სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ქალწულობის დაკარგვა პირველი სექსის დროს


გოგონასთვის პირველი სექსი - ეს არა მხოლოდ პირველი სქესობრივი შთაბეჭდილებაა, არამედ ქალური მგრძნობელობის ჩასახვაც. თუ მამკაცი მის მიმართ არ გამოავლენს სინაზეს, ტაქტსა და გაგებას, ქალს სქესობრივი აქტის მიმართ შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე სიცივე და ზიზღი განუვითარდეს. რაც არ უნდა ნაზი და ალერსიანი მამკაცი შეხვდეს მას შემდგომ, იგი ბევრს ვეღარაფერს გამოასწორებს. ფრიგიდული ქალბატონების დაახლოებით ნახევარი, თავისი “სიცივის” მიზეზად ასახელებს პარტნიორის უხეშობას პირველი კონტაქტის დროს. ქალიშვილი დეფლორაციას ფციქოლოგიურად მწვავედ განიცდის პანიკური შიშიდან დაწყებული (მაგ. მასზე ძალადობისას) სასიხარულო-მადლიერი გრძნობით დამთავრებული, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გამო.


არ უნდა მოუსმინოთ რას ყვებიან გარშემომყოფნი პირველი ურთიერთობის შესახებ. ეს ყველასთან სხვადასხვაგვარად ხდება. ქალების უმრავლესობას დეფლორაცია უმტკივნეულოდ გადააქვს. ტკივილის შეგრძნება თქვენს შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული. შიშისა და მოულოდნელობის დროს, ფსიქიკური დისკომფორტისას ადგილი აქვს კუნთების სპაზმს და წარმოიქმნება ტკივილის შეგრძნება. თუ ამ მოვლენის მიმართ მორალურად განწყობილი ხართ და გინდათ ეს ამ მამაკაცთან განიცადოთ, ტკივილი არ უნდა იყოს. ზოგჯერ დეფლორაცია გართულებულია მოსალოდნელი ტკივილისადმი ქალის შიშის გამო, რასაც თან სდევს საშვილოსნოს კუნთების უნებლიე კუმშვა, რაც წინააღმდეგობას უწევს ასოს. თუ ქალი განიმუხტება ყველაფერი კარგად ჩაივლის. მამაკაცი ამ დროს უნდა მოქმედებდეს ნაზად, მაგრამ თავდაჯერებულად. შეეცადეთ იფიქრით არა შიშზე და ფიზიოლოგიურ შეგრძნებებზე, არამედ პარტნიორისადმი გრძნობებზე. ბევრია დამოკიდებული გარემოზეც. ის უნდა იყოს ჩვეული და დამამშვიდებელი.

პირველი სექსუალური გამოცდილება ქალის სექსუალურობის საფუძველია


ზოგჯერ პირველი სქესობრივი კავშირი ქალისთვის არასასურველია. საქალწულე აპკის დაზიანებისას იგი ტკივილს გრძნობს, რომელიც მას ყველა სხვა შეგრძნებას უთრგუნავს. მეორე და მესამე ურთიერთობისას შესაძლოა გაჩნდეს სასიამოვნო შეგრძნებები (იმ პირობით, რომ ქალის ფსიქიკა არ იქნა ტრამვირებული მამაკაცის უტაქტობით) პირველივე კონტაქტის დროს ქალმა შეიძლება მიიღოს კმაყოფილება, ძირითადად ალერსით. არ არის აუცილებელი დეფლორაცია პირველივე ჯერზე მოხდეს ძლიერი ტკივილის დროს ის შეიძლება დაიყოს “ეტაპებად” ელასტიური აპკის შემთხვევაში, ყოველი მცდელობა დაკავშირებულია ხვრელის გაფართოებასთან და ქალს აქვს მტკივნეული შეგრძნებები. დაუშვებელია პარტნიორის უხეშობა, იძულება, რადგან შესაძლოა განვითარდეს შემდგომი გართულებები, ზიზღი კოიტუსისადმი, ვაგინიზმი.


დეფლორაცია უნდა განხორციელდეს დაწოლილ მდგომარეობაში. ტკივილის შემცირება შესაძლებელია, თუ კოიტუსი გარკვეულ პოზებში შესრულდება: საწოლში ქალი ზურგზე წვება, ფეხებს იატაკზე უშვებს, მამაკაცი კი მის ფეხებს შორის დგება და მისი ტანის მიმართ ხელებზე დაყრდნობილი ინტროიტუსს ნელა ასრულებს. კიდევ უფრო უმტკივნეულოდ ითვლება პოზა, როცა ზურგზე დაწოლილი ქალი ბალიშს ან დაგორგლილ გადასაფარებელს იდებს ბარძაყებს ქვემოდან, ფეხებს მუხლებში ხრის და მიაქვს თავისი გულ-მკერდისკენ, ეს უზრუნველყოფს საქალწულე აპკის მაქსიმალურ დაჭიმვას და იოლ დაზიანებას. არ დაგავიწყდეთ თქვენი ვაგინალური კუნთებით მუშაობა.

 

გახსოვდეთ, რომ პარტნიორები უნდა ზრუნავდენენ იმაზე, რათა სიამოვნება მიანიჭონ ერთმანეთს ასეთია კარგი სექსის პოსტულატი. ეს საუკუნეების უკან, ვიქტორიანული ეპოქის ბურჟუაზიული საზოგადოება თვლიდა, რომ ქალს არ შეუძლია სექსით კმაყოფილების მიღება. “ დახუჭე თვალები და იფიქრე ინგლისზე!” ასეთი იყო კლასიკური რჩევა, რომელსაც დედა აძლევდა ქალიშვილს ქორწინებამდე. წესდება კარგად აღზრდილი ქალბატონები არ მოძრაობენ სთავაზობდა “მაღალი წრის ქალბატონებს” დანებებოდნენ მამკაცს პასიურად, მოძრაობის, ემოციების გარეშე (საწოლში, როგორც მაღალი დონის მიღებაზე). XVIII საუკუნეში, აღსარების მიმღები მღვდლებისთვის, დაწერილი იყო: “თუ მამაკაცს თესლდანთხევა დაემართა იქამდე, ვიდრე ცოლმა სიამოვნების მიღება შესძლო, ქალს შეუძლია თვითაგზნებით დაიკმაყოფილოს თავი, მას ასევე ცოდვად არ ეთვლება თუ ის კონტაქტამდე მიმართავს თვითაგზნებას გენიტალიებთან შეხებით, რათა მიიღოს სიამოვნება სქესობრივი სიახლოვისას. 

 

პირველი კოიტუსის დროს ქალებს არ აღენიშნებათ ლუბრიკაცია და ამიტომ რეკომენდებულია ასოს თავზე ვაზელინის წასმა, ხოლო თუ აქტი პრეზერვატივით ხორციელდება წყალზე დამზადებული გელით სოლკოსერილით.

 

დეფლორაციას, როგორც წესი თან სდევს მცირედი სისხლდენა, თუმცა შემთხვევათა 10% -ში ეს არ ხდება. გავრცელებული აზრის თანახმად, წამოსული სისხლი, ქალწულობის დამამტკიცებელია. ამ დროს მკაცრად უნდა იქნას დაცული სასქესო ორგანოების ჰიგიენა. საქალწულე აპკის დარღვევის შემდეგ, შეხორცებამდე, რეკომენდებულია კოიტუსის შეწყვეტა. ნორმით 3-5 დღის შემდეგ საქალწულე აპკის კედლები ხორცდება და შემდგომი ურთიერთობები უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

 

“იდეალური დეფლორატორის პორტრეტი”. ეს არის მამკაცი, დაახლოებით 30 წლის, ის საკმაოდ გამოცდილი და გაწაფულია სექსის საკითხში. ცხოვრებაში ის დამოუკიდებელია, მიეკუთვნება “მამაკაცი-მამის” ფსიქოლოგიურ ტიპს; იგი კარგადაა აღზრდილი, მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები გააჩნია, მორიდებული და მზრუნველია ქალთან ურთიერთობაში. ის სექსუალური ალტრუისტია: მისი პირველადი ამოცანაა ჯერ ქალს მიანიჭოს სიამოვნება, და შემდეგ განიცადოს თვითონ. იგი კარგი აღნაგობისაა, დიდ დროს უთმობს საწოლში ალერსს, ის მშვიდია, თავდაჭერილი და ნაკლებადმოლაპარაკე. შეუძლია კონფლიქტების მოგვარება, ერთგულია, აქვს იუმორის გრძნობა. ამასთან “დეფლორაციის ოსტატი” ცდილობს თავისი გამოუცდელი პარტნიორი ორგაზმამდე მიიყვანოს თითისა და ენის გამოყენებით, რათა ქალმა იცოდეს რა სიმაღლეები ელის და მხოლოდ ამის შემდეგ იყენებს თავის გამაგრებულ “აგრეგატს” და ართმევს “უბიწოების თაიგულს“, რომელსაც ქალი იოლად და სიხარულით ელევა (სისხლისა და ტკივილის დავიწყებით), რათა კიდევ არა ერთხელ განიცადოს მსგავსი სიამოვნება.

 

სქესობრივი ცხოვრების დასაწყისში, ინფექციებისაგან თავდაცვის მიზნით, უმჯობესია პრეზერვატივით სარგებლობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ დარწმუნებული ხართ მამაკაცში. პრეზერვატივი წარმოადგენს თავის დაცვის საკმაოდ საიმედო საშუალებას და გიცავთ არასასურველი ფეხმძიმობისაგან. აუცილებელი მოთხოვნაა პრეზერვატივის მორგება უნდა მოხდეს კონტაქტის დაწყებამდე და მოხსნა აქტის დამთავრების შემდეგ, საშვილოსნოს ლორწოვან გარსთან უშუალო შეხების მორიდებით.


პირველი ჯერისათვის კონტრაცეფციის ადგილობრივი ქიმიური საშუალებებიც გამოდგება ფარმატექსი და პატენტექს ოვალი. ეს საშვილოსნოს საშუალებებია, რომლებიც ინფექციებთან და ფეხმძიმობასთან მიმართებაში პრეზერვატივის მოქმედების მსგავსია. ამავდროულად ისინი ქმნიან ქაფს, რომელიც თავისი მოქმედებით საცხის შემცვლელია. შესაძლო ტკივილის ასარიდებლად მისი შეყვანა უნდა მოხდეს ნელა, მაგრამ არა გაჭიანურებით, თან კარგი საცხის გამოყენებით.


პირველ ღამეს დაფეხმძიმების ან დაინფიცირების ალბათობა ისევე შესაძლებელია, როგორც სქესობრივი კავშირის დანარჩენ შემთხვევებში. თქვენი ორგანიზმი პირველად ხვდება სხვის მიკრობებს და შესაძლოა განვითარდეს საშვილოსნოს ან საშარდე ბუშტის ანთება. გაუფრთხილებლობამ შეიძლება არასასურველ შედეგამდე მიგიყვანოთ: ფეხმძიმობამდე ან თქვენმა პარტნიორმა შესაძლოა გადაგდოთ ინფექციები. ასეთი რამის აკიდება, თან პირველივე ჯერძე ძალიან არასასიამოვნო რამ არის. დაუცველი სექსის დროს ქალი ბევრად უფრო იოლად ინფიცირდება, ვიდრე მამაკაცი, რადგან ქალის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ მიკრობები მასში უფრო იოლად აღწევს, ვიდრე მამკაცის ასოში. ამას გარდა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ქალბატონებში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო ზრდის სხვა შესაძლო დაავადებების და გართულებების განვითარების რისკს. ამიტომ არ დაივიწყოთ ინტიმური ჰიგიენის შესახებ. სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს ინფექციებზე გამოსაკვლევად, საშვილოსნოს ყელის შესამოწმებლად ან რაიმე დაზიანების დროულად გამოსავლენად.


ტელევიზია, კინო, ბულვარული რომანები გვინერგავენ, რომ სასიყვარულო ვნება მუდმივად გრძელდება და თუ თქვენ ერთმანეთი იპოვეთ, მთელ ცხოვრებას ერთად გაატარებთ. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ არის. ვნება ადრე თუ გვიან გადის, ამიტომ სექსუალური ურთიეთობები შევსებულ უნდა იქნას სხვა გრძნობებით. ეს არის ურთიერთპატივისცემა, ზრუნვა, სინაზე, ურთიერთგაგება ყველა გრძნობა რაც შეადგენს სიყვარულს.
თუ გოგონა მომწიფდა და თვლის, რომ მზად არის სექსუალური ურთიერთობისათვის, მაშინ მან უნდა იზრუნოს უსაფრთხოებაზე. ჯერ ერთი არავითარი ალკოჰოლი, თითქოს-და მოდუნებისათვის; მეორე საჭირო ადგილის შერჩევა, ისე რომ საპასუხისმგებლო მომენტში არავინ შეგიშალოს, მესამე იზრუნო ჩასახვის საწინააღმდეგო საშულებებზე, ე. ი. პრეზერვატივზე.


ეს საკითხები პარტნიორთან ღიად უნდა განიხილოთ, ყოველგვარი კითხვების დატოვების გარეშე. მოზარდების 70%, რომელიც ინტიმურ ცხოვრებას ეწევა არ სარგებლობს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით. მათგან ხშირად მოისმენთ: ”ჩვენ ამას არც ისე ხშირად ვაკეთებთ”. ზოგიერთი კი თვლის, რომ პირველი სექსუალური ექსპერიმენტები უსაფრთხოა. სინამდვილეში დაახლოებით 200 ათასი გოგონა ფეხმძიმდება პირველ ოთხ კვირაში და 500 ათასი სექსუალური ცხოვრების დაწყებიდან ნახევარი წლის მანძილზე.


მოზარდების მეორე ნაწილი არ სარგებლობს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით, თითქოსდა არ გააუფერულოს პირველი შეხვედრის მიმზიდველობა. დიახ, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები აუფერულებს გარკვეულ შეგრძნებებს, მაგრამ მთელი შემდგომი ცხოვრების დანგრევას ამის ატანა ნამდვილად სჯობს. დეფლორაცია არ არის მავნე, თუ ის არა უადრეს 17-18 წლის ასაკიდან მოხდება. ამ დრომდე უნდა შემოიფარგლოთ მასტურბაციითა და პეტინგით, (რაც, სხვათა შორის, ერთმანეთის გაცნობის კარგი საშუალებაა) ეს საფუძვლიანია იმიტომაც, რომ გოგონების უმეტესობას ამ ასაკამდე არ გამოუმუშავდება საშვილოსნოს დამატენიანებელი საცხი.


სქესობრივი ცხოვრების დაწყება თქვენი გაცნობიერებული არჩევანია. ფიზიკური მზადყოფნის გარდა, საჭიროა დაჯერებულობა იმისა, რომ ეს ნამდვილად გჭირდებათ. ნუ შეხედავთ სხვებს, მოუსმინეთ საკუთარ თავს. ინფექციები და არასასურველი ფეხმძიმობა სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი დაწყების შედეგებია.

მასალა მოგვაწოდა SexArt.Ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player