სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სტრესი არის ექსტრემალური პირობის საპასუხო რეაქცია, რომელიც არღვევს ადამიანის ემოციურ სიმშვიდესა და წონასწორობას. თუ სტრესი დიდხანს გრძელდება, ნერვული სისტემის ძლიერი გაღიზიანების ფონზე შეიძლება განვითარდეს შაკიკი, ჰიპერტონია, ტკივილი წელის არეში, შაქრიანი დიაბეტი, იმპოტენცია, თმის ცვენის საფრთხე. სახის კანის.

 

სპეციალისტები თვლიან, რომ ნებისმიერი სიტუაცია, რომელზედაც ადამიანი ემოციურად მწვავედ რეაგირებს, სტრესს იწვევს. სტრესსზე მოქმედებს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოციები. პროვოცირების მიზეზი შეიძლება სრულიად უმნიშვნელო ხასიათისა იყოს (მაგალითად, რიგში, ან საცობში დიდხანს დგომა).

სტრესის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია: დეპრესია; თავის ტკივილი; უძილობა; სექსუალური დარღვევები; სწრაფი გულისცემა.

სტრესი ინგლისური სიტყვაა და დაძაბვას, დაჭიმულობას ნიშნავს. მეცნიერულ ბრუნვაში ტერმინი 1936 წელს შემოიღო კანადელმა ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ. მისეული განსაზღვრით, სტრესი არის ორგანიზმის არასპეციფიური პასუხი წაყენებულ მოთხოვნებზე. ეს პასუხი ვლინდება ორგანიზმის დაძაბულობაში, რომელიც მიმართულია წარმოქმნილი სიძნელეების დასაძლევად და მომატებულ მოთხოვნებთან ადაპტირებას.

ნებისმიერ სტრესს აქვს სამი სტადია:

1. რეაქცია განგაშზე - ორგანიზმის დამცველი ძალებისა და რესურსების მობილიზაცია;
2. წინააღმდეგობის ფაზა - ორგანიზმს საშუალება ეძლევა წარმატებით გაართვას თავი სტრესისი გამომწვევ პირობებს;
3. გამოფიტვის სტადია - დხანგრძლივი და ძლიერი ინტენსიური ბრძოლა.

სტრესული მდგომარეობა იწვევს გარკვეულ ბიოქიმიურ რეაქციას, რომელიც უკავშირდება ადრენალის გაძლიერებულ სეკრეციას. ამის ფიზიოლოგიური აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზმში არსებული ძალების სწრაფი მობილიზაცია მოხდეს, რომელიც მტერთან ან საბრძოლველად, ან მისგან თავის დასაღწევათ არის საჭირო. მაგრამ, თანამედროვე ადამიანი, პირველყოფილისგან განსხვავებით, არც თუ ისე ხშირად წყვეტს თავის პრობლემეს ფიზიკური ძალის საშუალებით, ან, უბრალოდ, გაქცევით. ამის გამო, სისხლში ხდება იმ გამოუყენებელი ჰორმონების ცირკულაცია, რომლებიც ორგანიზმს აღაგზნებენ და ნერვულ სისტემას დაწყნარების საშუალებას არ აძლევენ. სტრესული მდგომარეობა თავისთავად საშიში არ არის, საშიშია მის მიერ ისეთი ორგანული დარღვევების პროვოცირება, როგორიც არის გულ-სისხლძარღვთა, ალერგიული, იმუნური და სხვ. დაავადებები. შრომისუნარიანობის, სასიცოცხლო და შემოქმედებითი აქტიურობის დაქვეითება, უმიზეზო მოთენთილობა, პასიურობა, უძილობა, გაღიზიანება, ყველაზე და ყველაფერზე უკმაყოფილება - სტრესის ტიპიური სიმპტომებია. ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა ყოველივე ამას თავი დავაღწიოთ, ან როგორ ვუმკურნალოდ?

თვითონ სიტყვა �სტრესი� ისეთი უარყოფითი ფაქტორების გამოსახულებაა, რომელსაც, სამწუხაროდ, ადამიანი გვერდს ვერ აუვლის: დაბინძურებული ეკოლოგია, ცხოვრების სწრაფი და დამღლელი ტემპი, მაღალი სოციალური მოთხოვნები და მრავალი სხვა. სტრესი ორგანიზმის მდგრადობა არამარტო აქვეითებს, არამედ ნეგატიური ფაქტორებით ზრდის კიდეც. ამ პოლარულად განსხვავებული ფუნქციების გასამიჯნად არსებობს ისეთი ცნებები, როგორიც არის სტრესი და დისტრესი.

სტრესი - დაძაბვა, რომელიც ორგანიზმს უკეთებს მობილიზაციას და ააქტიურებს ნეგატიურ წყაროსთან საბრძოლველად;

დისსტრესი - ზომაზე მეტი დაძაბულობა, რომელიც აქვეითებს ორგანიზმის შესაძლებლობებს ადექვტურად მოახდინოს რეაგირება გარემო სამყაროსთან.
ამგვარად, სტრესის თავიდან აცილება ისეთივე არასწორი პოლიტიკაა, როგორც ის, რომ გამიზნულად ეძებოთ სტრესული სიტუაცია, რათა ზედმეტად აიტკივოთ თავი .

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player