სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

მცენარეული საკვები მდიდარია უჯრედისით. ის განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კარგად მუშაობას, ადამიანის ორგანიზმს იცავს ათეროსკლეროზისა და კიბოსგან. მასში არ არის ქოლესტერინი.

 

გარდა ამისა, ბევრი მცენარეული პროდუქტი, კერძოდ კი, სოია, თვითონ განაპირობებს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას. ბოსტნეული და ხილი მდიდარია ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნიტეტის შესანარჩუნებლად. ფოტოციდები კი, რომლებიც შედიან მცენარეულ საკვებში, თრგუნავენ ნაწლავებში მიმდინარე ლპობის პროცესებს. თუ სტატისტიკას გადახედავთ, ეგეტარიანელები, ფაქტობრივად, არ ავადობენ გულსისხლძარღვთა დაავადებებით, ჰიპერტონიით და დიაბეტით. მათ შორის უფრო მეტია სიცოცხლის ხანგრძლივობა. ეს დაკავშირებულია არა მარტო კვებასთან, არამედ იმასთანაც, რომ ვეგეტარიანელები მეტ ყურადღებას უთმობენ ჯანმრთელობას. არსებობს, ასევე, დამამშვიდებელი და ამგზნები საკვებიც. დამამშვიდებელს მიეკუთვნება ბოსტნეული, ხილი, მარცვლოვანი კულტურები, რძე, კარაქი. ამგზნებს კი – ხორცი, თევზი, კვერცხი, სანელებლები და ალკოჰოლური სასმელები. ასე რომ, ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს საკვები რაციონი. მან უკეთ იცის რა სჭირდება მის ორგანიზმს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player