


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრი ემთხვევა იმ ავტორთა და ქირურგთა აზრს, რომლებიც რინოპლასტიკის მეორადი ოპერაციისას ღია მეთოდის გამოყენებას ერთადერთ ოპტიმალურ ვარიანტად მიიჩნევს.

 


რინოპლასტიკის და სეპტოპლასტიკის თანამედროვე მეთოდით წარმოებისას ჩვენს კლინიკაში ყურადღება გამახვილებულია შემდგომ ძირითად პრინციპებზე:
1. რინოპლასტიკა ტარდება სრული გაუტკივარებით. პაციენტი არ განიცდის ტკივილს, როგორც ოპერაციის მსველელობისას, ასევე მის შემდგომ პერიოდშიც (ამისათვის ზოგადი ანესთეზია აუცილებელი არ არის) ეს მიიღწევა ვენური სედაციით.
2. ოპერაციის შემდომ პერიოდში, თუნდაც ძგიდეზე წარმოებული ნებისმიერი ჩარევისას, ნესტოებში არ იდება არც ტამპონი და არც სილიკონის მილი.
3. სისხლდენას როგორც ოპერაციის დროს ასევე მის შემდგომ პერიოდში ადგილი არ აქვს.
4. თაბაშირი იხსნება ოპერაციიდან 5-6 დღის შემდეგ და მისი დადება ძილის დროსაც კი აღარ არის საჭირო.
5. ოპერაციის შემდგომი სისხლჩაქცევები ქუთოთოებისა და ირგვლის მდებარე ქსოვილებში გაიწოვება 7-10 დღეში.
6. 10-14 დღეში პაციენტი უბრუნდება მისთვის ჩვეულ ცხოვრების რიტმს.

რინოპლასტიკის შემთხვევაში ასაკის ზედა ზღვარს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ქვედა ზღვარი კი უნდა იყოს 16 წელზე ზევით.



მასალა მოგვაწოდა: “იაშვილი ჯანაშიას ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიული ცენტრი”
მის: დ. უზნაძის # 9
ტელ.: 2 96 70 85;
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player