სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ადამიანები სხვადასხვა მიზეზით იწყებენ ისეთი მავნე ნივთიერებების მოხმარებას როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლი და ნარკოტიკი. მიზეზი შეიძლება იყოს უბრალოდ ინტერესი, ან სტრესის შედეგი, ან სულაც გარკვეული წესების დარღვევის მცდელობა. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ყოველთვის არსებობს ამ მავნე ჩვევების შეწყვეტის იმაზე უკეთესი მიზეზი, ვიდრე დაწყებისა.

 

 

წუთით დაფიქრდით თქვენს მომავალზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ნარკოტიკი სასმელი და სიგარეტი ამ ყველაფერს რისკის ქვეშ აყენებს.

 

რამდენიმე მარტივი მიზეზი თუ რატომ უნდა შეწყვიტოთ ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მიღება:

 

- თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თავს კარგად გრძნობთ ამ ნივთიერებების მიღების შედეგად, შეიძლება უეცრად საპირისპიროდ შეიცვალოს სიტუაცია და ძალიან მალე დავადდეთ, ან გახდეთ დამოკიდებული ალკოჰოლზეც და ნარკოტიკზეც.
- ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ შეიძლება ჩაიდინოთ ისეთი სარისკო ქცევა, რისგანაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში თავს შეიკავებდით - მაგალითად შეიძლება გქონდეთ დაუცველი სქესობრივი კავშირი.
- ნარკოტიკი და სასმელი აფერხებს ტვინის ნორმალურ მუშაობას.
- ნარკოტიკები არალეგალურია და მათი მოხმარება კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგექმნათ.



რამდენიმე მარტივი მიზეზი თუ რატომ უნდა შეწყვიტოთ მოწევა:

 

- მოწევის შეწყვეტის დადებითი ეფექტი დგება ძალიან მალე. მაგალითად, შეწყვეტიდან მხოლოდ 12 საათის შემდეგ სისხლში ნახშირჟანგის დონე კლებულობს და აღწევს ნორმალურ მაჩვენებელს.
- 2 კვირიდან-3 თვემდე პერიოდში გული და ფილტვები იწყებს უკეთესად მუშაობას და ერთი წლის შემდეგ გულის დაავადებების რისკი საგრძნობლად მცირდება.


- მოწევა იწვევს ადრეული ნაოჭების ფორმირებას და ფერს უცვლის კბილებს. ტოვებს არასასიამოვნო სუნს პირის ღრუში და თმაზე, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება ვეღარც შეამჩნიოთ, შეჩვევის გამო.
- ბევრ შენობაში თუ დაწესებულებაში უკვე აიკრძალა მოწევა, რაც დამატებით დისკომფორტს შეგიქმნით.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player