სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ლუდის სასარგებლო თვისებებზე ბევრს საუბრობენ, მას ყველაზე უვნებელ ალკოჰოლად თვლიან, თუმცა ის ისეთივე ზიანს აყენებს ორგანიზმს როგორც ნებისმიერი ძლიერი ალკოჰოლური სასმელი.

 

 

ლუდი შეიცავს ნივთიერება ფიტოესტროგენს, რომელიც ხელს უწყობს მამაკაცის ჰორმონ ტესტეროგენის დაქვეითებას და აძლიერებს ქალის ჰორმონ ესტოგენს. ჩატარებულ გამოკვლევებზე დაყრდნობით მომატებული ესტროგენი ზრდის ”ცუდ” ქოლესტერინს. მამაკაცის ორგანიზმში ქალის ჰორმონი ესტროგენის მომატებით ფორმირდება ცხიმოვანი უჯრედები, რომლებიც მზაკვრულ ფერმენტს გამოიმუშავებენ, რაც ცხიმებს აგროვებს წელისა და თეძოს მიდამოში. ჰორმონების ცვლილება და დისბალანსი მამაკაცებში იწვევს მკერდის და მუცლის გაზრდას.

 

 

მომატებული ესტროგენი მამაკაცებში იწვევს გულის უკმარისობას, ზრდის გულს ზომას, იწვევს არითმიას, ინფარქტს. ლუდი სისხლში სწრაფად შეიწოვება, დიდი რაოდენობით მისი მიღება იწვევს ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას.

 

ლუდი სპირტის შემცველობის გამო აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, ღვიძლს, ხელს უწყობს ანთებითი პროცესის განვითარებას რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ჰეპატიტი, რომელიც საშიშია, რადგან ფარულად და შეუმჩნევლად მიმდინარეობს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player