სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ეს არის ოპერაცია მკერდის ზომების გასაზრდელად. ოპერაციის მიზანია, სილიკონის იმპლანტანტების მეშვეობით სარძევე ჯირკვლების ზომებში მომატება, ფორმის შეცვლა, მსუბუქი ფტოზის და ასიმეტრიის კორექცია.

 


პლასტიკური ქირურგიის ისტორიის მანძილზე მკერდის გადიდების მიზნით გამოიყენებოდა სამი ძირითადი მეთოდი: გადიდება აუტოქსოვილებით, ინექციური სინთეტიკური მასალებით და იმპლანტებით.
ჩვენ კლინიკაში სარძევე ჯირკვლების პირველი აუგმენტაცია ჩატარდა 1980 წელს, თორაკოდორსალური ნაფლეთის როტაციის მეშვეობით. უნდა აღინიშნოს რომ იმ დროს პაციენტს პანიკურად ეშინოდათ სილიკონის იმპლანტანტების და ამდენად მკერდის გადიდება შესაძლებელი იყო მხოლოდ აუტოქსოვილების გამოყენებით.

 

 

მკერდის აუგმენტაცია გაფართოებული თორაკოდორსალური აუტოტრანსპლანტაციის გამოყენებით – პაციენტი ოპერაციამდე და ოპერაციის სქემატური გამოსახულება. ქვევით - პაციენტი ოპერაციიდან 7 დღის შემდეგ.


ჩვენს კლინიკაში შემუშავებულია მკერდის აუტოქსოვილებით გადიდების რამდენიმე მეთოდი, თუმცა დღესდღეობით ამ მეთოდმა გამოყენება ჰპოვა პოლანდის სინდრომის შემთხვევებში (სრული ცალმხრივი ამასტია – სარძევე ჯირკვლის დიდი კუნთის არარსებობა) და აგრეთვე მკერდის რეკონსტრუქციის დროს.


ჩვენს კლინიკაში ესთეტიკური მიზნით სარძევე ჯირკვლების გადიდებისთვის გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი ფირმების იმპლანტები, ისეთები, როგორიცაა Mentor, Silimed. ჩვენ სარძევე ჯირკვლების აუგმენტაციის დროს უპირატესობას ვანიჭებთ იმპლანტების ინტრამუსკულარულად მოთავსებას, ვინაიდან ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია მკერდის უფრო ბუნებრივი ფორმის მიღება და გაცილებით ნაკლებია კაპსულარული კონტრაქტურების განვითარების რისკი.
ცალკეულ, კონკრეტულ შემთხვევაში შეირჩევა გარკვეული ფორმის, მოცულობის და პროფილის პროტეზი ინდივიდუალურად, რათქმაუნდა პაციენტის სურვილის გათვალისწინებით, თუმცა ლამაზი და ბუნებრივი მკერდის მისაღებად გათვალისწინებული უნდა იყოს სარძევე ჯირკვლის ანატომიური მაჩვენებლები.


ისტორია


პირველად მკერდის აუგმენტაცია ჩაატარა ჩერნიმ (Czerny) 1995 წელს. მან გამოიყენა ზურგის ლიპომიდან აღებული ქსოვილები, რომლებიც გადაიტანა მკერდის არეში ასიმეტრიის კორექციის მიზნით.
შემდგომში იყო როგორც დუნდულოებიდან და მუცლიდან აღებული სუფთა ცხიმოვანი აუტოქსოვილების, ისე კომპლექსური ქსოვილების (კან–ცხიმოვან–ფასციური ტრანსპლანტანტები) გამოყენების მცდელობა. ეს მეთოდები ვერ იძლეოდა სასურველ შედეგს, ვინაიდან ხდებოდა გადანერგილი ქსოვილების დეზორბაცია და ვითარდებოდა გამოხატული ასიმეტრია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით აუტოქსოვილები აქტიურად გამოიყენება მკერდის რეკონსტრუქციაში, ონკოქირურგიული ჩარევების შემდეგ მათი აღდგენის მიზნით.
მკერდის აუგმენტაციის მიზნით ინექციური სინთეტიკური მასალების გამოყენება დაიწყეს მე–18 საუკუნის ბოლოდან.
1899 გერსუნიმ (Gersuny) პირველად გამოიყენა პარაფინის ინიექცია მკერდის გადიდების მიზნით. ამას მოყვა ცვილის და ბოსტნეულის ზეთების გამოყენება, რომელიც შეყავდათ კანქვეშ. ანალოგიური ხასიათის პროცედურები ცნობილ იქნა პაციენტების ჯანმრთელობისთვის საშიშად და 1960 წლიდან აიკრძალა.


თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ქვეყნებში, არაკეთილსინდისიერი ქირურგები დღერმდე აგრძელებენ თხევადი ინიექციური მასალების გამოყენებას მკერდის გადიდების მიზნით, რაც იწვევს სარძევე ჯირკვლის ქსოვილების შეუქცეველ დაზიანებებს და ამ მასალის მიგრაციას ღრმა ქსოვილებში. ასეთ შემთხვევებში, გელის მოსაცილებლად ხშირად საჭირო ხდება რადიკალური მასტექტომიის (მკერდის მოკვეთა) ჩატარება.
ჩამოთვლილი სამი მეთოდიდან მკერდის გადიდების მიზნით ყველაზე გამართლებულია იმპლანტების გამოყენება. პირველი იმპლანტები მზადდებოდა სპილოს ძვლის (ეშვები) და მინისაგან, მაგრამ შემდგომში მათზე უარი ითქვა მათი არაბუნებრივი თვისებების გამო. შემდგომში ყურადღება მიიპყრო ივალონის მსგავსმა ღრუბლისებრმა მასალებმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო მკერდისთვის უფრო ბუნებრივი ფორმის მიცემა. შემდეგ ღრუბლისებრი მასალების გამოყენებაც შეწყდა ისეთი გართულებების გამო როგორიცაა მათი შეკუმშვა, გამკვრივება, ფორმის შეცვლა და დამახინჯება.
თანამედროვე სილიკონის იმპლანტების ევოლუცია დაიწყო 1962 წლიდან, როდესაც კრონინმა (Cronin) და ჰეროუმ (Gerow) პირველად გამოიყენეს სილიკონი გელით შევსებული სილიკონის იმპლანტები. დროთა განმავლობაში სილიკონის იმპლანტებმა მთლიანად განდევნეს პრაქტიკიდან ყველა სხვა მეთოდი და მასალები.


დრესდღეობით მკერდის აუგმენტაციის მიზნით გამოიყენება სხვადასხვა ფორმისა და მოცულობის სილიკონის იმპლანტები. ესენია მრგვალი, წვეთისებური და ანატომიური ფორმის იმპლანტები.
იმპლანტები ასევე შეიძლება მაღალპროფილიანი და დაბალპროფილიანი, რაც იძლევა დვრილ–არეოლის კომპლექსის სასურველ სიმაღლეზე დაყენების საშუალებას.


ჩვენებები


აუგმენტაციის ჩვენებები შეიძლება იყოს მიკრომასტია (პატარა ზომის სარძევე ჯირკვლები), პოსტლაქტაციური ინვოლუცია (მკერდის მოცულობის მნიშვნელოვანი დაპატარავება), და მშობიარობასა და ძუძუთი კვების შემდგომი კანის ელასტიურობის დაკარგვა, სუსტად გამოხატული ფტოზი, აგრეთვე სარძევე ჯირკვლების ასიმეტრია. მკვეთრად გამოხატული ფტოზის შემთხვევაში შესაძლებელია მკერდის აუგმენტაციის კომბინირება მის ლიფტინგთან.
დღესდღეობით მრავალწლიანი გამოკვლევების ჩატარების შედეგად, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ იმპლანტების გამოყენება არ ზრდის სარძევე ჯირკვლების სიმსივნის განვითარების რისკს. ყოველთვის იოლად შეიძლება მამოგრაფიისა და ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. მიუხედავად ამისა ოპერაციის წინ ამ გამოკვლევების ჩატარება სავალდებულოა, ისევე როგორც მამოლოგის კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს სარძევეე ჯირკვლებში უკვე არსებული პროცესები.


ოპერაცია


ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ხანგძლივობა 1–2 საათი.
იმპლანტების ჩაყენება შეიძლება როგორც ინტრამამალურ სივრცეში (ჯირკვლის ქვეშ), ისე მკერდის დიდი კუნთის ქვეშ (ინტრამუსკულარულად). განაკვეთი კანზე შეიძლება გაკეთდეს მკერდქვეშა ნაოჭის არეში, არეოლის გარშემო და იღლიის ქვეშ. განკვეთის სიგრძე 4–6 სმ–ია.
ოპერაციის დროს შესაძლებელია დრენაჟების ჩაყენება, რომლებსაც აცილებენ 2–4 დღეში.


ოპერაციის შემდგომი პერიოდი


როგორც წესი, პაციენტი მეორე დღეს ეწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე.
სამუშაოზე გასვლა შეიძლება ოპერაციიდან 1 კვირის შემდეგ.
ნაკერებს ხსნიან 10–12 დღეში, ზოგჯერ შესაძლებელია დვრილ–არეოლის კომპლექსის მგრძნობელობის დროებითი დარღვევა ან შეცვლა.
მანქანის ტარება შეიძლება 1–2 თვის შემდეგ.
სრული ფიზიკური დატვირთვის უფლება ეძლევათ ოპერაციიდან 2–3 თვის შემდეგ.
ნაწიბურების სრული ფორმირება მთავრდება ოპერაციიდან დაახლოებით 12 თვის შემდეგ.


ფოტოგალერეა

ზევით - პაციენტი სარძევე ჯირკვლების პოსტლაქტაციური ინვოლუციით.
ქვევით - პაციენტი ანატომიური ფორმის იმპლანტებით მკერდის აუგმენტაციიდან 1 თვის შემდეგ.

 

ზევით - პაციენტი ამასტიით ოპერაციამდე.
ქვევით - პაციენთ წვეთის ფორმის იმპლანტებით მკერდის აუგმენტაციიდან 4 წლის შემდეგ.

 

ზევით - პაციენტი სარძევე ჯირკვლების პოსტლაქტაციური ინვოლუციით.
ქვევით - პაციენტი ანატომიური ფორმის იმპლანტებით აუგმენტაციიდან 5 წლის შემდეგ.

 

ზევით - პაციენტი ჰიპომასტიით ოპერაციამდე.
ქვევით - პაციენტი მრგვალი ფორმის იმპლანტებით აუგმენტაციიდან 6 თვის შემდეგ.

პაციენტი ოპერაციამდე და ანატომიური ფორმის იმპლანტებით აუგმენტაციის შემდეგ.

პაციენტი ოპერაციამდე და პერიარეოლური მიდგომით ანატომიური ფორმის იმპლანტებით აუგმენტაციის შემდეგ.

 

პაციენტი ოპერაციამდე და მკერდის აუგმენტაციისა და აბდომინოპლასტიკიდან 1 თვის შემდეგ.

 

ზევით - პაციენტი მიკრომასტიით ოპერაციამდე.
ქვევით - პაციენტი ანატომიური ფორმის იმპლანტებით აუგმენტაციიდან 3 თვის შემდეგ.

 

მასალა მოგვაწოდა ესტა კუზანოვ კლინიკმა

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player