სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

აზრი სექსის და ზოგადად ქალისა და მამაკაცის ინტიმური ურთიერთობის შესახებ ხშირად ორად იყოფა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ხშირი სექსუალური აქტი მავნებელია ჯანმრთელობისთვის, ზოგიც კი- პირიქით.

 


სექსუალური კავშირის სიხშირის ნორმების დადგენა შეუძლებელია, რადაგან ეს დამოკიდებულია ისეთ ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, როგორიცაა ტემპერამენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა.


სქესობრივი კონტაქტების ინტენსივობა ოჯახური ცხოვრების ხანგრძლივობის შესაბამისად იცვლება: ქორწინების პირველ თვეს (ან პირველ თვეებში) ცოლ-ქმარს სქესობრივი კონტაქტი ყოველდღე აქვს, მომდევნო რამდენიმე თვე - კვირაში 3-4-ჯერ, შემდგომ - კვირაში 2-3-ჯერ და უფრო იშვიათად, რამდენიმე წლის შემდეგ კი 2 კვირაში 1-2-ჯერ.

სქესობრივი აქტი ურთულესი ფსიქოფიზიოლოგიური პროცესია, იგი წყვილის ინდივიდუალურ თავისებურებათა შესაბამისად მიმდინარეობს და იმ ფიზიოლოგიურ მოვლენათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ნორმების დადგენა ძალიან ძნელია. პრობლემის შემთხვევაში წყვილმა უნდა მიმართოს სექსოპათოლოგს.


მაშ ასე, რა არის სექსის დადებითი თვისებები:


ის აძლიერებს ორგანიზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას და ამაგრებს კუნთებს. აქედან გამომდინარე, უმჯობესდება გარეგნობა, კანის ფერი, თმის ხარისხი. წარმატებული სქესობრივი აქტის შემდეგ ქალბატონები ივსებიან ბედნიერების ჰორმონით, რაც აისახება მათ განწყობაზეც.


რაც შეეხება სექსის უარყოფით მხარეებს:


შესაძლოა წამოიჭრას „მამაკაცური პრობლემა"- ხშირი აქტის შემდეგ (დღეში 4-დან 6- მდე) კაცებს შესაძლოა შეუმცირდეთ ერექციის დონე და სპერმის რაოდენობა, დროებით გაუარესდეს ხარისხი, რაც რა თქმა უნდა აღდგენადია და არ უკავშირდება მუდმივ პრობლემას.


დასასწრულს კი... სექსით უნდა დაკავდეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც იქნებით ამის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განწყობაზე. ნუ იტყვით ამაზე უარს, თუკი გაგიჩნდებათ სურვილი, რადგან თავშეკავება ყველაზე მავნეა თქვენი ჯანმრთელობისთვის. დაიმახსოვრეთ, ყველაფერი კარგი რჩება სასიამოვნოდ, თუკი ის არ გასცდება ნორმებსა და საზღვრებს. სექსით ხშირი დაკავება დროთა განმავლობაში კარგავს იმ ძირითად ღირებულებებს და სიამოვნებას, რაც შემდგომში რუტინაში გადადის.


Med.ge გისურვებთ ჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებას!

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player