სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

რა არის საჭირო იმისათვის, რომ უფრო თავდაჯერებულად ვიგრძნოთ თავი....

 

 


საუკეთესო მომენტები


გაიხსენეთ ის მომენტები, როდესაც თავს გამარჯვებულად გრძნობდით. აღიდგინეთ მეხსიერებაში ჩავლილი ტრიუმფის ყველა შეგრძნება და ემოცია. ეცადეთ მაქსიმალურად დეტალურად წარმოიდგინოთ გარემო, სურნელი, ბგერები...
მოახდინეთ გამარჯვების შეგრძნების გადატანა ახალ სიტუაციაზე და უთხარით თქვენ თავს: „თუ ერთხელ გამომივიდა, ე.ი. კიდევ გამომივა“...

გამამხნევებელი ჟესტი

ადამიანის სხეული ემოციების ძლიერი კატალიზატორია: შიში და ნერვიულობა უმალვე შესამჩნევი ხდება შეუიარაღებელი თვალით - მთელის სხეული თითქოს „იკუმშება“.
ასეთი მკვეთრი ცვლილების შემთხვევაში, შესაძლებელია საწინააღმდეგო ეფექტიც, რომელიც ე.წ. „გამამხნევებელ ჟესტით’’ გამოიხატება.
გამამხნევებელ ჟესტს, ერთ წამში, განწყობის შეცვლა შეუძლია. დილით ადექით ადრე, ღრმად ჩაისუნთქეთ, გაიმართეთ მხრებში, ასწიეთ თავი და პირდაპირ გაიხედეთ... ცოტა ხანი გაჩერდით ამ მდგომარეობაში. შემდეგ მკაცრი, მყარი ხმით რამე წინადადება თქვით. დააფიქსირეთ წარმოსახვაში ეს მომენტი: თქვენ გამარჯვებული ხართ, თქვენ გავსებთ თვითდაჯერებულობისა და საკუთარი ღირსების გრძნობა, თქვენთვის არ არსებობს გადაულახავი ბარიერები.

დაჯერებულობის სიმბოლო

რა ნივთი, ცხოველი ან მცენარე არის თქვენითბის თავდაჯერებულობის სიმბოლო? ამ კითხვაზე პასუხი ყველასთვის ინდივიდუალურია. აღმოაჩინეთ თქვენი სიმბოლო, დახატეთ იგი თქვენ წარმოსახვაში და შეიგრძენით მისგან გადმოცემული ენერგია.

დაჯერებულობის ღრუბელი

მყუდროდ მოკლათდით სავარძელში, დახუჭეთ თვალები და მოდუნდით. ღრმად ჩაისუნთქეთ და დააჯერეთ თავი, რომ ყოველი ახალი ჩასუნთქვისას დაჯერებულობას, ენერგიას და ძალას იკრებთ. ხოლო, ყოველი ამოსუნთქვნისას - ემშვიდობებით შიშებს, ნერვიულობასა და შფოთვას. შესარულეთ 5-ჯერ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა და წარმოიდგინეთ ის ფერი, რომელიც თქვენთვის თვითაჯერებულობასთან ასოცირდება. ამის შემდეგ დატკბით სიმშვიდითა და სიმყუდროვით.


შემდგომ, ისეთი მუსიკა ააჟღერეთ, რომელსაც შეუძლია თქვენი აღფრთოვანება და ენერგიის მომატება: არა აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ტორეადორების მარში თუ ნებისმიერი სხვა ნაწარმოები.



მოიკრიფეთ ენერგია, გაახილეთ თვალები და შეხედეთ ცხოვრებას თავდაჯერებულად.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player