სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თამბაქოს და მისი ნაწარმის მოხმარება დამოკიდებულების ძალიან ფართოდ გავრცელებული ფორმაა. სამწუხაროდ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი თამბაქოს მოხმარებას და მისგან გამოწვეულ შესაძლო უარყოფით შედეგებს არასერიოზულად აღიქვამს.

 

 

 

 

 

განსაკუთრებით საგანგაშოა მწეველთა ქალების რიცხვის მატება, რასაც მოწმობს უახლესი კვლევების შედეგები - მწეველ ქალთა რიცხვი ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთად გაიზარდა და 32%-ს მიაღწია.

 

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თამბაქოს მოხმარების ფაქტი ორსულ ქალთა მიერ. თამბაქოს კვამლის ზემოწმედება ემბრიონზე ან ნაყოფზე შეიძლება გამოუსწორებელი შედეგებით დასრულდეს.

 

თამბაქოს კვამლის ტოქსიური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტის ბარიერს. fერხდება ნაყოფის განვითარებისთვის აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება, რაც აბრკოლებს მის ნორმალურ განვითარებას. ამიტომაა, რომ თამბაქოს მომხმარებელ დედას 200-250გ-ით ნაკლები წონის ახალშობილი ებადება. რაც უფრო მეტ თამბაქოს მოიხმარს ორსული ქალი მით უფრო მცირე მასისაა ახალშობილი. თუ ქალი თამბაქოს მოხმარებაზე, უარს იტყვის ორსულობის ოთხ თვემდე, მაშინ იზრდება შანსი, რონ ახალშობილი ნორმალური წონით დაიბადოს.

 

თამბაქოს მოხმარება ძირითადი რისკ-ფაქტორია პერინატალური (დაბადებისშემდგომი) სიკვდილიანობისა. გამოთვლებმა აჩვენა, რომ თუ ყველა ორსული ქალი თავს დაანებებს თამბაქოს მოხმარებას, ნაყოფისა და ახალშობილთა სიკვდილიანობა შემცირდება 10%-ით. ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე მკვდარი ახალშობილი იცოცხლებდა, თუკი მათი დედა არ იქნებოდა მწეველი.

 

არამწეველებთან შედარებით მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა.

 

არსებობს ურთიერთკავშირი მოწეული სიგარეტის რაოდენობასა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს შორის.

 

თამბაქოს მომხმარებელ ორსულებს შორის აშკარაა ორულობის და მშობიარობის გართულებები, თამბაქოს მომხმარებელი ქალებში ხშირია პლაცენტის წინამდებარეობა. ეს აიხსნება იმით, რომ თამბაქო ხშირად იწვევს სასქესო სფეროს ანთებით დაავადებებს, ხოლო ანთება ხელს უწყობს პლაცენტის წინამდებარეობის ჩამოყალიბებას.

 

თანამედროვე მონაცემებით პერინატალური სიკვდილიანობის 10%, რომელიც პრაქტიკულად ჯანმრთელ ახალშობილზე მოდის, განპირობებულია დედის მიერ თამბაქოს მოხმარებით. თამბაქოს მომხმარებლებში ხშირია საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკი. გარდა ამისა თამბაქოს მომხმარებელი ქალების მშობიარობა 20 საათზე მეტხანს გრძელდება.

 

სხვადასხვა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ თამბაქოს მომხმარებელ ქალებს უქვეითდებათ რეპროდუქციული ფუნქცია. მათ 3-4-ჯერ იზრდება დაორსულების სირთულე, რადგან მათში დაბალია ოვულაციის და განაყოფიერების დონე.

 

მწეველ და არამწეველ ქალებში ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ გაცილებით ცუდ რეზულტატს ვღებულობთ მწეველებში, ხოლო დაორსულების შემთხვევაში მათში მაინც მაღალია თვითნებური აბორტის მოსალოდნელობა.

 

თამბაქოს მომხმარებელ ქალებში ორსულობის დროს ეჭვს არ იწვევს თამბაქოს გავლენით ტოქსიკოზების განვითარება. ამის საფუძველს იძლევა ტოქსიკოზების დროს თამბაქოს მომხმარებელთა მაღალი რიცხვი.

 

თამბაქოს მომხმარებელ ქალებში იზრდება ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტას ნაადრევად აცლის სიხშირე.

 

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულია მენსტრუალური ციკლის დარღვევები: დიცმენორია, პრედმენსტრუალური სინდრომი, მეორადი ამენორეა, არარეგულარული მენსტრუაცია.

 

კლიმაქსი მწეველ ქალებს, როგორც წესი, ეწყებათ 2-3 წლით ადრე ვიდრე არამწეველებს. თამბაქოს მოხმარება მაღლა წევს რისკს იმ დაავადებებისა, რომლებიც დაკავშირებულია ესტროგენების დეფიციტთან.

 

თამბაქოს კვამლი გავლენას ახდენს ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე. იგი ზიანს აყენებს არა მარტო დედის ჯანმრთელობას, არამედ მოქმედებს ემბრიონზე და ნაყოფზე, რაც ხშირად ახალშობილის სიკვდილის მიზეზი ხდება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player