სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ხალხურ მედიცინაში სტაფილო გამოიყენება, როგორც შარდმდენი და ქვების დამშლელი საშუალება. სტაფილოს იღებენ უფრო მეტად წვენის სახით. საუკეთესოა გახეხილი სტაფილო მაიონეზთან ერთად, რადგან ასეთ საკვებში ყველაზე მეტადაა შენახული ვიტამინები. გახეხილ და რძეში მოხარშულ სტაფილოს უნდა იღებდნენ ის ადამიანები, რომელთაც ფიზიკური ძალა დაქვეითებული აქვთ.

 

ასევე, კარგია მისი მიღება სისხლნაკლებობის დროს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოშლის და ხველებისას. სტაფილო ვიტამინების საბადოა. ის შეიცავს ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, რის გამოც ის ითვლება დიეტურ, სამკურნალო და საკვები ღირებულებების მქონე ბოსტნეულად. სტაფილო ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, ორგანიზმის ზრდას, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. სტაფილოს კარგი მოქმედება აქვს ჰიპო და ავიტამინოზის, ღვიძლის დაავადების, ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქციის დროს. აქვს ანტისეპტიკური, ანტიანთებითი, ტკივილგამაყუჩებელი და ჭრილობის შემახორცებელი თვისებები.


მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player