სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

პროკრასტინაცია - არის ადამიანის მიდრეკილებები გადადოს შემდეგზე მნიშვნელოვანი საქმეები. ადამიანი მშვენივრად ხვდება, რომ საქმეა გასაკეთებელი ( თანამდებობრივი მოვალეობები, სახლის საქმეები, სწავლა და ა. შ), მაგრამ ამის მიუხედავად , აიგნორებს მას და უმნიშვნელო საქმეებზე ხარჯავს დროს.

 

 

 

პროკრასტინაციის მაგალითი:


როგორც იქნა, სტუდენტმა გადაწყვიტა ჩაუჯდეს სადიპლომო ნამუშევრის წერას. რთავს კომპიუტერს და სანამ ის ჩაიტვირთება, მიდის ჩაის დასასხმელად. აღმოჩნდება, რომ შაქარი დამთავრდა. ჩადის მაღაზიაში- ყიდულობს მას, ასხამს ჩაის და ჯდება კომპიუტერთან . ერთდროულად ხსნის ტექსტურ რედაქტორს და ბრაუზერს , რომ მოიძიოს საჭირო ინფორმაცია. სანამ საქმეებს შეუდგება ამოწმებს შეტყობინებებს სოციალურ ქსელებში და ელექტრონულ ფოსტაზე. გადადის გადმოგზავნილ ბმულზე და კითხულობს შეტყობინებებს, ათვალიერებს ფოტოებს. ამასობაში ჩაი ცივდება. სანამ ჩაიდანი თავიდან ადუღდება, მიდის სიგარეტის მოსაწევად. ასე შეიძლება გაგრძელდეს მთელი დღე...
პროკრასტინაცია - ეს არის დროის არა ეფექტური ხარჯვა , როდესაც ადამიანი არც მუშაობს და არც ისვენებს. ზუსტად ამით განსხვავდება ის სიზარმაცისაგან და ნელა მუშაობისაგან.


პროკასტინატორები ადვილად პოულობენ დამაჯერებელ მიზეზებს, რატომ სჭირდებათ საქმეს გადადება. ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური მიდგომა და დარწმუნებული არიან, რომ ცხოვრების უმეტეს დროს მუშაობენ.


პროკრასტინაციის მიზეზები:


- ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის მოსაწყენი და რუტინული საქმე;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის პრობლემა;
- ცხოვრებისეული მთავარი მიზნების გათვითცნობიერება ;
- საკუთარი თავის, დროისა და სამუშაო გარემოს ორგანიზების შეუძლებლობა;
- რთული საქმისადმი მიდგომის არცოდნა;
- სწორი გადაწყვეტილებების მიღებისადმი შიში;
- პერფექციონიზმი , ანუ საქმე თუ კეთდება უნდა იყოს იდეალურად შესრულებული.


პროკრასტინაციის შედეგები:

პროკრასტინატორები , რომლებიც საქმეებს გადადებენ ბოლო წუთამდე, განიცდიან პრობლემებს ჯანმრთელობასთან. ძალიან მოკლე დროში საქმის შესრულებისას ადამიანი განიცდის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დაძაბულობას, ხშირად ვერ ასწრებს საკვების მიღებას, სვამს დიდი რაოდენობით ყავასა და ენერგეტიკულ სასმელებს , განიცდის უძილობას.


პროკრასტინაცია იწვევს ადამიანში დანაშაულის გრძნობას, სტრესს და პროდუქტიულობის დაქვეითებას.


პროკრასტინაციასთან ბრძოლა:


- იმისათვის, რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას მივხედოთ, პირველ რიგში საჭიროა ვაღიაროთ პრობლემის არსებობა;
- შეცვალეთ დამოკიდებულება სასწრაფო და მნიშვნელოვანი საქმეების მიმართ;
- დაგეგმეთ შესასრულებელი საქმე დროის გარკვეულ მონაკვეთში;
- თუ შესასრულებელი საქმეები ბევრია, თავდაპირველად განსაზღვრეთ მათი პრორიტეტულობა ;
- თუ არ შეგიძლიათ ჩამოყალიბებული სიტუაციის შეცვლა, შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ;
- იმის მაგივრად, რომ უსარგებლო საქმე გააკეთოთ, ეცადეთ დაისვენოთ და შემდეგ შეუდგეთ საქმეებს;
- ავარჯიშეთ თვითდისციპლინა და ნებისყოფა.


და ბოლოს, მთავარია პრობლემის აღიარება და სურვილი შეცვალოთ ჩამოყალიბებული ვითარება.
გისურვებთ წარმატებებს !

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player