სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

რა იწვევს სქესობრივი აქტივობის დაქვეითებას

 

 


გონადები ანუ სასქესო ჯირკვლები საჭიროა როგორც მთლიანად ორგანიზმის ნორმალური


ცხოველმყოფელობის უზრუნველსაყოფად, ასევე ნორმალური სქესობრივი ცხოვრებისთვის. ისინი ასრულებენ შერეულ ფუნქციას ანუ წარმოქმნიან არა მხოლოდ გარეგანი (პოტენციური შთამომავლობა), არამედ შინაგანი სეკრეციის პროდუქტებსაც, რომლებიც მოხვდებიან თუ არა სისხლში, აახალგაზრდავებენ ორგანიზმს. მოხმარებულ საკვებ პროდუქტებში აუცილებელი ელემენტების არარსებობა უარყოფითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციაზე და შეუძლია, გამოიწვიოს სტერილიზაცია ანუ ბავშვის გაჩენის უნარის დაკარგვა. სასქესო ჯირკვლებისთვის აუცილებელია A, B, C და E ჯგუფის ვიტამინები. ვიტამინი A უზრუნველყოფს საკვერცხეებისა და წინამდებარე ჯირკვლის ნორმალურ ცხოველმყოფელობას. როგორც წესი, წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას იწვევს კვების რაციონში ვიტამინი A-ს ნაკლებობა. B ჯგუფის ვიტამინები აუცილებელია სქესობრივი ლტოლვისა და პოტენციის შესანარჩუნებლად. ამ ვიტამინის უკმარისობას თან სდევს ნევროზი, გაღიზიანება, შიშები, რაც იწვევს სქესობრივი აქტივობის დაქვეითებას. საკვერცხეების ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ვიტამინი C. მისი არარსებობა იწვევს ანემიას. მამაკაცებში ვიტამინი C-ს უკმარისობა დასაწყისში აქვეითებს ჩასახვის უნარს, შემდეგ კი იწვევს სქესობრივი ლტოლვის დაკარგვას.



მიიჩნევა, რომ ვიტამინი E ზრდის შთამომავლობის წარმოქმნის უნარს. ამ ვიტამინის არარსებობას ან უკმარისობას შეუძლია, გამოიწვიოს სქესობრივი სტერილიზაცია. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ შიმშილი იწვევს სქესობრივი ლტოლვის დაკარგვას. სასქესო ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ცილოვანი დიეტა. კერძოდ, ძალიან საჭიროა არგინინი – შეუცვლელი ამინომჟავა, რომელიც შედის ერთ-ერთ ცილაში. გარდა ამისა, აუცილებელია მინერალური ნივთიერებები, კერძოდ რკინა და სპილენძი. ვიტამინი A-ს წყაროა: თევზის ქონი, კარტოფილი, კომბოსტო, თალგამი, პომიდორი, ღვიძლი. ვიტამინი E-ს წყაროა: ხორბალი, ღორის ქონი, კვერცხის გული, მარცვლოვანი კულტურები, მზესუმზირის ზეთი. არგინინის წყაროა: კვერცხი, რძე, შვრია, არაქისი, ხორბალი, საფუარი და სხვა ცილოვანი პროდუქტები. რკინის წყაროა: ლობიო, ნიგოზი, ხორბალი, შვრია, ჩამიჩი, კვერცხი, მწვანე ბოსტნეული, ხორცი. სპილენძის წყაროა: ხორბალი, ლობიო, ოხრახუში, სოკო, სატაცური და ღვიძლი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player